ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, September 16, 2010

რედ ბული” ისევ ”რენოსთან” ითანამშრომლებს

Red Bull to Stay with Renault

16 სექტემბერი

როგორც ჩანს, ”რედ ბულ რეისინგის” ბოლიდები შემდეგ სეზონშიც ”რენოს” ძრავებით აღიჭურვება. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიული გუნდის ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი (სურათზე) ამბობს, რომ ერთადერთი კომპანია, რომლის ძრავების შეძენაც ამ ეტაპზე მის გუნდს შეუძლია, სწორედ ”რენოა”.

ნიუი, რომლის წყალობითაც, ”რედ ბულმა” 2009 და 2010 წლების სეზონების საუკეთესო ბოლიდები შექმნა, ამბობს, რომ ”მაკლარენის” დაჟინებული მოთხოვნით, ”მერსედეს ბენცი” ”რედ ბულისთვის” თავისი ძრავების მიწოდებაზე უარს ამბობს. არსებობს მძლავრი ძრავების კიდევ ერთი პოტენციური მიმწოდებელი - ”ფერარი”, თუმცა სათუოა, იტალიურმა კომპანიამ თავისი აგრეგატები მიაწოდოს გუნდს, რომელიც ჩემპიონატში იტალიურიკომპანიის საჯინიბოს ამარცხებს.

”სხვა რა დაგვრჩენია? ”მაკლარენის” გამო, ”მერსედესი” ძრავების მოწოდებაზე უარს გვეუბნება. რჩება ”ფერარი”, მაგრამ საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ: თუ ჩვენ მათ დავამარცხებთ, მომავალ სეზონში ისეთივე ძრავებს მოგვაწოდებენ, როგორევსაც თავისთვის ამზადებენ?” - მსჯელობს ნიუი და დასძენს, რომ ”რენოს” ძრავები სრულად აკმაყოფილებს ”რედ ბულის” მოთხოვნებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ”მერსედესის” და ”ფერარის” ძრავებზე სუსტია. და რამდენადაც ”რენოს” ძრავის სრულყოფის საშუალება არ ეძლევა, არაა გამორიცხული, რომ ფრანგულმა კომპანიამ ფორმულა 1 დატოვოს.

”ჩვენ ”ფერარისთან” და ”მერსედესთან” შედარებით, ნაკლებად მძლავრი ძრავები გვაქვს. მათ ნომინალური უპირატესობა გააჩნიათ. და თუ ”რენოს” მეტოქეთა დაწევის უფლებას არ მისცემენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია ძრავების წარმოებაზე მალე უარს იტყვის. ”, - ამბობს ნიუი და დასძენს, რომ ”რენო” ერთადერთი კომპანიაა ფ1-ში, რომელიც ძრავების განვითარების გაყინვის წესს სრულად იცავს.

ამ ეტაპზე, ”რენო” თავის ძრავებს მხოლოდ ორ გუნდს - თავისსავე გუნდსა და ”რედ ბულს” აწვდის. მომავალი სეზონიდან მათ ალბათ ”ლოტუსი” დაემატება, რომელმაც ”კოსუორტთან” შეთანხმებას მიაღწია იმის თაობაზე, რომ ამ სეზონის ბოლოდან, მათ შორის არსებული კონტრაქტი დაირღვევა.

No comments:

Post a Comment