ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, April 1, 2010

იორდანიის რალის ლატვალა ლიდერობს

Latvala dominates first day in Jordan

1 აპრილი

ლატვალა სრაერზე გასასვლელად ემზადება
........................................................

იორდანიაში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპზმა, რომლის პირველი დღის შვიდი სპეცმონაკვეთის შემდეგ, კლასიფიკაციის სათავეში ”ფორდის” ფინელი იარი-მატი ლატვალა მოექცა. ლატვალამ ნახევარი წუთით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, ვისაც მხოლოდ ერთი წამით ჩამორჩება მისივე თანამემამული სებასტიან ლოები. კიდევ წამით უკან კი ”სიტროენის” მესამე პილოტი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია.

”რბოლის წინ, ტესტებზე ბევრი ვივარჯიშე და ამიტომ, საასპარეზოდ თავდაჯერებული გამოვედი, რაც ჩემს შედეგზე აისახა”, - მკვდარი ზღვის ნაპირთან ფინიშის შემდეგ განაცხადა ლატვალამ.

უნდა ითქვას, რომ ფინელ პილოტს ძალიან გაუჭირდება თავისი ლიდერობის შენარჩუნება, რადგან ლიდერობის გამო, მეორე დღის ყველა სპეცმონაკვეთს ის გახსნის და ფხვიერ ნიადაგზე ასპარეზობა მოუწევს, მისი მეტოქეები კი გაკვალულ გზაზე იასპარეზებენ.

სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონმა სოლბერგმა ბოლო სპეცმონაკვეთზე სიჩქარეს უკლო და დღე მეორეს ნაცვლად, მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

”ხვალ ძალიან ძნელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ როგორც დავაკვირდი, დღეს პირველი მანქანა ბევრ დროს არ კარგავდა. ამიტომ, სულაც არ ვდარდობ იმაზე, რომ გზის გამხსნელი ვიქნები. რაც შემიძლია, სწრაფად ვივლი და მდევრებზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ჩემს დაწევას”, - განაცხადა ლატვალამ.

კვლავ არასტაბილურად ასპარეზობს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი. მესამე სპეცზე მან შეცდომა დაუშვა, თუმცა შემდეგ მონაკვეთებზე მაინც შეძლო დაკარგული დროის ამოქაჩვა და ქულების ზონაში შევიდა.

იორდანიის რალი (პირველი დღე)

1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 1:11:31.500

2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) +00:30.200

3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:31.800

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:32.500

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:42.200

6. დანიელ სორფო (ესპანეთი, სიტროენი) 00:45.400

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:20.900

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 02:01.100

9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 02:48.200

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:50.500

No comments:

Post a Comment