ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, April 3, 2010

წვიმიან რბოლაში პოული უებერმა მოიპოვა

Webber splashes to pole in Malaysia

2 აპრილი

როგორც მოსალოდნელი იყო, მალაიზიური დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, მესამე სესიის დროს, წვიმა იმდენად გაძლიერდა, რომ რბოლის ორგანიზატორებს მისი შეჩერებაც კი მოუხდათ. საბოლოოდ კი, რბოლა საუკეთესო შედეგით ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა დაასრულა, რომელმაც უახლოესი მდევრები - გერმანელი ნიკო როსბერგი და თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი წამზე მეტით ჩამოიტოვა.

წვიმამ ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. ჯერ იყო და, იმის იმედით, რომ გადაიღებდა, ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტები ტრასაზე გვიან გამოვიდნენ და ამის გამო, დაისაჯნენ კიდეც - ლუის ჰამილტონმა, ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ პირველი საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლეს. ჯენსონ ბატონმა მეორე სესიაზე გამოსვლის უფლება კი მიიღო, მაგრამ ტრასაზე აღარ გამოსულა, რადგან პირველი სესიის მიწურულს, მანქანა მოუცურდა და ტრასაზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.

”დიდი შეცდომა დავუშვით. წვიმა გადაღებას აპირებდა და ვფიქრობდით, რომ ტრასა გაშრობას დაიწყებდა, რის გამოც, გამოსვლას არ ვჩქარობდით. მერე კი წვიმა გაძლიერდა და ჩვენც ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. იმედი მაქვს, მანქანა სერიოზულად არ დაზიანებულა. ის რომ გრუნტში გაიჭედა, ძრავი კარგა ხანს ჩართული მქონდა და ტრასაზე დაბრუნებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა”, - ნარბოლევს განაცხადა ბატონმა.

რაც შეეხება უებერის გამარჯვებას, მან გარისკა და მესამე სესიის ბოლო ორ ცდაზე, მანქანა საშუალედო საწვიმარი საბურავებზე გადაიყვანა, რამაც გაუმართლა და კარიერაში მეორედ მოაპოვებინა პოულ პოზიცია (პირველი შარშან, გერმანიის დიდ პრიზზე მოიპოვა).

უებერმა განაცხადა, რომ საშუალედო საბურავები თავისი სარბოლო ინჟინრის რჩევით დააყენა და ამით მოგებული დარჩა. თუმცა ბევრი რამ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ამინდი იქნება რბოლის დასაწყისში.

კვალიფიკაციის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:49.327

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:50.673

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:50.789

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:50.914

5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:51.001

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:51.051

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:51.511

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:51.717

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:51.767

10. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:52.254

- - - - - - - - - -

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:48.760

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:48.771

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:49.207

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:49.464

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:52.270

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:52.520

17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:52.884

19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:53.044

20. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:53.050

21. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:53.283

22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:56.299

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:57.269

24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:59.977

No comments:

Post a Comment