ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 11, 2011

ფეტელი თითქმის ორგზის ჩემპიონია

Vettel has a hand on title after Italy win
11 სექტემბერი
დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სებასტიან ფეტელი ზედიზედ მეორედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. დარჩენილ 6 რბოლაში, მას სულ 38 ქულაღა სჭირდება იმისათვის, რომ ტიტული გაინაღდოს. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6-ვე რბოლას ფერნანდო ალონსო მოიგებს. 38 ქულის მოგროვებისთვის კი მას ორი მეორე და ერთი მეცხრე ადგილი (ან სხვა კომბინაციები) ეყოფა...

Saturday, September 10, 2011

მოკლე გადაცემები - ფეტელის გამარჯვების ფორმულა?

Gear ratio key in Vettel's victory chances at the Italian Grand Prix
10 სექტემბერი
როგორც მისი მეტოქეები ამბობენ, სებასტიან ფეტელი იტალიის დიდი პრიზის მოგებას შეძლებს, თუ დასაწყისშივე შეძლებს მეტოქეების შორ მანძილზე ჩამოტოვებას. მართალია, კვალიფიკაციაზე მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამას გადაცემათა კოლოფში შედარებით მოკლე გადაცემების წყალობით მიაღწია, რაც რბოლაში უპირატესობას ვერ მისცემს.

პოული მაინც ფეტელისაა

Vettel on pole for Red Bull in Italy
10 სექტემბერი
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი პრაქტიკების შემდგ, სებასტიან ფეტელი აღიარებდა, მონცას ტრასა ჩვენს მანქანას ნაკლებად შეეფერებაო, კვალიფიკაციაზე მაინც კიდევ ერთხელ, ”რედ ბულის” და ჩემპიონატის ლიდერის დომინაციის მომსწრენი გავხდით. ამგვარად, მიმდინარე ჩემპიონატის 13-ვე კვალიფიკაცია ”რედ ბულის” პილოტებმა მოიგეს.

Friday, September 9, 2011

კუბიცა მალე საჭეს მიუჯდება

Kubica set to start driving in October
9 სექტემბერი
რობერტ კუბიცას მენეჯერი დანიელე მორელი ამბობს, რომ ძალიან მალე, პოლონელი მრბოლი ავტომობილის, ან სიმულატორის საჭეს მიუჯდება და არც ის დროა შორს, როდესაც მას ფორმულა ერთის რბოლებში ისევ ვიხილავთ. ორი კვირის წინ, მას ტრავმირებულ მარჯვენა იდაყვზე ბოლო ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც, რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

ჰამილტონი ფეტელზე სწრაფია

Hamilton fastest at Monza
9 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს აქვს, რომელმაც ერთადრთმა შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა. საუკეთესო შედეგი (1:23.865) მან პირველივე სესიაზე დააფიქსირა და მართალია, მეორეზე მასზე სწრაფი ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი იყო, მაგრამ ორი სესიის ჯამში, გერმანელს მაინც მეორე საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა. მეორე სესიაზე ჰამილტონს მხოლოდ მოქმედმა ჩემპიონმა აჯობა და ისიც, 0.036 წამით.

”რედ ბული” ”რენოსთან” დარჩა

Red Bull and Renault extend F1 engine deal
9 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის წინ, თავიანტი კონტრაქტი ხუთი წლით განაახლეს ”რედ ბულმა” და ”რენომ”, რომელთა პარტნიორობაც 2007 წელს დაიწყო. ავსტრიულმა გუნდმა აღარ ისურვა იმ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტა, რომლის ძრავების დახმარებითაც, გასულ სეზონში ორივე ტიტულს დაეუფლა და მიმდინარე სეზონშიც, შარშანდელი წარმატების გამეორებასთან ახლოსაა.

Wednesday, September 7, 2011

”მაკლარენს” ჰამილტონის აგრესიის დაოკება არ სურს

McLaren says it won't ask Hamilton to change aggressive style
7 სექტემბერი
ჰამილტონის მანქანა ბელგიაში
ავარიის შემდეგ
”მაკლარენი” აცხადებს, რომ არ აპირებს, ლუის ჰამილტონს თავისი აგრესიული სარბოლი სტილის შეცვლა მოსთხოვოს, რამაც ბრიტანელს ამ სეზონში რამდენჯერმე ცუდი სამსახური გაუწია. უფრო მეტიც, სწორედ ამ ჭარბი აგრესიის გამო, მან ბელგიაში დასანანი შეცდომა დაუშვა, რამაც რბოლას გამოთიშა და პრაქტიკულად დააკარგვინა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

Sunday, September 4, 2011

”რენოს” შეფი სენას გამოსვლით კმაყოფილია


Renault boss Eric Boullier says Bruno Senna has boosted team
4 სექტემბერი
”რენოს” გუნდის შეფი ერიკ ბულიე ამბობს, რომ ბრუნო სენას კარგმა გამოსვლამ ბელგიის დიდ პრიზზე, გუნდის წევრებზე დადებითად იმოქმედა და ისინი საბრძოლველად განაწყო. სენამ კვალიფიკაცია მეშვიდე შედეგით დაასრულა და მართალია, რბოლის დასაწყისშივე შეცდა, მაგრამ საერთო ჯამში, ფრანგულ გუნდში მისი დებიუტი დადებითად შეფასდა.

Thursday, September 1, 2011

ფორმულა 1-ის ახალი კალენდარში 20 ეტაპი შევიდა


Turkish Grand Prix loses place on revised 2012 Formula 1 calendar
1 სექტემბერი
და ამ კალენდარში აღარაა შეტანილი თურქული დიდი პრიზი, რომელიც პირველად 2005 წელს ჩატარდა. კალენდრის საბოლოო ვარიანტი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA-ს) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ გამოაქვეყნა, რომელმაც კალენდრის ბერნი ეკლსტოუნისეულ ვარიანტში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანა.

Tuesday, August 30, 2011

კობაიაში: შეჯახება ჰამილტონის შეცდომამ გამოიწვია


Kobayashi says Lewis Hamilton was at fault in their Spa clash
29 აგვისტო
ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ”ზაუბერის” იაპონელმა მრბოლმა კამუი კობაიაშიმ განაცხადა, რომ რბოლის დროს, მასა და ლუის ჰამილტონს შორის მომხდარი შეჯახება, ბრიტანელის შეცდომამ გამოიწვია.

Sunday, August 28, 2011

ფეტელმა ბელგიაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა


Vettel wins Belgian Grand Prix
28 აგვისტო

სებასტიან ფეტელმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება ბელგიაში იზეიმა და ამით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეორე ტიტულისკენ. ახლა ის უკვე 92 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, საკუთარ თანაგუნდელ მარკ უებერს და საეჭვოა, ავსტრალიელმა, რომელსაც ჯერ ამ სეზონში ერთი მოგებაც არ აქვს, ესოდენ სოლიდური ჰანდიკაპის აღმოფხვრა შეძლოს.

Saturday, August 27, 2011

მალდონადო დაჯარიმდა, ჰამილტონი გააფრთხილეს

Pastor Maldonado penalised
27 აგვისტო
ლუის ჰამილტონთან კვალიფიკაციის მეორე სექტორში მომხდარი ინციდენტის გამო, ხუთი პოზიციით დაჯარიმდა ”უილიამსის” ვენესუელელი პილოტი პასტორ მალდონადო (ფოტოზე).

”რედ ბულმა” უებერი დაიტოვა


Webber staying at Red Bull in 2012
27 აგვისტო
როგორც მოსალოდნელი იყო, ”რედ ბულ რეისინგმა” თავისი ავსტრალიელი მრბოლი მარკ უებერი მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა. თან ეტყობა, გუნდმა ეს გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მიიღო, მაგრამ მისი გამოცხადება, ოზი პილოტის დაბადების დღეს დაამთხვია. 27 აგვისტოს მას 35 წელი შეუსრულდა.

წვიმიანი ბელგიის პოული ფეტელს

Vettel pips Hamilton for Spa pole

27 აგვისტო
მიმდინარე სეზონში ”რედ ბულ რეისინგის” საკვალიფიკაციო დომინაცია გრძელდება - ისევე როგორც წინა 11 ეტაპზე, ბელგიაშიც საუკეთესო სწორედ ავსტრიული გუნდი და ჩემპიონატის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი არიან. ფეტელმა სესიის ბოლო წამებზე შეძლო ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონის ჯობნა და მიმდინარე სეზონში მეცხრე პოულს დაეუფლა.

Friday, August 26, 2011

წვიმიან პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფი უებერი იყო


Webber on top at rainy Spa
26 აგვისტო
ოცი წლის წინ, სწორედ ბელგიის დიდ პრიზზე შედგა მიხაელ შუმახერის დებიუტი ფორმულა ერთში. მაშინ მან ”ჯორდანით” იასპარეზა და ფ1-ში შემთხვევის წყალობით მოხვდა - ”ჯორდანის” ბელგიელი (ლუქსემბურგში დაბადებული და საფრანგეთში მცხოვრები) ბერტრან გაშო ლონდონის ტაქსისტთან მომხდარი ინციდენტის გამო, სამი თვით ციხეში მოხვდა და ბელგიურ ეტაპზე, სწორედ ის შეცვალა შუმახერმა.