ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, April 4, 2010

ალგერსუარის პირველი ქულები

Malaysian battle earns Alguersuari first F1 points (Reuters)

4 აპრილი

ალგერსუარი პეტროვს ასწრებს
..............................................................

”ტორო როსოს” ახალგაზრდა ესპანელი პილოტი ხაიმე ალგერსუარი მალაიზიაში, თავის კარიერაში პირველ ქულებს დაეუფლა. ჯერ იყო და, მელბურნში, მიხაელ შუმახერთან უშეღავათო პაექრობით დაგვამახსოვრა თავი, ახლა კი პირველი ორი ქულა მიითვალა და ნუ გაიკვირვებთ, თუ შემდგომ რბოლებში მეტსაც მიაღწევს.

”ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველი ქულები ავიღე. არადა, არ მეგონა, თუ ასე ადრე შევძლებდი ამას. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გახარებული ვარ და ამიერიდან, ტრასაზე უფრო თავდაჯერებული ვიქნები”, - განაცხადა 20 წლის ესპანელმა, რომელიც სეზონის დაწყებამდე ამბობდა, ჩემთვის ფორმულა 1-ის კარიერა რეალურად წელს იწყებაო.

შარშან მისი დებიუტი უნგრეთის დიდ პრიზზე შედგა, როცა 19 წლის და 125 დღის იყო. ამგვარად, ის გახდა ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. მაშინ ის არც ელოდა, რომ რბოლაში გამოსვლის საშუალება მიეცემოდა. ფ1-ის მანქანა კი მხოლოდ ერთხელ ყავდა გატარებული. უფრო მეტიც, დებიუტისთვის არც ფიზიკურად ყოფილა მზად და თავადვე აღიარებს, რომ რბოლების დასრულება ძალიან უჭირდა. მაგრამ სეზონებს შორის, ბევრი რამ შეიცვალა...

”ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევ. ეს რბოლა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, რადგან ტრასას არ ვიცნობდი. თუმცა მან სიამოვნება მომანიჭა. განსაკუთრებით კი იმ მომენტებში, როდესაც სხვებს ვებრძოდი. ჩემი აზრით, მელბურნში მიხაელთან პაექრობამ ბევრი რამ მასწავლა”, - ამბობს ალგერსუარი.

მან რბოლა მე-14 პოზიციიდან დაიწყო და წინ გზა დაძაბული ბრძოლებით გაიკაფა. გზაზე თავის შვეიცარელ თანაგუნდელ სებასტიან ბუემის (სტარტზე მე-11 იყო), ”უილიამსის” გამოცდილ ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს (მე-12) და ”უილიამსისვე” ამბიციურ გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს (მე-10) გაასწრო და ის ორი ქულაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

შუმახერი მაყურებლის როლში

Schumacher looks on as Rosberg earns podium (Reuters)

4 აპრილი

შუმახერი მაყურებლის როლში

..................................................

მიხაელ შუმახერმა მალაიზიის დიდი პრიზის რბოლის დიდი ნაწილი მაყურებლის როლში გაატარა და ნახა, თუ როგორ ავიდა მისი ახალგაზრდა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი კვარცხლბეკზე. შუმის მალაიზიური რბოლა სამჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ამჯერად, ფინიშამდე მიღწევაში ხელი მარცხენა უკანა ბორბლის დაზიანებამ შეუშალა.

რაც შეეხება როსბერგს, მთელი რბოლის განმავლობაში ის სტაბილური იყო და არცთუ შორს ჩამორჩა ”რედ ბულის” წყვილს, რომელმაც ასპარეზობა გამარჯვების დუბლით დაასრულა. როსბერგმა ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა და ”მერსედესს” 1955 წლის შემდეგ პირველი საკვარცხლბეკო ფინიში მოუპოვა.

შუმახერის ბოლიდის მარცხენა უკანა ბორბალმა დატვირთვას ვერ გაუძლო

...............................................

”ტესტების დროს ჩვენ პრობლემები თითქმის არ შეგვქმნია, მაგრამ დღეს ბორბალმა დატვირთვას ვერ გაუძლო. მეექვსე მოსახვევში, მანქანამ მდგრადობა დაკარგა, მოხვევა ძალიან მიჭირდა, მისი მარცხენა მხარე კი საერთოდ არ მემორჩილებოდა. რას ვიზამ, ასეთია ჩვენი სპორტი. სამაგიეროდ, ნიკო კვარცხლბეკზე ავიდა და მე ეს ძალიან მიხარია”, - განაცხადა 41 წლის შუმახერმა, ვინც პადოკში მოპედით მიიყვანეს.

რაც ფორმულა 1-ში დაბრუნდა, შუმახერი ვერაფრით იბრუნებს იმ ფორმას, რითაც შვიდი ტიტულის მოპოვება შეძლო. სეზონის პირველი რბოლა ბაჰრეინში მან მეექვსე ადგილზე დაასრულა, მელბურნში კი მეათე იყო. მაგრამ მალაიზიაში როსბერგის მიერ მესამე ადგილის დაკავება შუმის ოპტიმიზმით აღავსებს. ის დარწმუნებულია, რომ ”მერსედესი” მალე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს.

”რენო” ჰამილტონის ქმედებით უკმაყოფილოა

Renault critical of Hamilton's weaving

4 აპრილი

წამიც და ჰამილტონი პეტროვს გაასწრებს

.............................................

”რენოს” ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ რბოლის მსვლელობისას, ლუის ჰამილტონმა ვიტალი პეტროვი მკვეთრი მანევრებით - ტრასის გარდიგარდმო დიაგონალური გადაადგილებებით მოიშორა კუდიდან, რის შემდეგაც, რუსი პილოტი მალე ჩამოიტოვა.

რბოლის პირველ ნაწილში, ჰამილტონმა პეტროვს გაასწრო, თუმცა მოულოდნელად, რუსმა პოზიცია საკმაოდ იოლად აღიდგინა. თანაც, ამისათვის კლასიკური მანევრი - სლიპსტრიმი გამოიყენა. ბრიტანელს არ გასჭირვებია პეტროვის ხელმეორედ გასწრება, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი მას კუდზე დააჯდა იმ იმედით, რომ ისევ სლიპსტრიმი გამოუვიდოდა.

მაგრამ ამჯერად, ჰამილტონმა მისი მანქანის უკან დარჩენილი გაუხშოებული არეს გამოყენების საშუალება აღარ მისცა. იმისათვის, რომ მის მეტოქეს სლიპსტრიმით ვეღარ ესარგებლა, ბრიტანელი ცდილობდა, რუსი კუდიდან მოეშორებინა და სწორედ ამისათვის ჩაატარა ზემოთ ნახსენები მანევრები. ეს რომ მეტოქისთვის გზის გადასაჭრელად გაეკეთებინა, მსაჯები აუცილებლად დააჯარიმებდნენ, მაგრამ იმ მომენტში, სტარტ-ფინიშის სწორზე, პეტროვი გასწრების მანევრს არ ატარებდა.

შედეგად, ჰამილტონმა მხოლოდ გაფრთხილება მიიღო. ”რენოს” შეფი ერიკ ბუიე თვლის, რომ ინგლისელი პილოტი გაფრთხილებაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებდა, თუმცა კითხვაზე, ხომ არ აპირებს მეტის ოფიციალურად მოთხოვნას, უარყოფითი პასუხი გასცა...

მალაიზიაში ფეტელისთვის გამოიდარა

Malaysian Grand Prix (race)

4 აპრილი

ფეტელისთვის მალაიზიაში ამინდმაც გამოიდარა და იღბალმაც - მართალია, ამჯერად მას რბოლა პოულიდან არ დაუწყია, მაგრამ სამაგიეროდ, სტარტიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე უხინჯოდ იასპარეზა, რითაც სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, კლასიფიკაციის სათავეში, მოწინავე სამეულში გადაინაცვლა.

შაბათისგან განსხვავებით, ამინდს რბოლის დროს, მისი მონაწილენი არ შეუწუხებია. მართალია, მალაიზიური ეტაპი ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორიც ავსტრალიური იყო, მაგრამ უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა. ინტერესი კი მეტწილად იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ორივე ”ფერარის” და ”მაკლარენებს” უკანა რიგებიდან მოუწიათ გზის გაკაფვა და გზად რამდენიმე გასწრების მომსწრენიც გაგვხადეს.

ფეტელმა (მისი მანქანა წინაა) პირველივე მოსახვევში ხელთ იგდო ლიდერობა და ფინიშამდე საკმაოდ იოლად შეინარჩუნა

....................................................

რბოლის ბედი, ფაქტობრივად მის სტარტზევე გადაწყდა. ყოველ შემთხვევაში, ფინიშზე პირველმა სამეულმა იმავე თანმიმდევრობით გაიარა, როგორითაც ისინი პირველ მოსახვევში შევიდნენ. ფეტელმა იყოჩაღა და სტარტზე ჯერ ოდნავ შეყოვნებულ როსბერგს გაუარა, შემდეგ კი, დამუხრუჭებისას, უებერსაც გვერდში ამოუდგა და პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას გაასწრო.

როსბერგს მესამე პოზიციის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ წინ აღარავინ გაუშვა და ფინიშამდე მესამე ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. რობერტ კუბიცამაც იყოჩაღა და მართალია, როსბერგის გასწრება ვერ შეძლო, მაგრამ სტარტზევე ორი პოზიცია მოიგო და ფინიშამდე მეოთხემ იარა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ”რენოს” ელიტაში დაბრუნების პოტენციალი გააჩნია.

”ჩვენთვის, მთელი გუნდისთვის, ეს საუკეთესო შედეგია. განსაკუთრებით, ორი უიღბლო რბოლის შემდეგ”, - ნარბოლევს განაცხადა 22 წლის ფეტელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული მეექვსე გამარჯვებაა.

კვლავ კარგად იასპარეზა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც კვალიფიკაციაზე გუნდის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, სტარტი მე-20 პოზიციიდან აიღო, თუმცა მეოთხე წრის მიწურულს უკვე ქულების ზონაში იყო. მაგრამ შემდეგ, მის წინსვლას ხელი მისმა უახლოესმა მეგობარმა ადრიან სუტილმა შეუშალა, რომელმაც 20-ზე მეტი წრის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვა და ბრიტანელს წინ წაწევის საშუალება აღარ მისცა.

თავის მხრივ, თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, ჰამილტონს კუდზე ფელიპე მასა ეჯდა, მაგრამ თუ ბრიტანელი მუდმივად ცდილობდა სუტილის გასწრებას, მასას ის პრაქტიკულად არც შეუწუხებია. სამაგიეროდ, რბოლის შემდეგ, კლასიფიკაციას სათავეში სწორედ ბრაზილიელი მოექცა, რომელიც თავის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს და ფეტელს 2-2 ქულით უსწრებს.

ალონსოს ბოლო წრეებზე დაძაბული პაექრობა ჰქონდა ჯენსონ ბატონთან. ბრიტანელი თავს კარგად იცავდა, ბოლო წრეზე კი ესპანელმა მასზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა და გაასწრო კიდეც, მაგრამ მეტისმეტი მოუვიდა და ბატონმა იქვე დაიბრუნა პოზიცია. ალონსოს ”ფერარიმ” კი ბოლი აუშვა - ძრავმა სული დალია. აქ ერთი ნიუანსი იქცევს ყურადღებას. ”ფერარის” ძრავის გაგრილებასთან დაკავშირებით, აშკარა პრობლემები აქვს, რაც პირველად ბაჰრეინში გამოჩნდა. მალაიზიაში კი, ბატონის კუდში დიდხანს სიარულის გამო კი, ძრავი, რომელიც გაგრილებისთვის საჭირო ჰაერის ჭავლს შეზღუდულად ღებულობდა, გადახურდა და მწყობრიდან გამოვიდა.

ნარბოლევს ფეტელი ღმერთს მადლობას სწირავდა იმის გამო, რომ რბოლის დროს, გამაგრილებელი სასმელის მარაგი სრულად არ ამოეწურა. ხანდახან, წვიმასაც ვნატრობდი, ისე საშინლად ცხელოდაო. უებერს მისი გასწრების ერთადერთი შანსი პიტ სტოპის დროს ჰქონდა, მაგრამ მექანიკოსებმა ავსტრალიელი ზედმეტად შეაყოვნეს - მარჯვენა წინა ბორბლის დროულად დაყენება ვერ მოხერხდა.

დაბოლოს, რბოლის დასრულება ვერ შეძლო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, გერმანელმა მიხაელ შუმახერმა, რომლის მანქანასაც მეათე წრეზე უკანა მარცხენა ბორბალი დაუზიანდა.

მალაიზიის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 5.543 კმ, 56 წრე, რბოლის დისტანცია - 310.408 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:33:48.412

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +4.849

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 13.504

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 18.589

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 21.059

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 23.471

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 27.068

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 37.918

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:10.602

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:13.399

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:18.938

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 2 წრე

14. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 3 წრე

15. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 3 წრე

16. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 4 წრე

17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 5 წრე

. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 10 წრე

. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 24 წრე

. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 44 წრე

. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 47 წრე

. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 48 წრე

. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 54 წრე

ს.გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 56 წრე

შენიშვნა: გ. - გამოეთიშა, ს.გ. - სტარტის გარეშე

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:37.054, 53-ე წრე

პირადი კლასიფიკაცია

1. ფელიპე მასა - 39 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 37; 3. სებასტიან ფეტელი - 37; 4. ჯენსონ ბატონი - 35; 5. ნიკო როსბერგი - 35; 6. ლუის ჰამილტონი - 31; 7. რობერტ კუბიცა - 30; 8. მარკ უებერი - 24; 9. ადრიან სუტილი - 10; 10. მიხაელ შუმახერი - 9; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 12. რუბენს ბარიკელო - 5; 13. ხაიმე ალგერსუარი - 2; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფერარი - 76 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 66; 3. რედ ბულ-რენო - 61; 4. მერსედეს GP - 44; 5. რენო - 30; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 18; 7. უილიამს-კოსუორტი - 6; 8. ტორო როსო-ფერარი - 2

Saturday, April 3, 2010

ლოები იორდანიის რალის გამარჯვებულია

Loeb wins Rally of Jordan

3 აპრილი

ლოები (მარჯვნივ) და მისი ნავიგატორი დანიელ ელენა გამარჯვებას ზეიმობენ
...........................................................

როგორც მოსალოდნელი იყო, სებასტიან ლოებმა შეინარჩუნა რბოლის მეორე დღეს მოპოვებული უპირატესობა და იორდანიის რალის გამარჯვებული გახდა, რაშიც მას მისი გუნდის, ”სიტროენის” მიერ მოფიქრებული ეშმაკობა დაეხმარა.

საქმე ისაა, რომ წინა დღის შედეგებით პირველ ადგილზე მყოფ ეკიპაჟს, მეორე დღეს ყველა სპეცმონაკვეთის გახსნა და დანარჩენი ეკიპაჟებისთვის გზის გაწმენდა უწევს, რაც მის პილოტს სოლიდურ პრობლემებს უქმნის. მაგრამ ”სიტროენმა” ასეთი ხერხი გამოიყენა: მისმა ხელმძღვანელობამ, გუნდის მეორე პილოტს, ფრანგ სებასტიან ოჟიეს, ვინც იორდანიაში შესანიშნავად იასპარეზა და იმ მომენტში მეორე ადგილზე იყო და მის მანქანას ელექტრონიკაში პრობლემები ჰქონდა, პირველ სპეცმონაკვეთზე, ტექნიკური შემოწმების ლოებზე ადრე გავლა სთხოვა. იმავდროულად, ოჟიემ სერვის ცენტრი დაგვიანებით დატოვა, რის გამოც, ის რვა წუთით დაჯარიმდა და გზის გამხსნელობაც დაეკისრა. ამგვარად, ლოები ამ მოვალეობის შესრულების სიმძიმეს გადაურჩა, რამაც მას ლიდერობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის შანსი გაუჩინა.

ლოები ასპარეზობისას

................................................

ანალოგიურად მოიქცა ”ფორდი”, რომელმაც თავის ლიდერ მიკო ჰირვონენს შემოწმების დროზე ადრე გავლა სთხოვა. ჰირვონენს რბოლის პირველივე დღეს ავარია მოუვიდა და ქულის მოპოვების შანსიც კი დაკარგული ჰქონდა.

ამ ხერხმა ლოებისთვისაც და ლატვალასთვისაც კარგად იმუშავა. ორივემ შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ, ფრანგმა თავის კარიერაში, რალის მსოფლიო ჩემპიონატების 56-ე რბოლა მოიგო. ფინიშთან მან ლატვალას 35.8 წამით მოუგო.

ამგვარად, სამი ეტაპის შემდეგ, ლოებს 68 ქულა დაუგროვდა, მეორეზე ლატვალამ გადაინაცვლა, ვისაც 43 ქულა აქვს, მესამეზე კი, 37 ქულით, პირველი ეტაპის - შვედეთის რალის მომგები მიკო ჰირვონენია.

”შესანიშნავი რბოლა იყო და რაც მთავარია, მის შემდეგ, ჰირვონენს 31 ქულას ვუგებ. ბოლო დღეს თავი არ დამიზოგავს, რადგან იარი-მატი ძალიან სწრაფი იყო და ოდნავ რომ მოვდუნებულიყავი, შეიძლებოდა ლიდერობა დამეკარგა”, - განაცხადა ლოებმა.

სხვათა შორის, შაბათს ლატვალას 25 წელს შეუსრულდა და იუბილის გამარჯვებით აღნიშვნა ძალიან უნდოდა, მაგრამ გამოცდილმა ლოებმა ამის საშუალება არ მისცა, თუმცაღა რბოლის შემდეგ დაბადების დღე კი მიულოცა.

რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი რბოლა დაასრულა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა, ვინც იორდანიული რბოლაში მერვე ადგილი დაიკავა და თავის აქტივში პირველი 4 ქულა ჩაიწერა.

იორდანიის რალის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:51:35.900

2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) +00:35.800

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:11.800

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:49.300

5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:24.300

6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 10:26.400

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 11:28.000

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 12:31.000

9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 14:08.600

10. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 18:33.900

პირადი კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 68 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 43; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 37; 4. პეტერ სოლბერგი - 35; 5. სებასტიან ოჟიე - 33; 6. დანიელ სორდო - 24; 7. ჰენინგ სოლბერგი - 18; 8. მეტიუ უილსონი - 16; 9. ფედერიკო ვილაგრა - 12; 10. ქსავიერ პონსი - 5; მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) - 4; 12. კიმი რაიკონენი - 4; 13. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 2; 14. პერ-გუნარ ანდერსობი (შვედეთი, შკოდა) - 1; 15. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 101 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 87; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 48; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 44; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 16

წვიმიან რბოლაში პოული უებერმა მოიპოვა

Webber splashes to pole in Malaysia

2 აპრილი

როგორც მოსალოდნელი იყო, მალაიზიური დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, მესამე სესიის დროს, წვიმა იმდენად გაძლიერდა, რომ რბოლის ორგანიზატორებს მისი შეჩერებაც კი მოუხდათ. საბოლოოდ კი, რბოლა საუკეთესო შედეგით ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა დაასრულა, რომელმაც უახლოესი მდევრები - გერმანელი ნიკო როსბერგი და თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი წამზე მეტით ჩამოიტოვა.

წვიმამ ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. ჯერ იყო და, იმის იმედით, რომ გადაიღებდა, ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტები ტრასაზე გვიან გამოვიდნენ და ამის გამო, დაისაჯნენ კიდეც - ლუის ჰამილტონმა, ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ პირველი საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლეს. ჯენსონ ბატონმა მეორე სესიაზე გამოსვლის უფლება კი მიიღო, მაგრამ ტრასაზე აღარ გამოსულა, რადგან პირველი სესიის მიწურულს, მანქანა მოუცურდა და ტრასაზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.

”დიდი შეცდომა დავუშვით. წვიმა გადაღებას აპირებდა და ვფიქრობდით, რომ ტრასა გაშრობას დაიწყებდა, რის გამოც, გამოსვლას არ ვჩქარობდით. მერე კი წვიმა გაძლიერდა და ჩვენც ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. იმედი მაქვს, მანქანა სერიოზულად არ დაზიანებულა. ის რომ გრუნტში გაიჭედა, ძრავი კარგა ხანს ჩართული მქონდა და ტრასაზე დაბრუნებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა”, - ნარბოლევს განაცხადა ბატონმა.

რაც შეეხება უებერის გამარჯვებას, მან გარისკა და მესამე სესიის ბოლო ორ ცდაზე, მანქანა საშუალედო საწვიმარი საბურავებზე გადაიყვანა, რამაც გაუმართლა და კარიერაში მეორედ მოაპოვებინა პოულ პოზიცია (პირველი შარშან, გერმანიის დიდ პრიზზე მოიპოვა).

უებერმა განაცხადა, რომ საშუალედო საბურავები თავისი სარბოლო ინჟინრის რჩევით დააყენა და ამით მოგებული დარჩა. თუმცა ბევრი რამ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ამინდი იქნება რბოლის დასაწყისში.

კვალიფიკაციის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:49.327

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:50.673

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:50.789

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:50.914

5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:51.001

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:51.051

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:51.511

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:51.717

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:51.767

10. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:52.254

- - - - - - - - - -

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:48.760

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:48.771

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:49.207

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:49.464

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:52.270

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:52.520

17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:52.884

19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:53.044

20. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:53.050

21. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:53.283

22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:56.299

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:57.269

24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:59.977

იორდანიაში ლოები გალიდერდა

Loeb leads in Jordan (Reuters)

2 აპრილი

ლოები ასპარეზობისას
...........................................

იორდანიაში რალის მსოფლიო ჩემპიონაის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ორი დღის შემდეგაც, რბოლას სათავეში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები მოექცა. ის 24 წამზე მეტს უგებდა თავის თანაგუნდელს, თანამემამულესა და სეხნია სებასტიან ოჟიეს. რბოლას გამოეთიშა ფინელი მიკო ჰირვონენი, რომელიც მეორე დღის მეორე სპეცმონაკვეთის გავლისას, გზისპირა თხრილს დაეჯახა, რამაც მის ”ფორდს” საკიდარი დაუზიანა.

პირველი დღის შემდეგ, ლოები რბოლის ლიდერთან, ფინელ იარი-მატი ლატვალასთან ნახევარ წუთზე მეტს აგებდა. თუმცა, მეორე დღის პირველ და მესამე სპეცმონაკვეთებზე საუკეთესო დრო ჰქონდა და ლიდერთან ჩამორჩენა 4.7 წამამდე შეამცირა. საღამოს სპეცმონაკვეთების შემდეგ კი ლოებმა 24-წამიან უპირატესობას მიაღწია. თანაც, დღის ბოლოს მისი უახლოესი მდევარი ოჟიე გახდა, ვინც ლატვალას სამ წამს უგებდა.

”კარგი დღე მაქვს. გრძელ სპეცმონაკვეთებზე ძალიან კარგი შედეგები მქონდა და სწორედ მათი წყალობით ვარ ახლა ლიდერი. ისე, შეიძლება ჯობდა, რომ ისევ მის უკან ვყოფილიყავი. ხვალ შედარებით უკეთეს გზაზე გამოსვლის საშუალება მექნებოდა. არ ვიცი, ვნახოთ. ყველაფერს ვიღონებ, რომ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნო”, - განაცხადა ლოებმა, ვინც რბოლის დარჩენილ 8 სპეცმონაკვეთზე გზის გამხსნელის როლს შეასრულებს და აქედან გამომდინარე, მეტოქეებთან შედარებით, ოდნავ უარეს პირობებში მოუწევს ასპარეზობა.

მართალია, ლიდერობა დაკარგა, მაგრამ დღის შედეგებით მაინც კმაყოფილია ლატვალა, ვისაც დარჩენილ ეტაპებზე, მის წინ მყოფი ეკიპჟები გზას გაუწმენდენ და ამით, მცირე უპირატესობას მიანიჭებენ. ლატვალა ფიქრობს, რომ ტაქტიკური მოსაზრებით, ზოგიერთი (ლოებს და ოჟიეს გულისხმობს) ალბათ ისურვებდა, რომ მის წინ არ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ის ამ მცირე უპირატესობის ხელიდან გაშვებას აღარ აპირებს.

დღის ბოლო სპეცმონაკვეთზე დატრიალდა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი, თუმცა გზის განგრძობა შეძლო და წინა დღესთან შედარებით, ორი პოზიციით წინ წაიწია.

იორდანიის რალი (ორი დღის შემდეგ)

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:41:06.700

2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) +00:24.600

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:27.700

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:43.200

5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:48.800

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:05.700

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 06:51.000

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 08:09.000

9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 10:04.000

10. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 10:17.700

Friday, April 2, 2010

ჰამილტონი მალაიზიურ პრაქტიკებზე დომინირებს

Hamilton dominates Malaysia practice

2 აპრილი

მალაიზიის დიდი პრიზის პირველ ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი ”მაკლარენის” ბრიტანელი ლუის ჰამილტონი იყო, ”რედ ბულს” კი კვლავ პრობლემები აქვს, რომელთა გამოც, წინა ორ ეტაპზე, გამარჯვების ნაცვლად, თითზე ჩამოსათვლელ ქულებს დასჯერდა.

პირველ სესიაზე, მეორე საუკეთესო შედეგი ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელს ჰქონდა. სამაგიეროდ, მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს ძრავმა სრულფასოვნად ვარჯიშის საშუალება არ მისცა. ძნელი სათქმლია, რა მიზანს ისახავდა ჰამილტონი ვარჯიშზე, როცა წრეებს ყველაზე სწრაფად გადიოდა. სამაგიეროდ, ”ფერარის” არ დაუმალავს, რომ მისი მიზანი, საწვავის სხვადასხვა რაოდენობის პირობებში, საბურავების მუშაობის შესწავლა იყო. ამიტომ, მისმა პილოტებმაც თავი ვერაფრით გამოიჩინეს. თუმცა, მთავარია, რომ რბოლისთვის კარგად მომზადება შეძლონ - თავისუფალ პრაქტიკაზე კარგად გამოსვლა ხომ ქულებით არ საჩუქრდება.

მართალია, ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ ჰამილტონი მაინც ფრთხილობს, როდესაც საკვალიფიკაციო რბოლაში მის შანსებზე ეკითხებიან: ”ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტუნარიანნი ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა სამუშაო შეასრულეს სხვებმა. რეალური სურათი საკვალიფიკაციო რბოლის დროს გამოჩნდება”.

შარშან, წვიმის გამო შემოკლებული რბოლა ჰამილტონის ახალმა თანაგუნდელმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა მოიგო. პრაქტიკებზე ის მესამე და მეოთხე შედეგებს დასჯერდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მანქანა განსაკუთრებით კარგად, ტრასის სწრაფ მონაკვეთებს გადის.

უებერს არ დაუზუსტებია, რა ტიპის პრობლემა შეექმნა მისი მანქანის ძრავს, რის გამოც, ავსტრალიელს ბალახებში გასეირნება მოუხდა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ მანქანა კარგადაა დაბალანსებული და კარგად გადის სწრაფ მოსახვევებს.

პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.921

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.106

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.207

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:35.225

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:35.402

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.479

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:35.955

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.959

9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:36.043

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:36.100

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:36.451

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.503

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.645

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:36.712

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:36.891

16. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:36.899

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:37.802

18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:38.278

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:39.460

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:39.755

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:40.159

22. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 1:40.721

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:41.832

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:41.966

მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.175

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.441

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.443

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.538

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:34.674

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:35.148

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.581

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:35.660

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:35.872

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:35.957

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.018

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:36.221

13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:36.325

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.325

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:36.602

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.813

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:37.415

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:38.454

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:38.530

20. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:38.786

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:39.061

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:39.158

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:41.084

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:41.481

Thursday, April 1, 2010

იორდანიის რალის ლატვალა ლიდერობს

Latvala dominates first day in Jordan

1 აპრილი

ლატვალა სრაერზე გასასვლელად ემზადება
........................................................

იორდანიაში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპზმა, რომლის პირველი დღის შვიდი სპეცმონაკვეთის შემდეგ, კლასიფიკაციის სათავეში ”ფორდის” ფინელი იარი-მატი ლატვალა მოექცა. ლატვალამ ნახევარი წუთით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, ვისაც მხოლოდ ერთი წამით ჩამორჩება მისივე თანამემამული სებასტიან ლოები. კიდევ წამით უკან კი ”სიტროენის” მესამე პილოტი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია.

”რბოლის წინ, ტესტებზე ბევრი ვივარჯიშე და ამიტომ, საასპარეზოდ თავდაჯერებული გამოვედი, რაც ჩემს შედეგზე აისახა”, - მკვდარი ზღვის ნაპირთან ფინიშის შემდეგ განაცხადა ლატვალამ.

უნდა ითქვას, რომ ფინელ პილოტს ძალიან გაუჭირდება თავისი ლიდერობის შენარჩუნება, რადგან ლიდერობის გამო, მეორე დღის ყველა სპეცმონაკვეთს ის გახსნის და ფხვიერ ნიადაგზე ასპარეზობა მოუწევს, მისი მეტოქეები კი გაკვალულ გზაზე იასპარეზებენ.

სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონმა სოლბერგმა ბოლო სპეცმონაკვეთზე სიჩქარეს უკლო და დღე მეორეს ნაცვლად, მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

”ხვალ ძალიან ძნელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ როგორც დავაკვირდი, დღეს პირველი მანქანა ბევრ დროს არ კარგავდა. ამიტომ, სულაც არ ვდარდობ იმაზე, რომ გზის გამხსნელი ვიქნები. რაც შემიძლია, სწრაფად ვივლი და მდევრებზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ჩემს დაწევას”, - განაცხადა ლატვალამ.

კვლავ არასტაბილურად ასპარეზობს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი. მესამე სპეცზე მან შეცდომა დაუშვა, თუმცა შემდეგ მონაკვეთებზე მაინც შეძლო დაკარგული დროის ამოქაჩვა და ქულების ზონაში შევიდა.

იორდანიის რალი (პირველი დღე)

1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 1:11:31.500

2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) +00:30.200

3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:31.800

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:32.500

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:42.200

6. დანიელ სორფო (ესპანეთი, სიტროენი) 00:45.400

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:20.900

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 02:01.100

9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 02:48.200

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:50.500

ფეტელი დარწმუნებულია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებს

Vettel confident title bid is on track (Reuters)

1 აპრილი

რედ ბულის” მექანიკოსები განსაკუთრებული გულმოდგინებით მუხრუჭებს ამოწმებენ

.................................................

მართალია, სებასტიან ფეტელისთვის სეზონი უიღბლოდ დაიწყო, მაგრამ ”რედ ბულის” გერმანელი პილოტი ოპტიმიზმს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ფეტელმა ბაჰრეინის და ავსტრალიის დიდი პრიზები პოულიდან დაიწყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, ვერცერთი ვერ მოიგო. ამასთან, თუ ბაჰრეინში მეოთხე ადგილს დასჯერდა, მელბურნში ფინიშამდეც ვერ მიაღწია.

”კარგი იქნებოდა, ჩემპიონატის სათავეში ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არაა და ახლა ვერაფერს შევცვლით. თუმცა, წარუმატებლობის გარდა, წინა რბოლებს დადებითიც ჰქონდა. მაგალითად ის, რომ ძალიან სწრაფი მანქანა გვყავს. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ პოტენციალის გამოყენება ვერ შევძელით. მაგრამ ახლა წინა რბოლებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მთავარა, როგორ ჩავატარებთ მომდევნოს”, - ამბობს ფეტელი.

ის დასძენს, რომ წინა ორი რბოლის წარუმატებლობა შედარებით იოლად გადაიტანა იმის გამო, რომ მათში ხელის მოცარვის მიზეზი პილოტის შეცდომები არ გამხდარა. ”შეცდომა რომ დამეშვა, ვიტყოდი, რომ ეს ჩემი ბრალია და ეს ჩემთვის უფრო ძნელი ასატანი იქნებოდა. ეს მანქანები იმ გათვლითაა შექმნილი, რომ გაძლების ზღვარზე იმუშაონ. ტესტების დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მაგრამ რბოლებისას პირიქით მოხდა. რა თქმა უნდა, ეს საწყენია და ორივე რბოლის შემდეგ, გუნდი გუნდის ყველა წევრი გულგატეხილი იყო. მაგრამ ახლა ისევ ბრძოლისთვის მზად ვართ და ყველას ოპტიმიზმი დაუბრუნდა”, - დასძენს ფეტელი.

გერმანელი პილოტი ამბობს, რომ გუნდმა მიაგნო მუხრუჭის პრობლემის გამომწვევ მიზეზს და ის ალბათ აღარ განმეორდება: ”ეს პრობლემა უბრალო უიღბლობის შედეგია და არა რაიმე უარესის სიმპტომი. ასეთია რბოლები. მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად ხდება და მისგან დაზღვეული არავინაა. იმ ინციდენტამდე, მუხრუჭები ძალიან კარგად მუშაობდა, მერე კი, მოსახვევის წინ რომ დავამუხრუჭე, წინა მარცხენა ბორბალმა ტრიალი გააგრძელა. ამის მიზეზი დავადგინეთ და არა მგონია, მან კვლავ შეგვახსენოს თავი”.

ფეტელი ამბობს, რომ ეს პრობლემები მას სეზონის დასაწყისში შეემთხვა, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და რომ დარჩენილ რბოლებში, ის კვლავ ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს: ”როცა ჩემპიონობისთვის იბრძვი, მსგავსი ინციდენტები შიგადაშიგ მოხდება და ამისთვის მზად უნდა იყო. წინ 17 რბოლაა და მათში სიტუაციის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება”.