ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, April 1, 2010

ფეტელი დარწმუნებულია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებს

Vettel confident title bid is on track (Reuters)

1 აპრილი

რედ ბულის” მექანიკოსები განსაკუთრებული გულმოდგინებით მუხრუჭებს ამოწმებენ

.................................................

მართალია, სებასტიან ფეტელისთვის სეზონი უიღბლოდ დაიწყო, მაგრამ ”რედ ბულის” გერმანელი პილოტი ოპტიმიზმს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ფეტელმა ბაჰრეინის და ავსტრალიის დიდი პრიზები პოულიდან დაიწყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, ვერცერთი ვერ მოიგო. ამასთან, თუ ბაჰრეინში მეოთხე ადგილს დასჯერდა, მელბურნში ფინიშამდეც ვერ მიაღწია.

”კარგი იქნებოდა, ჩემპიონატის სათავეში ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არაა და ახლა ვერაფერს შევცვლით. თუმცა, წარუმატებლობის გარდა, წინა რბოლებს დადებითიც ჰქონდა. მაგალითად ის, რომ ძალიან სწრაფი მანქანა გვყავს. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ პოტენციალის გამოყენება ვერ შევძელით. მაგრამ ახლა წინა რბოლებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მთავარა, როგორ ჩავატარებთ მომდევნოს”, - ამბობს ფეტელი.

ის დასძენს, რომ წინა ორი რბოლის წარუმატებლობა შედარებით იოლად გადაიტანა იმის გამო, რომ მათში ხელის მოცარვის მიზეზი პილოტის შეცდომები არ გამხდარა. ”შეცდომა რომ დამეშვა, ვიტყოდი, რომ ეს ჩემი ბრალია და ეს ჩემთვის უფრო ძნელი ასატანი იქნებოდა. ეს მანქანები იმ გათვლითაა შექმნილი, რომ გაძლების ზღვარზე იმუშაონ. ტესტების დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მაგრამ რბოლებისას პირიქით მოხდა. რა თქმა უნდა, ეს საწყენია და ორივე რბოლის შემდეგ, გუნდი გუნდის ყველა წევრი გულგატეხილი იყო. მაგრამ ახლა ისევ ბრძოლისთვის მზად ვართ და ყველას ოპტიმიზმი დაუბრუნდა”, - დასძენს ფეტელი.

გერმანელი პილოტი ამბობს, რომ გუნდმა მიაგნო მუხრუჭის პრობლემის გამომწვევ მიზეზს და ის ალბათ აღარ განმეორდება: ”ეს პრობლემა უბრალო უიღბლობის შედეგია და არა რაიმე უარესის სიმპტომი. ასეთია რბოლები. მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად ხდება და მისგან დაზღვეული არავინაა. იმ ინციდენტამდე, მუხრუჭები ძალიან კარგად მუშაობდა, მერე კი, მოსახვევის წინ რომ დავამუხრუჭე, წინა მარცხენა ბორბალმა ტრიალი გააგრძელა. ამის მიზეზი დავადგინეთ და არა მგონია, მან კვლავ შეგვახსენოს თავი”.

ფეტელი ამბობს, რომ ეს პრობლემები მას სეზონის დასაწყისში შეემთხვა, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და რომ დარჩენილ რბოლებში, ის კვლავ ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს: ”როცა ჩემპიონობისთვის იბრძვი, მსგავსი ინციდენტები შიგადაშიგ მოხდება და ამისთვის მზად უნდა იყო. წინ 17 რბოლაა და მათში სიტუაციის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება”.

No comments:

Post a Comment