ლოები იორდანიის რალის გამარჯვებულია
Loeb wins Rally of Jordan
3 აპრილი
ლოები (მარჯვნივ) და მისი ნავიგატორი დანიელ ელენა გამარჯვებას ზეიმობენროგორც მოსალოდნელი იყო, სებასტიან ლოებმა შეინარჩუნა რბოლის მეორე დღეს მოპოვებული უპირატესობა და იორდანიის რალის გამარჯვებული გახდა, რაშიც მას მისი გუნდის, ”სიტროენის” მიერ მოფიქრებული ეშმაკობა დაეხმარა.
საქმე ისაა, რომ წინა დღის შედეგებით პირველ ადგილზე მყოფ ეკიპაჟს, მეორე დღეს ყველა სპეცმონაკვეთის გახსნა და დანარჩენი ეკიპაჟებისთვის გზის გაწმენდა უწევს, რაც მის პილოტს სოლიდურ პრობლემებს უქმნის. მაგრამ ”სიტროენმა” ასეთი ხერხი გამოიყენა: მისმა ხელმძღვანელობამ, გუნდის მეორე პილოტს, ფრანგ სებასტიან ოჟიეს, ვინც იორდანიაში შესანიშნავად იასპარეზა და იმ მომენტში მეორე ადგილზე იყო და მის მანქანას ელექტრონიკაში პრობლემები ჰქონდა, პირველ სპეცმონაკვეთზე, ტექნიკური შემოწმების ლოებზე ადრე გავლა სთხოვა. იმავდროულად, ოჟიემ სერვის ცენტრი დაგვიანებით დატოვა, რის გამოც, ის რვა წუთით დაჯარიმდა და გზის გამხსნელობაც დაეკისრა. ამგვარად, ლოები ამ მოვალეობის შესრულების სიმძიმეს გადაურჩა, რამაც მას ლიდერობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის შანსი გაუჩინა.
ლოები ასპარეზობისას
................................................
ანალოგიურად მოიქცა ”ფორდი”, რომელმაც თავის ლიდერ მიკო ჰირვონენს შემოწმების დროზე ადრე გავლა სთხოვა. ჰირვონენს რბოლის პირველივე დღეს ავარია მოუვიდა და ქულის მოპოვების შანსიც კი დაკარგული ჰქონდა.
ამ ხერხმა ლოებისთვისაც და ლატვალასთვისაც კარგად იმუშავა. ორივემ შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ, ფრანგმა თავის კარიერაში, რალის მსოფლიო ჩემპიონატების 56-ე რბოლა მოიგო. ფინიშთან მან ლატვალას 35.8 წამით მოუგო.
ამგვარად, სამი ეტაპის შემდეგ, ლოებს 68 ქულა დაუგროვდა, მეორეზე ლატვალამ გადაინაცვლა, ვისაც 43 ქულა აქვს, მესამეზე კი, 37 ქულით, პირველი ეტაპის - შვედეთის რალის მომგები მიკო ჰირვონენია.
”შესანიშნავი რბოლა იყო და რაც მთავარია, მის შემდეგ, ჰირვონენს 31 ქულას ვუგებ. ბოლო დღეს თავი არ დამიზოგავს, რადგან იარი-მატი ძალიან სწრაფი იყო და ოდნავ რომ მოვდუნებულიყავი, შეიძლებოდა ლიდერობა დამეკარგა”, - განაცხადა ლოებმა.
სხვათა შორის, შაბათს ლატვალას 25 წელს შეუსრულდა და იუბილის გამარჯვებით აღნიშვნა ძალიან უნდოდა, მაგრამ გამოცდილმა ლოებმა ამის საშუალება არ მისცა, თუმცაღა რბოლის შემდეგ დაბადების დღე კი მიულოცა.
იორდანიის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:51:35.900
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) +00:35.800
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:11.800
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:49.300
5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:24.300
6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 10:26.400
7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 11:28.000
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 12:31.000
9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 14:08.600
10. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 18:33.900
პირადი კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 68 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 43; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 37; 4. პეტერ სოლბერგი - 35; 5. სებასტიან ოჟიე - 33; 6. დანიელ სორდო - 24; 7. ჰენინგ სოლბერგი - 18; 8. მეტიუ უილსონი - 16; 9. ფედერიკო ვილაგრა - 12; 10. ქსავიერ პონსი - 5; მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) - 4; 12. კიმი რაიკონენი - 4; 13. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 2; 14. პერ-გუნარ ანდერსობი (შვედეთი, შკოდა) - 1; 15. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 101 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 87; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 48; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 44; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 16
No comments:
Post a Comment