ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, October 3, 2009

ვის რამდენი უსხია

Japan GP

3 ოქტომბერი

ამ ავარიის გამო, უებერი კვალიფიკაციაზეც კი ვერ გამოვიდა
.....................................................................................................

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ხუთადგილიანი ჯარიმების გამო, პელოტონი სულ აირია და იმ პილოტებს, რომლებიც კვალიფიკაციის შედეგებით, ათეულს მიღმა დარჩნენ, წინ წაწევის გამო, იმის გარკვეული შანსები გაუჩნდათ, რომ რბოლას ქულებში დაასრულებენ.

აშკარა ფავორიტებად კი სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი რჩებიან. სტარტზე პირველ ხუთ ადგილზე მდგარ პილოტებს დაახლოებით თანაბარი ტაქტიკა ექნებათ. მწვანე შუქზე დაწინაურების რეალური შანსი კი, ფეტელის გარდა, ჰამილტონსა და რაიკონენსაც უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ სისტემა კერს-ი ემსახურება, ეს სტარტზე სოლიდურ უპირატესობას იძლევა.

კარგი სტარტია მოსალოდნელი ადრიან სუტილისგანაც, მაგრამ ”ფორს ინდიას” გერმანელი პილოტი სტიუარდებმა ყვითელ შუქზე სიჩქარის არშემცირების გამო დასაჯეს და პელოტონის შუაგულიდან დაწინაურება მას ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი ჯარიმა არც ჩემპიონატის ლიდერებს - ჯენსონ ბატონსა და რუბენს ბარიკელოს ასცდათ. ამათგან ბრიტანელი ათეულს მიღმა აღმოჩნდა, ბრაზილიელს კი მეცხრე პოზიცია უკავია. რუბინიუს მცირე უპირატესობას ისიც აძლევს, რომ ის თანაგუნდელზე გვან შევა ბოქსში. ესე იგი, ამ დაგვიანებით, პერსპექტივაში ჯენსს 2-3 წამს მოუგებს.

აწონვის წესისაერთოდ არ ვრცელდება მარკ უებერსა და ტიმო გლოკზე. პირველს კვალიფიკაციაზე საერთოდ არ უასპარეზია, მეორე კი შეიძლება რბოლაზე საერთოდ ვერ ვნახოთ. ოზი პილოტი სტარტს პიტლეინიდან აიღებს და სავარაუდოდ, მისი მანქანის ავზი მთლიანად აივსება. არც ისაა გამორიცხული, რომ მან ერთი პიტ სტოპი იმყოფინოს.

რაცშეეხება გლოკს, ”ტოიოტამ” გამოაცხადა, რომ რბოლაზე მისი გამოშვება-არგამოშვების საკითხი სტარტამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდება. არაა გამორიცხული, რომ გერმანელის ნაცვლად ამჯერადაც იაპონელი ”რეზერვისტი” კამუი კობაიაში ვიხილოთ, რომელმაც სიცხიანი გლოკის მაგივრად, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზა. ოღონდ, ამისათვის მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება და თუ დაუშვეს, სტარტს პიტლეინიდან აიღებს.

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მანქანის წონა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 658.5

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 655.5

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 656.0

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 650.0

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 660.5

6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 660.0

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 658.5

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 661.0

9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 675.0

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 665.4

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 684.5

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 689.5

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 686.0

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) -

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 682.5

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 661.5

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 695.7

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 691.8

19. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 682.5

20. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) -

პილოტების სასტარტო განლაგება კვალიფიკაციის შემდგომი

კორექტივების გათვალისწინებით:

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო)

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა)

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

4. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი)

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა)

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი)

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) + 5 ადგილი*

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) + 5 ადგილი*

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) + 5 ადგილი*

12. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი)

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) + 5 ადგილი**

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) + 5 ადგილი***

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა)

16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო)

17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) + 5 ადგილი*

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) + 5 ადგილი**

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა)

20. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) სტარტი პიტ ლეინიდან

შენიშვნა:

* - ყვითელ ალამზე სიჩქარე არ შეამცირა

** - გადაცემათა კოლოფი შეცვალა

*** - ბოქსში დაზიანებული მანქანით დაბრუნდა

იაპონიის დიდი პრიზი

Japan GP

3 ოქტომბერი

სუზუკა. დისტანცია 305.416 კმ (4.558 კმ - 67 წრე)

სამწლიანი პაუზის შემდეგ, სუზუკა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს დაუბრუნდა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრასა კალენდრიდან მას შემდეგ ამოვარდა, რაც ”ტოიოტამ” ფუძის ტრასას რეკონსტრუქცია ჩაუტარა.

შემდეგ, ფუძის და სუზუკას მფლობელებმა (სუზუკა ჰონდას საკუთრებაა) მოილაპარაკეს, რომ იაპონიის დიდი პრიზისთვის მორიგეობით, სეზონის გამოტოვებით ემასპინძლათ, მაგრამ ამ ზაფხულს ფუძიმ თავისი რიგიც სუზუკას დაუთმო. ასე რომ, 2009-2011 წლებში იაპონურ რანდევუს ამიერიდანაც ეს ტრასა უმასპინძლებს ხოლმე, რომელსაც უქმეობის პერიოდში, ასევე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

სენასა და პროსტის ავარია (1990 წელი)
................................................................................

სუზუკას სვტოდრომი ამავე სახელწოდების მქონე ქალაქის მახლობლად მდებარეობს. ის სხვა ავტოდრომებისგან იმით გამოირჩევა, რომ ერთგვარი 8-იანის ფორმა აქვს და თავისი სწრაფი მოსახვევებით, პილოტებს სერიოზულ გამოცდას უტარებს.

ტრასა 1961 წელს, ჯონ ჰუგენჰოლცის პროექტით და ”ჰონდას” დაკვეთით აშენდა. მაშინ იაპონურ კომპანიას ეს ავტოდრომი საკუთარი საგზაო ავტომობილების გამოსაცდელად ესაჭიროებოდა. შემდეგ მასზე რბოლების ჩატარებაც დაიწყეს.

ტრადიციულად, იაპონიის დიდი პრიზი სეზონის მიწურულს ტარდება ხოლმე, რის გამოც, მის შემდეგ ხშირად ვლინდება ხოლმე ჩემპიონი. ამიტომ, აქაური რბოლები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე. იაპონიის 25 დიდ პრიზზე მსოფლიოს ჩემპიონი 12-ჯერ გამოვლინდა, რაც შთამბეჭდავი რიცხვია.

იმის გამო, რომ ტრასაზე უხვადაა როგორც სწრაფი, ასევე ნელი მოსახვევები, მასზე რბოლისთვის მანქანის იდეალურად მომართვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ ნელი მოსახვევის სწრაფად გავლას მოინდომებ, სწრაფ მოსახვევებში წააგებ და პირიქით. ერთი შეხედვით, უკეთესი იქნება, თუ სწრაფ მოსახვევებს უფრო ჩქარა გაივლი, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ამის გამო, პილოტი წრეზე ძალიან ბევრ დროს კარგავს. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი ავტომობილის კომპრომისულად დარეგულირებაა.

სენასა და პროსტის ავარია (1989 წელი)
................................................................................

რაც შეეხება იაპონიის დიდ პრიზს. ამომავალი მზის ქვეყანაში ავტორბოლები უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ამბობენ, საავტომობილი შეჯიბრები იქ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ტარდებოდა. ავტოსპორტის პოპულარიზაციის სწრაფ ზრდას კი ქვეყანაში ორი ავტოდრომის - სუზუკას (ააგო ჰონდამ 1961 წელს) და ფუძის (მიცუბიში - 1964 წელს) აშენებამ შეუწყო ხელი. იაპონიის პირველი დიდი პრიზი 1963 წელს ჩატარებულა და ის ბრიტანელ პიტერ უორს, სპორტული ”დაცუნ ფეარლედი 1500-ით” მოუგია.

70-იან წლებში იაპონიის დიდი პრიზი ფორმულა 2-ის ავტომობილებით ტარდებოდა და მასში მონაწილეობას ფორმულა 1-ის პილოტებიც (მაგალითად, ბრიტანელი ჯონ სარტიზი და ფრანგი ჟაკ ლაფიტი) ღებულობდნენ. 1976 წელს კი იაპონია მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში შეიტანეს. პირველ რბოლას ფუძის ავტოდრომმა უმასპინძლა და ის კოკისპირულის აკომპანიმენტით ჩატარდა. ძლიერი წვიმის გამო, ჩემპიონატის ლიდერმა, ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ პირვლივე წრეზე შეწყვიტა ასპარეზობა (მეტისმეტად სახიფათოდ ჩათვალა), მის არყოფნაში კი ჩემპიონი ბრიტანელი ჯეიმს ჰანტი გახდა. მაგრამ შემდეგ სეზონში, იაპონიის რბოლას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც, ის კალენდრიდან ამოიღეს. ავარია კანადელ ჟილ ვილნევს და შვედ რონი პეტერსონს მოუვიდათ: ვილნევის ”ფერარი” უკნიდან დაეჯახა პეტერსონის ექვსბორბლიან ”ტირელს”, ჰაერში აიჭრა, დამცავ ზღუდეს გადაუფრინა და მის იქით მდგარ ხალხს დაეცა თავზე. პილოტი გადარჩა, მაგრამ ორი ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა.

ტრაგედიის მიუხედავად, რბოლა მაინც გაგრძელდა და ის ჰანტის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა არც გამარჯვებული და არც მეორეზე გასული არგენტინელი კარლოს როიტემანი კვარცხლბეკზე არავის უნახავს - მათ აეროპორტში, რეისზე აგვიანდებოდათ. კვარცხლვებკე კი მხოლოდ ერთი პილოტი - მესამეზე გასული ფრანგი პატრიკ დეპაიე ავიდა.

1987 წელს იაპონია კვლავ შეიტანეს კალენდარში, ოღონდ ამჯერად, რბოლის მასპინძლობა სუზუკას მიენდო. იქიდან მოყოლებული, ამომავალი მზის ქვეყანა ფორმულა ერთის ქარავანს ყოველწლიურად ღებულობს.

სუზუკაზე პირველივე რბოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. სწორედ მასზე, ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა ზედიზედ მეორედ, ხელიდან გაუშვა ჩემპიონობა - ვარჯიშის დროს სერიოზული ავარია მოუვიდა და თავი ჰოსპიტალში ამოყო. რბოლა ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო, ჩემპიონი კი (მესამედ) მენსელის ბრაზილიელი თანაგუნდელი ნელსონ პიკე გახდა.

1989 და 1990 წლებში, სუზუკაზე ორი ლეგენდარული ავტომრბოლის, ფრანგი ალენ პროსტისა და ბრაზილიელი ქაირტონ სენას თავზეხელაღებული პაექრობა გაიმართა. ორივე შემთხვევაში, მათი ჭიდილი ავარიით დასრულდა.

პირველ რბოლაში, ავარიის შემდეგ, სენამ რბოლის გაგრძელება შეძლო და ფინიშთან პირველიც კი მივიდა, მაგრამ მსაჯებმა ავარია მას დააბრალეს და ჩემპიონი პროსტი გახდა (რბოლა იტალიელმა ალესანდრო ნანინიმ მოიგო). მეორედ, ავარია პირველივე მოსახვევში მოხდა. ოღონდ, ამჯერად ის ბრაზილიელმა გამოიწვია. თუმცა მსაჯებს ის აღარ დაუჯარიმებიათ. სენა ჩემპიონი მეორედ გახდა, რბოლა კი პიკემ მოიგო. მეორეზეც ბრაზილიელი პილოტი - პიკეს თანაგუნდელი (ბენეტინში, ახლანდელ რენოში) რობერტო მორენო გავიდა, კვარცხლბეკი საფეხური კი იაპონელმა გური სუზუკიმ დაიკავა. სხვათა შორის, ფ1-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კვარცხლბეკზე იაპონელი პილოტი ავიდა.

1991 წელსაც, სუზუკაზე ჩემპიონის ტიტული სენამ მოიპოვა. ამჯერად, მენსელთან პაექრობაში. ლიდერი სენა იყო, რის გამოც მენსელს გარისკვა სჭირდებოდა. მანაც გარისკა და რბოლა ტრასის მიღმა, ხრეშის დამცავ ზოლში დაასრულა. სენამ კი მთელი რბოლა წინ არავინ გაუშვა, თუმცა ბოლო მოსახვევში გამარჯვება თავის პარტნიორ ბერგერს დაუთმო.

1993 წელს, იაპონიაში სენამ გაიმარჯვა. ეს მისი ბოლოსწინა გამარჯვება იყო. რბლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. მასზე ირლანდიელი ედი ირვინის დებიუტიც შედგა. ახალბედამ დეიმონ ჰილს დაძაბული პაექრობა გაუმართა და ლამის სენა დაამტვრია, რის გამოც, რბოლის შემდეგ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისგან ”ყურის აწევა” დაიმსახურა.

1999 წელს სუზუკაზე დაუბრუნდა რბოლებს მიხაელ შუმახერი, ვინც სილვერსტოუნზე მომხდარ ავარიაში ფეხი მოიტეხა და ამის გამო იუქმა. ჩემპიონობის შანსი მის თანაგუნდელ (ფერარი) ირვინს ჰქონდა. ირლანდიელს შუმახერის დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მსახურმა წითელი ბარონისგან ვერაფერი მიიღო - შუმახერს აშკარად არ სურდა, რომ ბოლო ოც სეზონში ”ფერარისთვის” პირველი ტიტული ირვინს მოეპოვებინა. ამიტომ, ყოველგვარი თავგამოდების გარეშე, თავისი ”კვიცით” ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. რბოლა კი ფინელმა მიკა ჰაკინენმა მოიგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ჩემპიონის წოდებას.

მომდევნო წელს, შუმახერმა სწორედ სუზუკაზე მოიპოვა თავისი მესამე ტიტული. ბოლო 21 სეზონში ეს ”ფერარის” პილოტის პირველი ტრიუმფი გახდა.

2003 წელს, ჩემპიონის ვინაობა ისევ ფინელი და გერმანელი პილოტების პაექრობაში გაირკვა. ოღონდ, ამჯერად ფინელი კიმი რაიკონენი იყო. მიზნის მისაღწევად, მას მარტო გამარჯვება არ ჰყოფნიდა - შჲმახერს ქულაც არ უნდა აეღო. შუა რბოლაში გერმანელს ავარია მოუვიდა და ბოქსში ზედმეტად შესვლა მოუხდა, რის გამოც, ასპარეზობა მართლაც უქულოდ დაასრულა. მაგრამ მიზანს ვერც რაიკონენმა მიაღწია - მან ვერაფრით შეძლო შუმის ბრაზილიელ თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს გასწრება. მოკლედ, რბოლა რუბინიუმ მოიგო, ჩემპიონი კი შუმახერი გახდა...

Friday, October 2, 2009

ავარიებით ”მდიდარი” კვალიფიკაცია

Japan GP

3 ოქტომბერი

სებასტიან ფეტელი
..................................................

გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა იაპონიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესია, რომელიც ავაიების გამო, სამჯერ შეჩერდა. ფეტელის გარდა, პირველ სასტარტო რიგში დადგომის უფლება იტალიელმა იარნო ტრულიმაც მოიპოვა. მესამე შედეგი კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა დაიკავა, ვინც სეზონის მიწურულს, თავის ტიტულს გამოემშვიდობება.

ამ სამივეს თანაგუნდელებმა დღეს ავარიის სიმწარე გამოსცადეს. ოღონდ, ფეტელის ავსტრალიელ პარტნიორ მარკ უებერს ინციდენტი დილის თავისუფალი პრაქტიკის დროს შეემთხვა და მანქანა ისე დაუზიანდა, რომ კვალიფიკაციისთვის მისი შეცვლა ვერ მოესწრო. ამიტომ, უებერს არ უასპარეზია და რბოლასაც პიტლეინიდან დაიწყებს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ტრავმა არ მიუღია.

ალგერსუარის ავარია

.......................................................

ტრავმას ”ტორო როსოს” ესპანელი ხაიმე ალგერსუარიც გადაურჩა, ვინც საკვალიფიკაციო ავარიების სერია გახსნა. ეს რბოლის მეორე სესიაზე მოხდა და ასპარეზობა პირველად სწორედ მაშინ შეწყდა. ალგერსუარიმ ტრასის დამხმარე პერსონალის წყალობით დააღწია თავი დამტვრეულ კოკპიტს და საბედნიეროდ, ტრავმა არ მიუღია.

რბოლა ერთი წუთის განახლებული იყო, რომ სტიუარდებმა ისევ წითელი შუქი აანთეს - ასპარეზობა კვლავ შეწყდა. ამჯერად ავარიაში ტრულის გერმანელი თანაგუნდელი ტიმო გლოკი მოყვა. ალგერსუარისგან განსხვავებით, მან ტრასა საკაცით დატოვა, თუმცა სანამ მანქანაში მოათავსებდნენ, გულშემატკივარს ხელი დაუქნია, რითაც გვამცნო - სერიოზული არაფერი მჭირსო.

გლოკს წინა დღით მაღალი სიცხე (39) ჰქონდა, რის გამოც, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე მის ნაცვლად ”ტოიოტას” სარეზერვო პილოტმა კამუი კობაიაშიმ იასპარეზა. მაგრამ გერმანელი კვალიფიკაციისთვის მომჯობინდა და ტრასაზეც გამოვიდა. ახლა კი იაპონური გუნდი საშინაო რბოლაში ერთი პილოტით გამოვა. თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ FIA-მ კობაიაშის რბოლაში გამოსვლის უფლება მისცეს. ამ შემთხვევაში, იაპონელს სტარტის ბოქსიდან აღება მოუწევს.

მესამედ რბოლა მესამე სესიის დროს შეწყდა, როცა შედარებით მსუბუქი ავარია ფინელ ჰეიკი კოვალაინენს მოუვიდა. ”მაკლარენის” პილოტი ბოქსში თავისი ფეხით დაბრუნდა, თუმცა ტრასა მისი ”მაკლარენის” ნამსხვრევებით მოიფინა და რბოლა სწორედ ამის გამო შეწყდა.

კვალიფიკაციის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, როდესაც მანქანა შვეიცარიელმა სებასტიან ბუემიმაც დაამტვრია, თუმცა გზის გაგრძელება შეძლო და ბოქსშიც ევაკუაციის გარეშე დაბრუნდა. თუმცა ტრასა მანაც დაანაგვიანა, რს გამოც, სტიუარდებმა ყვითელი ალმები გამოფინეს.

ყვითელ ალამზე რამდენიმე პილოტმა სიჩქარის შეუმცირებლად გაიარა, რის გამოც, ისინი სასტარტო რიგში 5-5 ადგილით უკან დაწევით დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდნენ: ადრიან სუტილი, რუბენს ბარიკელო, ჯენსონ ბეტონი, ფერნანდო ალონსო - ოთხივემ ყვითელზე სიჩქარის შეუმცირებლად გაიარა. ხუთი ადგილით უკან დასწიეს ბუემიც, რომელმაც დაზიანებული მანქანით ბოქსებამდე იარა და თან, გზად მანქანის ნამსხვრევებს ტოვებდა.

ამ ხუთეულის გარდა, 5-5 პოზიციით უკან დაიწიეს კოვალაინენმა და ვიტანტონიო ლიუციმაც, რომლებსაც მანქანებზე გადაცემათა კოლოფები ლიმიტის დარღვევით შეუცვალეს.

იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:30.883 1:30.341 1:32.160

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:31.063 1:30.737 1:32.220

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:30.917 1:30.627 1:32.395

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.386 1:31.222 1:32.466

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:31.272 1:31.055 1:32.660

6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:31.501 1:31.260 1:32.945

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:31.041 1:30.880 1:32.962

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:31.228 1:31.052 1:32.980

9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:31.499 1:31.223

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:31.196 1:31.103

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:31.286 1:31.482

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:31.401 1:31.638

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:31.417 1:32.341

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:31.550

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.571

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:31.704

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:31.718

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:32.073

19. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:32.087

20. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) არ უასპარეზია

კოკისპირული სუზუკაზე

Japan GP

2 ოქტომბერი

ფორმულა 1-ში კიდევ ერთი იაპონელი - კამუი კობაიაში გამოჩნდა
...................................................................................................................
ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა იაპონიის დიდი პრიზის ორივე თავისუფალი პრაქტიკა, რომელთაგან მეორეზე, თითქმის ერთი საათის განმავლობაში, ტრასაზე ერთი მანქანაც კი არ გამოსულა.

მეორე თავისუფალი პრაქტიკის დროს, ტრასაზე არც კი გამოსულან ჩემპიონატის ლიდერები - ჯენსონ ბატონი და რუბენს ბარიკელო, ასევე ჰეიკი კოვალაინენი. არადა, ფინელ პილოტს პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ბატონს პირველ პრაქტიკაზეც დიდად არ შეუწუხებია თავი და შედეგად, მხოლოდ მე-18 დროს დასჯერდა.

იმ დროს, როდესაც ლიდერები ძრავების რესურსს უფრთხილდებოდნენ, მოწინავეობისთვის იმ პილოტებმა იბრძოლეს, ვისაც, როგორც წესი, პელოტონის კუდში უკავიათ ხოლმე ადგილები. პირველ სესიაზე, იაპონელმა კაზუკი ნაკაძიმამ საკმაოდ დიდი დრო გაატარა ცხრილის სათავეში, თუმცა შემდეგ მისი დრო კოვალაინენმა გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ პირველი სესიის საბოლოოო შედეგებით, მოწინავე ხუთეულში ოთხი ისეთი პილოტი შევიდა, რომლებიც სუზუკას ტრასაზე პირველად გამოვიდნენ. ხუთეულში მხოლოდ ჯანკარლო ფიზიკელა იყო ისეთი, ვინც ამ ტრასას კარგად იცნობს. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემდეგ, იაპონური ეტაპი ფუძიზე ტარდებოდა.

სუზუკაზე პირველად ასპარეზობს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰამილტონიც, რომელმაც პირველ სესიაზე მე-6 შედეგი აჩვენა, მეორეზე კი ორი ადგილით ზევით აიწია.

მეორე სესიაზე საუკეთესო დრო ადრიან სუტილს ჰქონდა, თუმცა მისი შედეგი პირველი სესიის საუკეთესო შედეგზე თითქმის 7 წამით უარესი იყო (ძლიერი წვიმის გამო).

იაპონიაში ვერ იასპარეზებს ”ტოიოტას” ტიმო გლოკი, ვინც რამდენიმე დღით ადრე, სინგაპურის დიდ პრიზზე მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ახლა გაციებულია, მაღალი სიცხე აქვს და ტრასაზე გამოსვლაც არ შეუძლია. ის იაპონელმა კამუი კობაიაშიმ შეცვალა, ვინც პირველ პრაქტიკაზე ბოლოდან მეორე იყო, მეორეზე კი მე-12 დრო დააფიქსირა.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:40.356

2. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:40.648

3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.806

4. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:40.985

5. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.421

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.443

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:41.532

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.577

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:41.821

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:42.188

11. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:42.332

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:42.475

13. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:42.657

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:42.667

15. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:42.833

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:42.977

17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:43.218

18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:43.318

19. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:43.407

20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:43.572

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:47.261

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:47.923

3. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:47.931

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:47.983

5. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:48.058

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:48.691

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:48.693

8. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:48.737

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:48.802

10. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:48.861

11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:48.886

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:49.054

13. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:49.382

14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:49.405

15. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:49.553

16. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:49.872

17. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:50.179

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) დროის გარეშე

19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) დროის გარეშე

20. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) დროის გარეშე

Thursday, October 1, 2009

ბარიკელო ფორმულა 1-ში რჩება

Rubens Barrichello

1 ოქტომბერი

მართალია, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ”ბრაუნში” რუბენს ბარიკლოს ნიკო როსბერგი შეცვლის, მაგრამ ვეტერანი ბრაზილიელი უსაქმოდ მაინც არ დარჩება. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ მერმისაც კონკურენტუნარიან გუნდში იასპარეზებს.

”მომავალ სეზონი? ასი პროცენტით გარანტირებული მაქვს. იქნებ სჯობს, 99.9 ვთქვა? თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა სერიოზულად შემიძლია, ისაა, რომ მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი მანქანით გამოსვლა მსურს. ვფიქრობ, ასეც იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია”, - ამბობს ბარიკელო, ვისაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და რომელიც თანაგუნდელ ლიდერ ჯენსონ ბატონს 15 ქულით ჩამორჩება.

ის ამბობს, რომ ჯერჯერობით, დარჩენილ სამ რბოლაზეა კონცენტრირებული და პირველ რიგში, ეს იაპონიის დიდ პრიზს ეხება, რომელზეც გასამარჯვებლად იბრძოლებს. კითხვაზე, რა არის მისი მიზანი დარჩენილ სამ რბოლაში, რუბინიუ პასუხობს:

”გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება. ეს ძალიან მარტივია. ხალხი მეკითხება, ხომ არ ვაპირებ ტაქტიკის შეცვლას და თავქუდმოგლეჯით ხომ არ გავქანდები, რადგან მხოლოდ გამარჯვებები მჭირდება. ასეცაა და უკვე ძალიან დიდხანს. ჩამორჩენა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ 14-მდე შევამცირე. სინგაპურში არ გამომართლა, თორემ კიდევ უფრო შევამცირებდი. რბოლის მოგება უნდა ვცადო, მაგრამ ისე, რომ ჯენსონზე არ ვიფიქრო. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და რბოლა რომ დამთავრდება, ქულებს მერე დავითვლი”.

რაიკონენი შეიძლება ფორმულა 1-დან წავიდეს

Kimi Raikkonen

1 ოქტომბერი

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი ამბობს, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაძლოა, საერთოდ წავიდეს ფორმულა 1-დან. ფინელ პილოტს ”ფერარისთან” კონტრაქტი მომავალ სეზონშიც აკავშირებდა, მაგრამ იტალიური გუნდის მცდელობით, მის ერთი წლით ადრე შეწყვეტას დათანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაიკონენის ”მაკლარენში” დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამ გუნდში მას რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული, მაგრამ თავად ამბობს, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:

”გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერაც მაქვს. რა ნაბიჯს გადავდგამ, ჯერ მე თვიონაც არ ვიცი. და როცა გადავწყვეტ, ამის შესახებ მაშინვე გაიგებთ. ჯერ არ ვიცი, რა მჭირდება, რისი გაკეთება მსურს, საერთოდ, მინდა თუ არა კარიერის გაგრძელება. შემდეგი სეზონისთვის კონტრაქტი მქონდა, მაგრამ მისი დათმობა მომიხდა. ასე რომ, შეიძლება გავაგრძელო, შეიძლება არა”, - ამბობს რაიკონენი და დასძენს, რომ შეიძლება კარიერა რალის მსოფლიო ჩემპიონატზეც გააგრძელოს.

”რა თქმა უნდა, ამის შანსიც არსებობს, მაგრამ ამაზე მეტი შანსი იმისაა, რომ ფორმულა 1-ში გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მომავალი სეზონის დაწყებამდე აუცილებლად მივიღებ. თუ ფორმულა 1-ში დავრჩი, ესე იგი, პატარა გუნდში არ ვიქნები, რომელთან ერთადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ მექნება. თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მერმისაც მიხილავთ, აუცილებლად ჩემპიონიობისთვის ვიბრძოლებ. უკვე მივაღწიე იმას, რაც მსურდა, მაგრამ თუ ტრასაზე გამოვედი, ამას მხოლოდ იმისთვის ვიზამ, რომ მეტი რბოლა და ტიტული მოვიგო”, - დასძენს რაიკონენი.

ფინელი პილოტი ამბობს, რომ ”ფერარისთან” კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, თუმცა მათ არ აკონკრეტებს. ამასთან, იტალიურ გუნდსაც კარგად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის წევრებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ”ჩვენ წელს სერიოზული ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ასეთი რამ ხანდახან ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა არ გამოგვივიდა. ვნახოთ, რა მოხდება მერმის. ახლა რომ ჩემს განვლილ გზას ვიხსენებ, შეიძლება ვიფიქრო, რომ ზოგიერთ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ ყოველთვის ასეა, როდესაც უკან იყურები”.