რაიკონენი შეიძლება ფორმულა 1-დან წავიდეს
Kimi Raikkonen
1 ოქტომბერი
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი ამბობს, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაძლოა, საერთოდ წავიდეს ფორმულა 1-დან. ფინელ პილოტს ”ფერარისთან” კონტრაქტი მომავალ სეზონშიც აკავშირებდა, მაგრამ იტალიური გუნდის მცდელობით, მის ერთი წლით ადრე შეწყვეტას დათანხმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაიკონენის ”მაკლარენში” დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამ გუნდში მას რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული, მაგრამ თავად ამბობს, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:
”გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერაც მაქვს. რა ნაბიჯს გადავდგამ, ჯერ მე თვიონაც არ ვიცი. და როცა გადავწყვეტ, ამის შესახებ მაშინვე გაიგებთ. ჯერ არ ვიცი, რა მჭირდება, რისი გაკეთება მსურს, საერთოდ, მინდა თუ არა კარიერის გაგრძელება. შემდეგი სეზონისთვის კონტრაქტი მქონდა, მაგრამ მისი დათმობა მომიხდა. ასე რომ, შეიძლება გავაგრძელო, შეიძლება არა”, - ამბობს რაიკონენი და დასძენს, რომ შეიძლება კარიერა რალის მსოფლიო ჩემპიონატზეც გააგრძელოს.
”რა თქმა უნდა, ამის შანსიც არსებობს, მაგრამ ამაზე მეტი შანსი იმისაა, რომ ფორმულა 1-ში გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მომავალი სეზონის დაწყებამდე აუცილებლად მივიღებ. თუ ფორმულა 1-ში დავრჩი, ესე იგი, პატარა გუნდში არ ვიქნები, რომელთან ერთადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ მექნება. თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მერმისაც მიხილავთ, აუცილებლად ჩემპიონიობისთვის ვიბრძოლებ. უკვე მივაღწიე იმას, რაც მსურდა, მაგრამ თუ ტრასაზე გამოვედი, ამას მხოლოდ იმისთვის ვიზამ, რომ მეტი რბოლა და ტიტული მოვიგო”, - დასძენს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment