Franchitti clinches IndyCar title
11 ოქტომბერი
 დარიო ფრანკიტი და მისი გუნდის შეფი ჩიპ განასი
დარიო ფრანკიტი და მისი გუნდის შეფი ჩიპ განასიჩემპიონის ვინაობა ბოლო ეტაპზე გაირკვა, რომელსაც მაიამის გარეუბან ჰოუმსტედის ოვალურმა ტრეკმა უმასპინძლა. ტიტულისთვის ერთდროულად სამი პილოტი - ფრანკიტი, ავსტრალიელი რაიან ბრისკო და ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი იბრძოდა.
 ჩემპიონს მისი მამა ჯორჯი და მეუღლე ეშლი ჯადი ულოცავენ
ჩემპიონს მისი მამა ჯორჯი და მეუღლე ეშლი ჯადი ულოცავენ+and+third+placed+team+mate+Scott+Dixon.jpg) მარცხნიდან: დიქსონი, ფრანკიტი და ვრისკო
მარცხნიდან: დიქსონი, ფრანკიტი და ვრისკო ჩემპიონისა დახვედრა პადოკში
ჩემპიონისა დახვედრა პადოკში
დიქსონმა 191-ე, ბრისკომ კი 193 წრეზე, ბოლო პიტსტოპი შეასრულეს და შედეგად, შოტლანდიელი დაწინაურდა, რომელმაც მეტოქეები 6 წამით ჩამოიტოვა. რა თქმა უნდა, მათ დაწევა სცადეს, მაგრამ სკოტმა მრბოლმა ახლოსაც აღარ გაიკარა.
”არ მჯერა, ეს წარმოუდგენელია”, - მხოლოდ ამასღა იმეორებდა კოკპიტიდან ამომძვრალი ჩემპიონი, ვისაც, როგორც წესი, პირველმა მისმა მეუღლემ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ეშლი ჯადმა მიულოცა.
სამაგიეროდ, თავისი პილოტის დამსახურება გუნდის შეფმა ჩიპ განასიმ ახსნა: ”ჩვენს ჩემპიონატს ბევრი ბიჭი ჰყავს, ვისაც რბოლების მოგება შეუძლია, მაგრამ ბევრი არაა ისეთი, რომელსაც ჩემპიონობა შეუძლია”!
საინტერესო სტატისტიკა: ფრანკიტის მანქანის ნომერი 10-ია, ჰოუმსტედში მან ჩიპ განასის გუნდს სეზონში მე-10 გამარჯვება მოუპოვა, ეს კი სეზონის მე-10 თვის მე-10 დღეს მოხდა.
ჰოუმსტედის რბოლის შედეგები
1. დარიო ფრანკიტი (შოტლანდია, განასი)        1:28:28.3117
2. რაიან ბრისკო (ავსტრალია, პენსკე)     + 4.7888
3. სკოტ დიქსონი (ახ.ზელანდია, განასი)           + 6.0206
4. ტონი კანაანი (ბრაზილია, ანდრეტი გრინი) + 1 წრე
5. ჰელიუ კაშტრუნევიში (ბრაზილია, პენსკე)   + 1 წრე
6. ჰიდეკი მუტო (იაპონია, ანდრეტი გრინი)     + 2 წრე
7. მარიო მორაეში (ბრაზილია, KV რეისინგი)   + 2 წრე
8. ალექს ლოიდი (ინგლისი, ნიუმენ/ჰაას/ლენიგანი)  + 2 წრე
9. ტომას შექტერი (სამხ.აფრიკა, დრეიერ&რეინბოლდი)       + 3 წრე
10. ლასტინ უილსონი (ინგლისი, კოინი)           + 3 წრე
11. გრემ რეიჰალი (აშშ, ნიუმენ/ჰაას/ლენიგანი)           + 3 წრე
12. ედ კარპენტერი (აშშ, ვიჟნი)    + 3 წრე
13. რაიან ჰანტერ-რეი (აშშ, ფოიტი)        + 4 წრე
14. რაფაელ მატოსი (ბრაზილია, ლუქსო დრაგონი)    + 4 წრე
15. მაიკ კონვეი (ინგლისი, დრეიერ&რეინბოლდი)     + 5 წრე
16. ეიჯეი ვიზო (ვენესუელა, HVM რეისინგი)  + 6 წრე
17. მილკა დუნო (ვენესუელა,დრეიერ&რეინბოლდი)            + 6 წრე
18. სარა ფიშერი (აშშ, ფიშერი)      + 13 წრე
19. დანიკა პატრიკი (აშშ, ანდრეტი ფრინი)       + 15 წრე
რბოლა ვერ დაასრულეს:
რობერტ დოორნბოსი (ჰოლანდია, HVM რეისინგი)    166 წრე
დენ უელდონი (ინგლისი, პანტერი)       150 წრე
მარკო ანდრეტი (აშშ, ანდრეტი გრინი)  58 წრე
ჟაკ ლაზიე (აშშ, კურბ/აგაჯანიან ტიმ 3G)           23 წრე
საბოლოო კლასიფიკაცია:
1. დარიო ფრანკიტი - 616 (5 მოგება, 5 პოული); 2. სკოტ დიქსონი - 605 (5, 1); 3. რაიან ბრისკო - 604 (3, 4); 4. ჰელიუ კაშტრუნევიში - 433 (2, 1); 5. დანიკა პატრიკი - 393 (0, 0); 6. ტონი კანაანი - 386 (0, 0); 7. გრემ რეიჰალი - 385 (0, 2); 8. მარკო ანდრეტი - 380 (0, 0); 9. ჯასტინ უილსონი - 354 (1, 0); 10. დენ უელდონი - 354 (0, 0); 11. ჰიდეკი მუტო - 353 (0, 0); 12. ედ კარპენტერი - 321 (0, 0); 13. რაფაელ მატოსი - 312 (0, 0); 14. მარიო მორაესი - 304 (0, 0); 15. რაიან ჰანტერ-რეი - 298 (0, 0); 16. რობერტ დოორნბოსი - 283 (0, 0); 17. მაიკ კონვეი - 261 (0, 0);   18. ეიჯეი ვიზო - 248 (0, 0); 19. უილ პაუერი (ავსტრალია, პენსკე) – 215 (1, 0)...
 
 
 
 
No comments:
Post a Comment