უებერი ფეტელს არ დაეხმარება
Mark Webber
16 ოქტომბერი
რედ ბულის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი აცხადებს, რომ ბრაზილიის დიდ პრიზზე მხოლოდ საუკეთესო შედეგისთვის იბრძოლებს და არ აპირებს გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დახმარებას, რომელიც ჯერაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს, ფეტელს, მინიმუმ ერთი გამარჯვება და ერთი მეორე ადგილი სჭირდება, თუმცა საკმარისი ესეც არაა. ორი დღის წინ მან განაცხადა, რომ თანაგუნდელის დახმარების იმედი აქვს, მაგრამ ავსტრალიელი ამბობს, რომ გუნდის ინტერესების შესაბამისად რბოლის დაგეგმვას არ აპირებს.
ამასთან, უებერის აზრით, ტიტულის პრეტენდენტთაგან ყველაზე ღირსეული ბრიტანელი ჯენსონ ბატონია, ვინც სეზონს ყველაზე მეტი გამარჯვებით დაასრულებს: ”ის ტიტულს ყველაზე მეტად იმსახურებს. ჯენსონმა ყველაზე მეტი რბოლაც მოიგო და მეტოქეებსაც ყველაზე ხშირად ასწრებს. ის ურთულეს სიტუაციებსაც სხვებზე უკეთ აღწევს თავს. არ მგონია, რომ ამ მხრივ, მას რომელიმე სხვა პილოტი სჯობდეს”.
”შეიძლება, თუ არა ის ფორმულა 1-ის საუკეთესო მრბოლად მივიჩნიოთ? ეს უკვე სულ სხვა საკითხია. იმსახურებს თუ არა ტიტულს? რა თქმა უნდა. მაგრამ საუკეთესო იყო დეიმონ ჰილი მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა? მოკლედ, ბევრი რამ მანქანაზეა დამოკიდებული”, - დასძენს უებერი.
შეგახსენებთ, რომ შუა სეზონში უებერიც ტიტულის პრეტენდენტთა შორის იყო, მაგრამ უნგრული ეტაპის შემდეგ, მან ერთი ქულის აღებაც კი ვერ შეძლო და ტიტულის იმედიც გადაეწურა. ის თვლის, რომ იღღბალმა ზურგი შეაქცია, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ იაპონიური ეტაპის ვარჯიშის დროს მომხდარი ავარია მისი ბრალი იყო.
”სუზუკაზე მართლაც უხეიროდ გამოვედი. იქ პირველად, საკუთარი შეცდომის გამო დავკარგე კარგად გამოსვლის შესაძლებლობა. იქ მანქანა მართლაც ძალიან კარგი, იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგივეს საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი”, - აღიარებს უებერი.
No comments:
Post a Comment