ნელსონ პიკე შარშანდელ სინგაპურზე
Nelson Piquet
16 ოქტომბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ნელსონ პიკე ”გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მომხდარ ინციდენტსა და მისი შვილისა და ”რენოს” ყოფილ შეფ ფლავიო ბრიატორეს ურთიერთობის შესახებ ყვება და ვარაუდობს, რომ იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც ბრიატორეს მითითებით ნელსინიუ პიკემ მოახდინა, ფერნანდო ალონსოსაც უნდა სცოდნოდა.
”ბრიატორემ ასეთი მკაცრი სასჯელი აბსოლუტურად დაიმსახურა. მართალია, საერთო აღიარებით, ავარიის იდეა მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ მან ახალგაზრდა მრბოლი დააჯერა, რომ მას ავარია უნდა მოეხდინა. ამიტომ, ის რბოლებისთვის უნდა ჩამოეშორებინათ.
სწორედ ბრიატორეს სურდა, რომ ნელსინიუ ამ სეზონშიც ”რენოში” დარჩენილიყო. მე კი მსურდა, რომ ჩემს შვილს ეს გუნდი დაეტოვებინა და გერჰარდ ბერგერთან მისი ”ტორო როსოში” შესაძლო გადასვლის შესაძლებლობაც განვიხილე. მაგრამ ნელსინიუმ ”რენოში” დარჩენა ამჯობინა და ეს იმის გამო გააკეთა, რომ გაჩნდა ”ფერარიში” ალონსოს გადასვლის რეალური შანსი”, - ყვება უფროსი პიკე და დასძენს:
”უნგრეთის დიდი პრიზის დღეებში ფლავიოს გუნდიდან ჩემი შვილის გაშვების ვესაუბრე თაობაზე ვესაუბრე, მან კი მირჩია, სასამართლოს მიმართეო. ის ძალიან თავდაჯერებული მელაპარაკებოდა. მის ტონში იგრძნობოდა, რომ თავის დაუსჯელობაში დარწმუნებული იყო. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დავუკავშირდი მოსლის, რომელმაც უკვე იცოდა სინგაპურში მომხდარის თაობაზე. ჩემს შვილსაც ვუთხარი, რომ მისი გადასაწყვეტი იყო, განევითარებინა ეს სიტუაცია, თუ არა. გავაფრთხილე, რომ შესაძლებელი იყო, საერთოდ ვეღარ დაბრუნებულიყო ფორმულა 1-ში. გადაწყვეტილების მისაღებად მას ოთხი დღე დასჭირდა, რის შემდეგაც ფედერაციაში წავიდა.
ალონსო? ამის შესახებ, ყველამ ყველაფერი იცოდა. როგორ გგონიათ, დათანხმდებოდა ალონსო სწრაფ პიტ სტოპს, რომ არ სცოდნოდა, რა უნდა მომხდარიყო? მას ხომ სტარტი მე-15 ადგილიდან უნდა აეღო. ეს კარგად მოფიქრებული გეგმა იყო”.
No comments:
Post a Comment