ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, October 9, 2009

მასას თვალი სრულად გამოუჯანმრთელდა

Felipe Massa

9 ოქტომბერი

მარანელოში დაბრუნებული მასა ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ მიიღო

.....................................................................................................

პარიზში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ”ფერარის” ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას ტრავმირებული თვალი სრულად მოურჩა.

უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს მომხდარი ინციდენტისას, მასას მარცხენა საფეთქელთან თავის ქალის ძვალი დაემსხვრა და მარცხენა თვალი დაუზიანდა. ორი ოპერაციის შემდეგ, რომელთა დროსაც, ექიმებმა ჯერ თავის ქალის დაზიანებული ნაწილი დაამუშავეს, შემდეგ კი მისი ის ნაწილი, რომელიც ძვლის გარეშე დარჩა, ტიტანის ფირფიტებით დაფარეს. მაგრამ ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, აღიდგენდა თუ არა თვალი უწინდელ ფუნქციას.

და აი, ექიმების ვერდიქტი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასა ორშაბათს კვლავ მიუჯდება ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს. ოღონდ, ეს იქნება ორი წლის წინანდელი ”ფერარი F2007”, როგორითაც მასას ფინელმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მართალია, მას რამდენიმე სამედიცინო ტესტი ჯერაც გასავლელი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ექიმებს სწორედ მისი თვალის მდგომარეობა აშფოთებდათ. ასე რომ, ადვილი სავარაუდოა, რომ ექიმები ბრაზილიელს მწვანე შუქს აუნთებენ.

”პირველი გამოკვლევების შედეგები დადებითია. მთავარია, რომ ოფთალმოლოგებმა დაადასტურეს, რომ ფელიპეს მარცხენა თვალი 100 პროცენტით ფუნქციონირებს”, - ნათქვამია ”ფერარის” განცხადებაში.

No comments:

Post a Comment