ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, October 3, 2009

ვის რამდენი უსხია

Japan GP

3 ოქტომბერი

ამ ავარიის გამო, უებერი კვალიფიკაციაზეც კი ვერ გამოვიდა
.....................................................................................................

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ხუთადგილიანი ჯარიმების გამო, პელოტონი სულ აირია და იმ პილოტებს, რომლებიც კვალიფიკაციის შედეგებით, ათეულს მიღმა დარჩნენ, წინ წაწევის გამო, იმის გარკვეული შანსები გაუჩნდათ, რომ რბოლას ქულებში დაასრულებენ.

აშკარა ფავორიტებად კი სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი რჩებიან. სტარტზე პირველ ხუთ ადგილზე მდგარ პილოტებს დაახლოებით თანაბარი ტაქტიკა ექნებათ. მწვანე შუქზე დაწინაურების რეალური შანსი კი, ფეტელის გარდა, ჰამილტონსა და რაიკონენსაც უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ სისტემა კერს-ი ემსახურება, ეს სტარტზე სოლიდურ უპირატესობას იძლევა.

კარგი სტარტია მოსალოდნელი ადრიან სუტილისგანაც, მაგრამ ”ფორს ინდიას” გერმანელი პილოტი სტიუარდებმა ყვითელ შუქზე სიჩქარის არშემცირების გამო დასაჯეს და პელოტონის შუაგულიდან დაწინაურება მას ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი ჯარიმა არც ჩემპიონატის ლიდერებს - ჯენსონ ბატონსა და რუბენს ბარიკელოს ასცდათ. ამათგან ბრიტანელი ათეულს მიღმა აღმოჩნდა, ბრაზილიელს კი მეცხრე პოზიცია უკავია. რუბინიუს მცირე უპირატესობას ისიც აძლევს, რომ ის თანაგუნდელზე გვან შევა ბოქსში. ესე იგი, ამ დაგვიანებით, პერსპექტივაში ჯენსს 2-3 წამს მოუგებს.

აწონვის წესისაერთოდ არ ვრცელდება მარკ უებერსა და ტიმო გლოკზე. პირველს კვალიფიკაციაზე საერთოდ არ უასპარეზია, მეორე კი შეიძლება რბოლაზე საერთოდ ვერ ვნახოთ. ოზი პილოტი სტარტს პიტლეინიდან აიღებს და სავარაუდოდ, მისი მანქანის ავზი მთლიანად აივსება. არც ისაა გამორიცხული, რომ მან ერთი პიტ სტოპი იმყოფინოს.

რაცშეეხება გლოკს, ”ტოიოტამ” გამოაცხადა, რომ რბოლაზე მისი გამოშვება-არგამოშვების საკითხი სტარტამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდება. არაა გამორიცხული, რომ გერმანელის ნაცვლად ამჯერადაც იაპონელი ”რეზერვისტი” კამუი კობაიაში ვიხილოთ, რომელმაც სიცხიანი გლოკის მაგივრად, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზა. ოღონდ, ამისათვის მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება და თუ დაუშვეს, სტარტს პიტლეინიდან აიღებს.

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მანქანის წონა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 658.5

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 655.5

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 656.0

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 650.0

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 660.5

6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 660.0

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 658.5

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 661.0

9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 675.0

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 665.4

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 684.5

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 689.5

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 686.0

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) -

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 682.5

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 661.5

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 695.7

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 691.8

19. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 682.5

20. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) -

პილოტების სასტარტო განლაგება კვალიფიკაციის შემდგომი

კორექტივების გათვალისწინებით:

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო)

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა)

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

4. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი)

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა)

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი)

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) + 5 ადგილი*

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) + 5 ადგილი*

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) + 5 ადგილი*

12. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი)

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) + 5 ადგილი**

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) + 5 ადგილი***

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა)

16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო)

17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) + 5 ადგილი*

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) + 5 ადგილი**

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა)

20. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) სტარტი პიტ ლეინიდან

შენიშვნა:

* - ყვითელ ალამზე სიჩქარე არ შეამცირა

** - გადაცემათა კოლოფი შეცვალა

*** - ბოქსში დაზიანებული მანქანით დაბრუნდა

No comments:

Post a Comment