ალონსო ყველაზე სწრაფია
Brasilian GP
16 ოქტომბერი
სანამ ბრაზილიის დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკები დაიწყებოდა, ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ, რომლებიც მერმისიდან ”ფერარიში” თანაგუნდელები იქნებიან, ”სამშვიდობო შეთანხმებას” მიაღწიეს. ბრაზილიელმა პილოტმა სხვანაირად განმარტა ჟურნალისტებთან მის მიერვე ნათქვამი ფრაზა, რომლითაც მან ივარაუდა, რომ სინგაპურის შარშანდელი რბოლისას დაგეგმილი ავარიის შესახებ, ალონსოს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. მოკლედ, პილოტები შერიგდნენ, რის შემდეგაც, ესპანელმა მეორე პრაქტიკა საუკეთესო შედეგით დაასრულა.
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:12.463
2. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:12.874
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:12.932
4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:12.989
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.048
6. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:13.067
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:13.141
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:13.147
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:13.232
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:13.321
11. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:13.326
12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:13.464
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:13.503
14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:13.563
15. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:13.619
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:13.787
17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:13.829
18. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:14.029
19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:14.040
20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:14.173
ტიტულის პრეტენდენტთაგან კი ყველაზე სწრაფი ჯერჯერობით რუბენს ბარიკელოა, ვისაც პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი ერთი საფეხურით დაქვეითდა, თუმცა მაინც თავის კონკურენტებზე წინ აღმოჩნდა. მეშვიდე და მეხუთე შედეგები ჰქონდა მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს, ვისაც კვირასვე შეუძლია ტიტულის განაღდება.
პირველ სესიაზე ყველაზე სწრაფი მარკ უებერი იყო, რომელიც მეორე სესიაზე მეოთხე შედეგს დასჯერდა. მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა ჯერ მესამე შედეგი აჩვენა, საღამის კი მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მეორეზე მყოფი ბარიკელო ბატონს 14 ქულით ჩამორჩება და მესამეზე მყოფ ფეტელს ორ ქულას უგებს. მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ ორ ეტაპზე, ბატონს ერთი ერთადერთი მესამე ადგილით, ჩემპიონის ტიტულის განაღდება შეუძლია.
პირველი სესია მცირე ხნით, მას შემდეგ შეჩერდა, რაც ალონსოს ფრანგმა თანაგუნდელმა რომენ გროჟანმა პოლისტირენისგან დამზადებული სარეკლამო ბლოკები ნამსხვრევებად აქცია. მეორე სესიაზე კი თავისი ”ტორო როსოს” საჭე გაექცა შვეიცარიელ სებასტიან ბუემის, რომლის მანქანაც ძველი საბურავებისგან შექმნილ დამცავ ზღუდეს შეეჯახა, რამაც უკანა საკიდარი დაუზიანა.მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:12.314
2. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:12.357
3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:12.459
4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:12.514
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:12.523
6. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:12.605
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:12.611
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:12.633
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:12.720
10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.749
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1;12.806
12. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:12.862
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:12.869
14. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:12.929
15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:12.948
16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:12.950
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:12.992
18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:13.026
19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:13.041
20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:13.275
No comments:
Post a Comment