მასა წელს არ დაბრუნდება
Felipe Massa
11 ოქტომბერი
”ფერარიმ” გამოაცხადა, რომ ფელიპე მასას 2007 წლის მანქანით ტესტირება არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიელი პილოტი რბოლებს ამ სეზონშივე დაუბრუნდება. მასამ პარიზში რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლებმაც გამოავლინეს, რომ ბრაზილიელმა პილოტმა პრაქტიკულად მოიშუშა უნგრეთში მიღებული უმძიმესი ტრავმა.
თუმცა, ექიმები მაინც ურჩევენ ფელიპეს, რომ მინიმუმ ორი თვე ფრთხილად იყოს და რბოლებშიც არ მიიღოს მნაწილეობა. ამის მიუხედავად, ის ორშაბათიდან ორი წლის წინანდელი ”ფერარის” საჭეს მიუჯდება და სარბოლ მანქანასთან მიჩვევას შეუდგება.
”ხვალ დილით, ფელიპე მასა ფიორანოს ტრასაზე გამოვა და კვლავ მიუჯდება ფორმულა 1-ის მანქანის საჭეს. ეს არ იქნება სრულფასოვანი ტესტირება. ჩვენ არ ვაპირებთ დროის ათვლას. ამისათვის საკმაოზე ბევრი დრო 2010 წელს გვექნება, როცა ფერნანდო ალონსოსთან ერთად, ის ახალი მანქანის გამოცდას დაიწყებს. ახლა კი, ფელიპეს იმის საშუალება ექნება, რომ მისთვის ჩვეულ გარემოში იგრძნოს თავი. მისთვის ასეთი სარბოლი ტრასაა”, - ნათქვამია ”ფერარის” მიერ გავრცელებულ რელიზში.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, მასამაც განაცხადა, რომ აბუ დაბიში, სეზონის დამამთავრებელ ეტაპზე გამოსვლის იმედი პრაქტიკულად არ აქვს. არადა, ის ვარაუდობდა, რომ აბუ დაბიში კვლავ დაიკავებდა თავის მონოპოსტს.
იტალიური გუნდი და მასა შეთანხმდნენ, რომ ბრაზილიელის კარიერისთვის უკეთესი იქნება, თუ ბრაზილიელი პილოტი ეტაპობრივად გაივლის ახალი სეზონისთვის მზადებას, რადგან ასე მას სრულფასოვანი დაბრუნების მეტი შანსი ექნება.
No comments:
Post a Comment