ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 26, 2009

”მაკლარენმა” ჰამილტონის მანქანის შასი შეცვალა

Lewis Hamilton

26 სექტემბერი

შაბათის თავისუფალ პრაქტიკაზე ჰამილტონი ახალი შასით გავიდა

....................................................................................................

კვალიფიკაციაზე ასპარეზობის წინ, ”მაკლარენი” იძულებული გახდა, თავისი ლიდერის მანქანაზე შასი გამოეცვალა. მექანიკუსებმა მანქანის ელექტროგაყვანილობაში უწესივრობა პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი ისიც დადგინდა, რომ ამ უწესივრობის აღმოსაფხვრელად ყველაზე ”მარტივი” გზა შასის მთლიანად შეცვლა იყო!

გუნდმა მთელი ღამე თეთრად გაათენა და ჰამილტონს შაბათის თავისუფალი პრაქტიკისტვის მომზადებული მანქანა დაახვედრა, რომლითაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მოგვიანებით ამ სეზონში მესამე პოული მოიპოვა და დღეს გასამარჯვებლად იბრძოლებს.

აი, რას ამბობს ყოველივეზე გუნდის შეფი მარტინ უიტმარში: ”სისტემა კერს-ის კაბელები მთელი მანქანის გასწვრივ, მის სტრუქტურაშია მოთავსებული. თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი სადენი დაზიანებული იყო, მაგრამ დაზიანების ადგილის დადგენა დიდ დროს მოითხოვდა, რის გამოც, ჩვენ შასის შეცვლა გადავწყვიტეთ”.

ბარიკელომ აღიარა, რომ არჩევანი არ გაუკეთებია

Rubens Barrichello

26 სექტემბერი

ბარიკელოს ”ბრაუნში” ადგილი თითქმის დაკარგული აქვს

......................................................................................................................

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვის, რუბენს ბარიკელოს ”ბრაუნში” დარჩენის თითქმის არანაირი შანსი არ აქვს. გუნდის პარტნიორი ”მერსედეს-ბენცი” ხდება, რომელსაც ”ბრაუნში” პერსპექტიული გერმანელი პილოტის, კერძოდ ნიკო როსბერგის მიყვანა სურს. და თუ ასე მოხდა, მისთვის ადგილის განთავისუფლება სწორედ ბრაზილიელ ვეტერან პილოტს მოუწევს, ვისგანაც ამ სეზონში ასეთ გაბრწყინებას არავინ ელოდა.

როს ბრაუნს ისიც აქვს, ნათქვამი, გულდასაწყვეტი იქნება, თუ გუნდიდან ჩემპიონის გაშვება მომიწევსო. ამ სიტყვებში მან სწორედ რუბინიო იგულისხმა და არა ჯენსონ ბატონი, რომელმაც როს ბრაუნის და ”სამქიმიანების” გული მაშინ მოიგო, როდსაც სეზონის პირველი შვიდი ეტაპიდან ექვსი მოიგო.

”ძალიან მინდა ფორმულა 1-ში დარჩენა. არ ვიცი, ჩემს ახლანდელ გუნდში დავრჩები, თუ სხვაგან გადავალ. ჩემი მომავალი ჯერ გაურკვეველია. ვიმედოვნებ, რომ მალე ბევრი რამ გაირკვევა. ახლა კი იმითაც კმაყოფილი მაქვს, რომ ამ თემაზე ბევრი მითქმა-მოთქმა არ ისმის და მე წყნარად მუშაობის საშუალება მაქვს”, - ამბობს ბრაზილიელი, ვინც ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონს 14 ქულით ჩამორჩება.

კითხვაზე, ეს რბოლა ფეტელისთვის ბოლო შანსია იმისა, რომ მან ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელოს, რუბინიომ უპასუხა: ”ის ფენომენური მრბოლია და ვიმედოვნებ, მომავალში მას შანსები კიდევ ექნება, მაგრამ იმასაც ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში ეს რბოლა მართლაც მისი ბოლო საჩემპიონო შანსი იქნება”.

ვის რამდენი უსხია

Singapore Grand Prix

26 სექტემბერი

და მაინც, ფეტელს შანსი აქვს, ბატონთან ჩამორჩენა 10 ქულით შეამციროს

.................................................................................................................

ამ ცხრილს თუ გადახედავთ, ადვილად მიხვდებით, რომ ჰამილტონს მართლაც შეეძლო წრის უფრო სწრაფად გავლა. ეგ კიდევ არაფერი, პოულიც რომ ვერ მოეგო, დღევანდელი რბოლის სტარტზე დაწინაურების ყველაზე მეტი შანსი მაინც მას ექნებოდა, რადგან მოწინავე ხუთეულში მყოფთაგან, კერს-ით მხოლოდ მისი მანქანაა აღჭურვილი. ეს კი, იცით, რომ სტარტზე დიდ უპირატესობას იძლევა. მოკლედ, ძალიან გასაკვირად დამრჩება, თუ ჰამილტონი დღეს ამ დიდ უპირატესობას ვერ გამოიყენებს.

დანარჩენებზე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ერთპიტსტოპიანი ტაქტიკა არავის ექნება. არადა, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, მონცაზე, მხოლოდ სამმა პილოტმა შეიარა ბოქსში ორჯერ, დანარჩენებმა კი თავიანთი მექანიკოსები მხოლოდ თითოჯერ შეაწუხეს და დაძაბეს.

გარდა იმისა, რომ სტარტის მოგების საუკეთესო შანსი აქვს, ჰამილტონს მეტოქეებთან შედარებით, უკეთესი ტაქტიკაც ექნება და პირველი ათეული პილოტებიდან, პირვეკ პიტზე ერთ-ერთი ბოლო შევა.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - პელოტონის მეორე ნაწილში მყოფთაგან, ყველაზე აგრესიული სტარტი ვიტანტონიო ლიუცის ექნება, ვინც ადრეული პირველი პიტ სტოპი დაგეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტარტზევე რამდენიმე ადგილის მოგებას აპირებს, მაგრამ ქალაქის რბოლებში ეს ძალიან ძნელიცაა და სახიფათოც...

პილოტი, ქვეყანა, გუნდი წონა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 660.5

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 651.0

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 657.5

4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 654.5

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 655.5

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 658.0

7. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 660.5

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 650.0

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 664.0

10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 664.5

11. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 680.7

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 683.0

13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 680.5

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 678.0

15. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 690.9

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 693.0

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 683.5

18. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 678.5

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 683.0

20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 656.0


დაბოლოს, პილოტების სასტარტო განლაგება კვალიფიკაციის შემდგომი კორექტივების გათვალისწინებით:

პილოტი, ქვეყანა, გუნდი

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო)

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა)

4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო)

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო)

6. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა)

7. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი)

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი)

9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი)

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP)

11. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა)

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP)

13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)

15. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა)

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)

18. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი)

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო)

20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია)

ჩემპიონის ”მოულოდნელი” პოული

Singapore Grand Prix

26 სექტემბერი

ჰამოლტონი მოსახვევს უტევს

..............................................................

ზოგიერთმა სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესიაზე ლუის ჰამილტონის გამატჯვება მოულოდნელობად ჩათვალა, მაგრამ ხომ გახსოვთ, ბუდაპეშტისა და ვალენსიას ნელ ტრასებზე ”მაკლარენის” მანქანები რაოდენ კონკურენტუნარიანები იყვნენ? ჰოდა ჰამილტონმა ეს ტრენდი სინგაპურშიც გააგრძელა.

მართალია, ნარბოლევს ”რედ ბულის” პილოტები სწუხდნენ, ბარიკელოს ავარია რომ არა, პირველი სასტარტო რიგი ჩვენი იქნებოდაო, მაგრამ ჰამილტონს ამის გადამწონი კონტრ-არგუმენტი აღმოაჩნდა. მისი თქმით, პოულის მოპოვებითაც არ ამოუწურავს თავისი მანქანის შესაძლებლობები. და ეს მაშინ, როცა მანქანების წონების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, რომ პირველ ექცსეულში მოსულებს შორის, მასზე მძიმე მანქანით არავის უასპარეზია.

მოკლედ, ჰამილტონი მოგებაზეა დაგეშილი და უფრო იმით ”იმუქრება”, რომ მომავალ სეზონში სულ სხვა მიზნებისთვის იბრძოლებს და ამაში მანქანაც შეუწყობს ხელს. ისე, მანქანა ალბათ საჩემპიონო ექნება, მაგრამ თანაგუნდელადაც ჰეიკი კოვალაინენზე გაცილებით ძლიერი კიმი რაიკონენი მოსდის, რომელმაც ორი წლის წინ, ცხვირწინ ააცალა საჩემპიონო ტიტული.

ახლა რუბენს ბარიკელოზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, ის ”ბრაუნში” ადგილს დაკარგავს და ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კაცი ჩემპიონიბისთვის იბრძვის, მას კი კარისკენ უთითებენ. როს ბრაუნმა ორი დღის წინ სწორედ ეს თქვა - გული დამწყდება, თუ გუნდიდან ჩემპიონის გაშვება მომიწევსო. ვინ იცის, იქნებ ”ბრაუნში” უკვე განაწილებული აქვთ პრიორიტეტები და თუ ”რედ ბულის” ორივე პილოტი ჩემპიონიობის თეორიულ შანსსაც დაკარგავს, მაშინ ბარიკელოს დარჩენილ ეტაპებზე იმ დროს გაახსენებენ, როდესაც ის იძულებული იყო, ”ფერარიში” მისი აღმატებულება მიხაელ შუმახერის მსახურის როლი ეთამაშა. არადა, ვერავინ იტყვის, წითელი ბარონის ანგარიშზე რამდენი ტიტული იქნებოდა, ბარიკელო და მის შემდეგ ფელიპე მასა თავის ნებაზე რომ მიეშვათ...

ასეა თუ ისე, რუბინიო დანებებას არ აპირებს და მის კარიერაში ამ უნიკალური შანსის უბრძოლველად ხელიდან გამშვები არაა. მაგრამ სინგაპურის კვალიფიკაციის მიწურულს საქმე ძლიერ გაირთულა - მეხუთე მოსახვევში გზის მტვრიან მონაკვეთზე გაიარა, რამაც საჭეზე კონტროლი დააკარგვინა და სესიაც იქ დაასრულა. ამ დროს, ლვალიფიკაციის დასრულებას 14 წამიღა უკლდა...

ავარიის მიუხედავად, რუბინიომ მეხუთე დრო აჩვენა, მაგრამ დღეს რბოლას მაინც მეათეზე დაიწყება, რადგან კვალიფიკაციის წინ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეცვალეს, რაც სამრბოლიანი ლიმიტის ამოწურვამდე მოხდა.

და კიდევ, ერთი საინტერესო ფაქტი. თუ სინგაპურის რბოლაში ”ბრაუნი” ”რედ ბულზე” 14 ქულით მეტს მოიპოვებს, კონსტრუქტორთა თასსაც სადებიუტო სეზონშივე ვადამდე გაინაღდებს, მაგრამ ეს ”თუ” ძნელი შესასრულებელი იქნება, რადგან ბარიკელოს თავი რომ დავანებოთ, თავი ვერც მისმა ჩემპიონატის ლიდერმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა ისახელა, რომელიც მხოლოდ მე-12 შედეგს დასჯერდა და სტარტს რბოლის უქულოდ დასრულების პერსპექტივით აიღებს.

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.977 1:46.657 1:47.891

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:47.541 1:46.362 1:48.204

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:47.390 1:46.197 1:48.348

4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:47.646 1:46.328 1:48.722

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:47.397 1:46.787 1:48.828

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:47.757 1:46.767 1:49.054

7. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:47.770 1:46.707 1:49.180

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:47.347 1:46.832 1:49.307

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:47.615 1:46.813 1:49.514

10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:47.542 1:46.842 1:49.778

11. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:47.637 1:47.013

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:47.180 1:47.141

13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:47.293 1:47.177

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:47.677 1:47.369

15. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:47.690 1:47.413

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:48.231

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:48.340

18. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:48.350

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:48.544

20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:48.792

Friday, September 25, 2009

ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი ფეტელია

Singapore Grand Prix

25 სექტემბერი

სებასტიან ფეტელი

...........................................................

პირველი ორი სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი გერმანელი სებასტიან ფეტელი იყო, ვინც პირველი პრაქტიკის უსწრაფესის, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს შედეგს თითქმის წამნახევარი მოაკლო.

პირველი პრაქტიკა დღის სინათლეზე დაიწყო და ხელოვნური შუქით განათებულ ტრასაზე დასრულდა. სესიის დასაწყისში ფრანგ რომენ გროჟანს ავარია იმავე (მე-17) მოსახვევში მოუვიდა, რომელშიც შარშან ბრაზილიელმა ნელსინიუ პიკემ წინასწარი განზრახვით დაამტვრია თავისი ბოლიდი და ამით, დიდი როლი ითამაშა ესპანეკ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს გამარჯვებაში.

რახან ეს ინციდენტი ვახსენეთ, ბარემ ისიც დავამატოთ, რომ მის გამო, ”რენო” ორწლიანი პირობითი (გადადებული) დისკვალიფიკაციით დაისაჯა (შეიძლებოდა გვეთქვა, არ დაისაჯა), სინგაპურში ჩასვლამდე კი ფრანგულმა გუნდმა ორი სპონსორი, მათგან ერთი ტიტულოვანი (ING), დაკარგა. ჰოლანდიურმა საფინანსო ჯგუფმა ჯერ კიდევ ამ სეზონის დასაწყისში გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტს წყვეტდა. პიკეს სკანდალის გამო კი ”რენოს” ტიტულოვანი სპონსორობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა გადაწყვიტა.

ყოველივეს მიუხედავად, მეორე სესიაზე მეორე უსწრაფესი სწორედ ”რენოს” პილოტი - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსო იყო, რომელიც ფეტელს 0.274 წამით ჩამორჩა.

ყურადღებას ერთი ფაქტი იქცევს - მეორე პრაქტიკის შემდეგ, სულ სამი გუნდია (რედ ბული, მაკლარენი და ბეემვე ზაუბერი) ისეთი, რომელსაც პირველ ათეულში ორივე პილოტი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ გუნდებს, რომლებსაც ჯერჯერობით ათეულში თითო პილოტი ჰყავთ, მომატება შეუძლიათ.

სამაგიეროდ, ისიც ფაქტად რჩება, რომ წინა ორი ეტაპის ორი გმირი - ”ფერარი” და ”ფორს ინდია” ათეულის მიღმა დარჩნენ. შესაძლოა, მათი მანქანები საქალაქო გზებზე რბოლას უფრო ძნელად ეგუება, ვიდრე მეტოქე გუნდებისა? ჯერჯერობით ასეა, უფრო ნათელ სურათს კი კვალიფიკაციაზე მივიღებთ.

კიდევ ერთი რამ: ბერიკელომ, ვინც პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, ამჯერად მე-11 დრო აჩვენა. ეს იმ დროს, როდესაც მისი თანაგუნდელი და მთავარი მეტოქე სატიტულო კამპანიაში, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი ორივე პრაქტიკაზე სტაბილურობით გამოირჩეოდა - ჯერ მეორე უსწრაფესი იყო, მერე კი - მეხუთე. ჩემპიონატის ლიდერი მანქანის მუშაობით კმაყოფილი დარჩა და იმედი გამოთქვა, რომ კვალიფიკაციისთვის გუნდი მის კიდევ უფრო სრულყოფას შეძლებს.

ბარიკელომ კი აღიარა, რომ ამჯერად მისი მიზანი მანქანის სარბოლ რეჟიმში მუშაობის შემოწმება იყო და რომ დროს არ გამოჰკიდებია. მოკლედ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბატონი მანქანის საკვალიფიკაციო ვერსიას ამოწმებდა, ბარიკელო კი - სარბოლს.

სწრაფი იყო ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერიც, მაგრამ ამას (თავის) მე-14 წრეზე ავარია მოუვიდა, რის გამოც, პრაქტიკა მე-6 ადგილზე დაასრულა. მანქანა ისე კარგად მუშაობდა, გამათამამა და ზედმეტი მომივიდაო - განაცხადა ოზმა პილოტმა, ვინც ჩემპიონობის თეორიულ შანსებს ჯერაც ინარჩუნებს.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა გუნდი დრო

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:48.650

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:48.924

3. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:48.952

4. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:49.098

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:49.311

6. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:49.317

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:49.333

8. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:49.342

9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:49.358

10. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:49.609

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:49.616

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.710

13. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:49.795

14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:49.941

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:50.023

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:50.253

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:50.527

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:50.605

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:50.972

20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:51.423

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

Singapore Grand Prix

25 სექტემბერი

ბარიკელო ტრასაზე გასასვლელად ემზადება

...............................................................................

პილოტი, ქვეყანა გუნდი დრო

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:50.179

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:50.356

3. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:50.416

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:50.567

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:50.614

6. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:50.699

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:50.715

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:50.815

9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:50.865

10. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:51.089

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:51.427

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:51.544

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:51.643

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:51.656

15. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:52.083

16. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:52.135

17. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:52.390

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:52.905

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:53.232

20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:53.458

მასა კარტ-ით დაიწყებს

Felipe Massa

25 სექტემბერი

ბრაზილიელი ფელიპე მასა, ვინც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა მიიღო, სარბოლი ავტომობილის საჭეს პირველად ნოემბერში, ბრაზილიაში პოპულარულ, სეზონის დამამთავრებელ ვარსკვლავურ სააღლუმო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

”ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დამმთავრებელი ტურნირია და მასში მონაწილეობას ამჯერადაც მივიღებ. ამ ტურნირზე თავს საუკეთესო მრბოლები იყრიან, რომლებიც პრაქტიკულად ყველანაირ სერიაში - ფორმულა 1-ში, ფორმულა ინდიში, სტოკ ქარებზე (ბრაზილიის ჩემპიონატზე) ასპარეზობენ”, - ამბობს მასა, ვინც აღნიშნული ტურნირის (რომელსაც ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქი ფლორიანოპოლისი 27-29 ნოემბერს უმასპინძლებს) ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ასპარეზობის დროს, წინ მიმავალ თანამემამულე რუბენს ბარიკლოს მანქანიდან მომძვრალი ზამბარა მასას თავში მოხვდა, რამაც მძიმე ტრავმა მიაყენა - საფეთქლის სიახლოვეს თავის ქალა დაუმტვრია. ახლახანს მასამ კოსმეტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომლის დროსაც, თავის ქალის ის ადგილი, რომელზეც ძვლის ქსოვილი აღარ შერჩა (მისი აღდგენა ვერ მოხერხდა), ტიტანის ფირფიტებით შეუვსეს.

მასას თქმით, ფლორიანოპოლისის ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ბარიკელოც მიიღებენ.

Thursday, September 24, 2009

”ზაუბერი” ისევ ”ფერარის” ძრავებს დაუბრუნდება

Sauber powered by Ferrari

24 სექტემბერი

”ბეემვე ზაუბერის” შეფმა მარიო თაისენმა დაადასტურა, რომ თუ მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება შეუნარჩუნდება, ის მერმის ”ზაუბერის” სახელით და ”ფერარის” ძრავებით იასპარეზებს.

მას შემდეგ რაც ”ბეემვემ” ფორმულა 1-დან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის გადარჩენა შვეიცარიულმა საინვესტიციო ჯგუფმა ”ქედბეკმა” ითავა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დაუგვიანდა, რის გამოც, ”ბეემვე ზაუბერის” ხელმძღვანელებმა ვერ შეძლეს თანხმობის ახალ ხელშეკრულებაზე გუნდის სახელით ხელის მოწერა (იმ დროისთვის გარანტიები მიღებული არ ჰქონდათ). ამიტომ, მომავალი სეზონის განაცხადში მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა.

უფრო მეტიც, ”ბეემვე ზაუბერის” ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა კონკურსი, რის შედეგადაც ფორმულა ერთს მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძველი გუნდი - ”ლოტუსი” უბრუნდება. თუმცა, ჯერაც არსებობს იმის შანსი, რომ მერმის ჩემპიონატში 14-მა გუნდმა იასპარეზოს. და ამ შემთხვევაში, მე-14 გუნდი სწორედ ”ზაუბერი” გახდება.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, სანამ დამოუკიდებლი გუნდი იყო, ”ზაუბერი” სწორედ ”ფერარის” ძრავებსა და გადაცემათა კოლოფებს იყენებდა. დღეს კი, როდესაც მას ”ბეემვემ” ზუგი აქცია, ისევ მარანელოელებთან თანამშრომლობას უბრუნდება.

მართალია, თაისენმა სინგაპურში დაადასტურა, რომ ”ფერარისთან” შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ თავად რას მოიმოქმედებს - დარჩება გუნდში, თუ ბავარიულ კომპანიაში, სპორტული დივიზიონის შეფად გააგრძელებს მუშაობას, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

”ჩემი პირადი მომავალი ჯერ არ გადამიწყვეტია და ამ საკითხს ღიად სეზონის დასრულებამდე დავტოვებ. ჩემი პირადი სიტუაციის და გუნდის გადარჩენის მცდელობათა ერთმანეთთან დაკავშირება არ მიმაჩნია გამართლებულად და არც იმაზე ვშიშობ, რომ მეტისმეტად ცოტა დრო დამრჩა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ეტაპზე სხვა საკითხებით ვარ დაკავებული. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მომავალ სეზონშიც გამოვა სტარტზე. ამის იმედს თუნდაც ის ფაქტი მაძლევს, რომ მას გვერდში ძალიან ძლიერი ინვესტორი უდგას. რაც მთავარია, მას სურს, რომ გუნდმა მაღალ დონზე იასპარეზოს და არა ისე, რომ თქვან - ისიც გამოდისო. ეს გუნდისთვის შესაშური პერსპექტივაა, რასაც, სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდით. ასე რომ, ჩვენში ყველა კარგ განწყობაზეა და ისე ვმუშაობთ, თითქოს მომავალი გარანტირებული გვქონდეს. სინგაპურში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მანქანით ჩამოვედით და ვიმედოვნებთ, რომ სეზონის დარჩენილ ოთხ ეტაპზე კარგად ვიასპარეზებთ”, - ამბობს თაისენი.

Wednesday, September 23, 2009

ბრიატორე რევანშს აპირებს

Flavio Briatore

23 სექტემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯილი ფლავიო ბრიატორე დანებებას არ აპირებს და ამბობს თავისი რეპუტაციის აღდგენას და ღირსების დაცვას ეცდება. ბრიტანულ გამოცემა ”მირორის” ცნობით, იტალიელი 59 წლის მენეჯერი FIA-ს მიმართ, სასამართლოში შემხვედრი სარჩელის შეტანას აპირებს. და თუ სასამართლოში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს, მაშინ ფორმულა 1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებას ეცდება, რომელიც FIA-ზე არ იქნება დამოკიდბული.

მართალია, ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი დარწმუნებულია, რომ ბრიატორეს ალტერნატიული ჩემპიონატის ჩამოყალიბება გაუჭირდება, მაგრამ იტალიელ მენეჯერს დასაკარგი არაფერი აქვს და მის განზრახვათა სერიოზულობაში ეჭვის შეტანაც კი არ ღირს.

და მაინც, ბერნი თვლის, რომ ბრიატორესთან თანამშრომლობაზე ცნობილი და პოპულარული ტრასების უმეტესობა უარს იტყვის, რადგან მათ ეკლსტოუნთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

”ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზების იდეა პოპულარული როცა იყო, მან მაშინაც კი ვერ მიაღწია მიზანს. ახლა კი ეს გამორიცხულია”, - ”ტაიმსთან” საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა, ვინც ბრიატორესთან ერთად, ინგლისის ლიგის ჩემპიონატის კლუბ ”ქუინზ პარკ რეინჯერსის” თანამფლობელია.

სინგაპურის შარშანდელ დიდ პრიზზე, წინასწარი განზრახვით მოწყობილი ავარიის ორგანიზებაში ბრალდებულ ბრიატორეს FIA-მ არამხოლოდ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, არამედ საკუთარი ეგიდით ორგანიზებული ჩემპიონატების რბოლებზე მაყურებლის რანგში დასწრებაც კი აუკრძალა. რა თქმა უნდა, აკრძალვა სამენეჯერო საქმიანობასაც ეხება. არადა, ბრიატორე, უფრო სწორედ, მისი კომპანია FFBB, ამჟამად ფორმულა 1-ის რამდენიმე პილოტის საქმეებს განაგებს.

მას კონტრაქტები ჰეიკი კოვალაინენთან (ფინეთი), მარკ უებერთან (ავსტრალია), რომენ გროჟანთან (საფრანგეთი) და ლუკა დი გრასისთან (ბრაზილია) აკავშირებს. რა თქმა უნდა, ოთხივე პილოტს სასწრაფოდ ახალი მენეჯერის მოძებნა მოუწევს. რაც შეეხება ბრიატორეს, FIA-ს დისკვალიფიკაცია მას წლიურად დაახლოებით 10 მილიონ დოლარს დააკარგვინებს.