შუმახერი დარწმუნებულია, რომ მერვე ტიტულის მოპოვება შეუძლია
Schumacher Confident He Can Win Eight Title
27 იანვარი
ფორმულა 1-ში მისი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგამ თუმცა ამის მიუხედავად, მიხაელ შუმახერი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ორ სეზონში, ”მერსედეს GP” მას უკეთესი შედეგები ექნება. უფრო მეტიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მერვე ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა აღიარებს, რომ ეს უფრო ძნელი იქნება, ვიდრე დაბრუნებისას ეგონა.
”დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემიძია. ჩვენ სამწლიანი პროექტი გვაქვს. აშკარაა, ახლა იმ დონეზე ვერ ვართ, როგორზე ყოფნას ვისურვებდით. დაბრუნება ძალიან ძნელი გამოდგა, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ შანსი გვაქვს”, - ჟურნალ ”F1 რეისინგთან” უნტერვიუსას ამბობს შუმი და დასძენს, რომ ფ1-ის ისტორიაში ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს დაბრუნებისთანავე ჰქონია წარმატება.
გერმანელი პილოტი ამბობს, რომ ახალ სეზონში მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის მცირე შანსი ექნება, თუმცა საფუძველს მოამზადებს იმისათვის, რომ 2012 წელს ისევ დაეუფლოს სანუკვარ ტიტულს. ის დარწმუნებულია, რომ ”მერსედესთან” თავისი კონტრაქტის ბოლო სეზონში, ისეთ შედეგებს აჩვენებს, როგორებსაც მისგან ელიან.
No comments:
Post a Comment