ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, November 13, 2010

ფეტელმა მეათე პოული მოიპოვა

Vettel on pole for Abu Dhabi title decider

12 ნოემბერი

ერთი დღეც და ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობას გავიგებთ. ტიტულისთვის არნახულად ბევრი - ოთხი პილოტი იბრძვის სამი გუნდიდან, რომელთაგან ტრიუმფის ყველაზე ნაკლები შანსი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს აქვს, ყველაზე უკეთესი კი ”ფერარის” ფერნანდო ალონსოს. თუმცა, თუ წლევანდელი სეზონის რბოლებს გავიხსენებთ, გამორიცხული არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

კვალიფიკაციაში კი საუკეთესოები ისევ სებასტიან ფეტელი და ჰამილტონი არიან. 23 წლის ფეტელისთვის, ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეათე პოულ პოზიციაა, მისმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა კი სულ ხუთჯერ შეძლო კვალიფიკაციაში გამარჯვება. სხვათა შორის, ფეტელმა აბუ დაბის რბოლა შარშან მოიგო და თუ ეს შედეგი ახლაც გაიმეორა, მაშინ დიდი შანსი აქვს, გახდეს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. თუმცა, მას მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის. ჩემპიონბისთვის ალონსოს და უებერის უიღბლობაც სჭირდება...

ალონსომ, ვინც 8 ქულით უსწრებს უებერს, მესამე შედეგი კვალიფიკაციის მიწურულს დააფიქსირა და თუ რბოლაში ავსტრალიელს წინ არ გაუშვებს და ერთ პოზიციაზე მეტს არ დაკარგავს, მაშინ ჩემპიონობა გარანტირებული აქვს. სტარტზე მეორე რიგში დადგება ჯერაც მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა ალონსო ფრთხილად უნდა იყოს, რომ ბრიტანელი პილოტის სასტარტო აგრესია მოიგერიოს. მხოლოდ მეხუთეა უებერი, რომელსაც დიდი ბრძოლა დასჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონის თასი ისევ ავსტრალიაში ჩაიტანოს.

ალონსომ კი, რბოლა მეორე ადგილზე თუ დაამთავრა, ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა სამგზის ჩემპიონი გახდება. ”ერთი დღეც და ყველაფერი გაირკვევა. მესამე ადგილი ჩვენთვის ძალიან კარგია. ჩვენ ვიცით სიტუაცია, ვიცით ოთხი პრეტენდენტი. ამ რბოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - ამბობს ალონსო, ვის საქომაგოდაც აბუ დაბიში ესპანთის მეფე ხუან კარლოსი და ”ფერარის” პრეზიდნტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო ჩავიდნენ.

ჰამილტონი პირველ სასტარტო რიგში, ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ პირველად დადგება. ”დასაკარგი არაფერი გვაქვს. ასე რომ, საბრძოლველად ვარ განწყობილი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ რბოლით სიამოვნბის მიღებას ვაპირებ”, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.394

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.425

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39.792

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.823

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.925

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:40.202

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.203

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:40.516

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.589

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:40.901

- - - - - - - - - -

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:40.780

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:40.783

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.914

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:41.113

15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:41.418

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:41.642

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:41.738

- - - - - - - - - -

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.824

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:43.516

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:43.712

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:44.095

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:44.510

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:45.085

24. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:45.296

Friday, November 12, 2010

ჰამილტონმა ფავორიტები ჩამოიტოვა

Hamilton keeps title favourites behind him

12 ნოემბერი

აბუ დაბიში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვას, თუმცა თავისუფალ პრაქტიკაზე ყველა პრეტენდენტი ლუის ჰამილტონის ჩრდილში მოექცა, ვისაც ტიტულის მოპოვების თეორიული შანსი კი აქვს, თუმცა პრეტენდენტთა შორის თითქმის აღარავინ განიხილავს.

აბუ დაბის რბოლა დღის სინათლეზე იწყება და შებინდებულზე მთავრდება. შესაბამისად, პირველი თავისუფალი პრაქტიკაც დღისით ჩატარდა, მეორე კი - საღამოს, ხელოვნური განათების შუქზე. მაგრამ სიბნელის მიუხედავად, მეორე სესიის შედეგები პირველისას თითქმის სამი წამით სჯობდა.

პირველ სესიაზე უსწრაფესი სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც აბუ დაბის შარშანდელი რბოლა მოიგო. თუმცა მეორეზე მან ადგილი ჰამილტონს გაუცვალა. სხვათა შორის, თუ ფეტელი ტიტულს დაეუფლა, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგზარდა ჩემპიონი იქნება. ამჟამად ის 23 წლისაა.


ნარბოლევს ჰამილტონი კმაყოფილი ჩანდა და ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ცხრილს სათავეში მოექცა, არამედ ის, რომ თავისი მანქანით ძალიან კმაყოფილი დარჩა:

”ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. უკანა ფრთის მოდერნიზაცია ადრე ჩავატარეთ, მაგრამ სუძუკაზე ის შათანადოდ არ მუშაობდა. რეალურად, მას ვერც ვიყენებდით. არადა, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ კი, როგორც იქნა, ეს ფრთა ამუშავდა, რაც ძალიან მახარებს. მანქანა ძალიან სწრაფია და მე მისგან შესაძლებლობის 120 პროცენტი გამოვწურე. მართალია, ”რედ ბული” კვალიფიკაციაზე ალბათ ნახევარი წამით სწრაფი იქნება, მაგრამ ახლა მათტან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე”, - ამბობს ჰამილტონი.

ორი პრაქტიკის ჯამში, მესამე უსწრაფესი ფერნანდო ალონსო იყო, ვისაც ჩემპიონობაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუ რბოლას მეორე ადგილზე დაასრულებს. მეოთხე შედგს კი მისი მთავარი კონკურენტი მარკ უებერი დასჯერდა. სესიებს შორის, ავსტრალიელის მანქანაზე ძრავი გამოცვალეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს გეგმიური შეცვლა იყო.

აბუ დაბის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:42.760

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:43.369

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:43.785

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:43.840

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:44.080

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:44.121

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:44.199

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:44.604

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:44.718

10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:44.737

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:45.160

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:45.445

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:45.474

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:45.552

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:45.585

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:46.003

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:46.644

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:47.105

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:48.450

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:48.472

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:49.375

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:49.590

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:50.274

24. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 1:51.705

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.888

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.145

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:41.314

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.315

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:41.576

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:41.583

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:42.096

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:42.132

9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:42.203

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:42.222

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.246

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:42.449

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:42.535

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:42.768

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.914

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.950

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:43.128

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:43.584

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:45.180

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.259

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:45.612

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:46.053

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:47.210

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:47.434

Thursday, November 11, 2010

აბუ დაბის ერთი წრე სებასტიან ფეტელთან ერთად

Abu Dhabi Grand Prix

11 ნოემბერი

მიილია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის სეზონი, რომლის ბოლო, მე-19 რბოლასაც აბუ დაბი უმასპინძლებს. ახლახანს ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აბუ დაბის ეტაპს კალენდარში სამუდამო ადგილს მივუჩენდიო. არავინ იცის, რამდენად შესაძლებელია ეს, თუმცა შესაძლოა, ემირატების ამ უმთავრესი ქალაქის წლევანდელი დიდი პრიზი განსაკუთრებული გახდეს სებასტიან ფეტელის და მარკ უებერისთვის, რომლებიც თავიანთი პირველი ტიტულისთვის იბრძვიან. და თუ ისინი მიზანს ვერ შესწვდნენ, მაშინ მესამე ტიტულს ფერნანდო ალონსო დაეუფლება, ვინც ბოლო ეტაპის წინ, უახლოეს მდევარ უებერს 8 ქულას უგებს.

ტრადიციულად, რბოლის მასპინძელ ტრასას წარმოგიდგენთ და თუ როგორ გადიან მას პილოტები, ამაში ”რედ ბულის” ულტრათანამედროვე სიმულატორის დახმარებით, ფეტელი გაგვიწევს, რომელმაც შარშან აბუ დაბის პირველი დიდი პრიზი მოიგო (ორივე სურათზე).

”აბუ დაბიზე როცა ვფიქრობ, ბინდბუნდში სტარტი და ღამის ფინიში, შესანიშნავი ავტოდრომი და მისი ინფრასტრუქტურის თანამედროვე არქიტექტურა მახსენდება. ტრასის სიგრძე 5.5 კილომეტრია, სულ 55 წრეა გასავლელი, რაც ჯამში 306 კილომეტრია. ტრასას ხუთი ჩქაროსნული მონაკვეთი, ამდენივე ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევს.

ვუახლოვდებით პირველ მოსახვევს და ვამუხრუჭებთ და აპექსს თითქმის ბრმად გავდივართ. და რამდენადაც ტრასა აღმართს აუყვება, შეგვიძლია, აჩქარება ადრე დავიწყოთ. ჯერ მეექვსე გადაცემას ვირჩევთ, შემდეგ მეშვიდეს. მარჯვენა და მარცხენა მოსახვევების ბმულს თითქმის სიჩქარის (250-260 კმ/სთ) შეუმცირებლად გავდივართ. ამას მოსდევს დაღმართი და შემდეგი ესის წინ მკვეთრი დამუხრუჭება გვიწევს, გადაცემა კი მეორე საფეხურზე გადაგვყავს. მარცხენა-მარჯვენა მოსახვევები ძალიან ვიწროა და მათ მაქსიმალური ყურადღებით გავდივართ.

ამას მოსდევს 180-გრადუსიანი მოსახვევი, რომელსაც ყველაზე გრძელ სწორზე გავყავართ და ამიტომ, მის სწორად გავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდგე ისევ მკვეთრი დამუხრუჭებაა საჭირო. გადაცემა მეორე საფეხურამდე ჩამოგვყავს. ჯერ მარცხნივ ვუხვევთ, შემდეგ მარჯვნივ. აქ ასფალტი უსწორმასწოროა, რამაც შეიძლება მანქანაზე კონტროლი დაგვაკარგვინოს. მთავარია, რომ რაც შეიძლება, მაქსიმალურად სწორხაზოვანი ტრაექტორია ავირჩიოთ, საჭის მკვეთრი ტრიალი გამოვრიცხოთ და ასე სიჩქარეს შევინარჩუნებთ.

მომდევნო მოსახვევების ბმულის წინ ისევ მუხრუჭები გვჭირდება, გადავდივართ მესამე საფეხურზე. ვუხვევთ მარცხნივ, მარჯვნივ და ისევ მარცხნივ. აქ კარგია, თუ ტრასის გარე რადიუსზე არსებულ კერბს გამოვიყენებთ. ოღონდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ვიცოდეთ, თუ სად მთავრდება ის, რადგან თუ გავცდით, მანქანაზე კონტროლს ადვილად დავკარგავთ.

შემდეგ ისევ მარცხენა მოსახვევს გავდივართ, რომლის წინაც მეორე გადაცემაზე გადავდვართ. თან სიფრთხილე გვმართებს გაზის სატერფულთან, რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს. შემდეგ გავდივართ სასტუმროს წინ, სადაც ორმაგი მარცხენა მოსახვევი გველის. სიჩქარეს ოდნავ ვაგდებთ და ბოლო ორი მოსახვევისთვის ვემზადებით. მთავარია, რომ ამ მოსახვევების გავლისას, სიჩქარე შევინარჩუნოთ, რათა სტარტ-ფინიშის სწორიც მაქსიმალურად სწრაფად გავიაროთ...”

Tuesday, November 9, 2010

ბარიკელოს მომავალი ”უილიამსზეა” დამოკიდებული

Barrichello Says His Future Depends on Williams

9 ნოემბერი

ბრაზილიის დიდი პრიზის სენსაციის ავტორის, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის მსგავსად, ”უილიამსში” დარჩენა არც ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს აქვს გარანტირებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სპონსორული შემოსავლების შემცირების გამო, ფრენკ უილიამსი ეგრეთ წოდებული პაი პილოტის, კერძოდ კი სერია გრან პრი 2-ის ჩემპიონის, ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მიწვევას აპირებს.

და მაინც, ფორმულა 1-ის ყველაზე ხნიერი და გამოცდილი პილოტი ამბობს, რომ ის ”უილიამსთან” მუშაობის გაგრძელებას აპირებს და სურს, რომ ეს მუშაობა რამდენიმე წელს გაგრძელდეს.

”ჩემი მომავალი ”უილიამსზეა” დამოკიდებული. ჩვენ უკვე მომავალი სეზონის მანქანაზე ვმუშაობთ და მინდა, რომ ეს სამუშაო გავაგრძელო. აბუ დაბის შემდეგ კი ”პირელის” საბურავების ტესტირებას შევუდგებით”, - ამბობს რუბინიუ და დასძენს, რომ ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი ფ1-ის გარეშე. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონის რბოლებს ტელეეკრანით უყუროს.

სხვათა შორის, არაა გამორიცხული ასეთი ვარიანტიც: მალდონადოს ”უილიამსი” საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანს და რომელიმე სუსტ გუნდში მის დებიუტს უზრუნველყოფს, რის სანაცვლოდაც, ის ვენესუელური ნავთობკომპანიისგან სოლიდურ თანხას მიიღებს. სავარაუდოდ, ეს სუსტი გუნდი ”ისპანია რეისინგი” იქნება, რომელსაც ”უილიამსი” მომავალ სეზონში ტრანსმისიით უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, ფორმულა 1-ის მაჩანჩალამ, აბუ დანიში სეზონის შემდგომი ტესტებისთვის, მალდონადო უკვე მიიწვია.

და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, ”უილიამსი” იმავე შემადგენლობით იასპარეზებს. თუ არა, დიდი შანსია იმისა, რომ გუნდმა პერსპექტიული ჰულკენბერგი დაიტოვოს. ბარიკელოს კი სხვა გუნდებში გადასვლის შანსიც აღარ მიეცემა, რადგან ვაკანსიები აღარავის აქვს და თუ აქვს, მხოლოდ გადამხდელი პილოტებისთვის, რომლებსაც ზურგს მდიდარი სპონსორები უჭერენ. თუმცა, არის კიდვ ერთი ვარიანტი და ამ ვარიანტს ”რენო” ჰქვია.

ფრანგულ გუნდში რუსი ვიტალი პეტროვის გამოსვლით უკმაყოფილონი არიან, თუმცაღა რუსი სპონსორების ხათრით, მის დათხოვნას არ ჩქარობენ. მაგრამ თუ ”რენო” გადაწყვეტს, რომ საკუთარი სახელი გუნდს აღარ გამოაყენებინოს, მაშინ შესაძლოა, ის ბრიტანულმა კომპანია ”ლოტუსმა” შეისყიდოს, იმ ”ლოტუსმა” რომელიც ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის მიერ შექმნილი საჯინიბოს პირდაპირი შთამომავალია და რომელიც ამ სახელის გამოყენებას მალაიზიელ მილიარდერ ტონი ფერნანდესს და მის გუნდს ეცილება...

და თუ ”ლოტუსი” მართლა დაბრუნდა (ამ შემთხვევაში, ახლანდელ ”ლოტუსს” სახელის გამოცვლა მოუწევს), მაშინ არაა გამორიცხული, რომ პეტროვის ნაცვლად, სწორედ ბარიკელო მიიწვიოს.

Monday, November 8, 2010

რედ ბული” ბოლო ეტაპის სტრატეგიაზე ფიქრობს

Red Bull to Sort Out Drivers Strategy for Abu Dhabi

8 ნოემბერი

”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი (მარცხნივ) და გუნდის კონსულტანტი ჰელმუტ მარკო

..............................

ბრაზილიის დიდ პრიზზე ორმაგი ტრიუმფის წყალობით, ”რედ ბულ რეისინგმა” თავისი არსებობის მანძილზე, პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. თუმცა ეს მხოლოდ კონსტრუქტორთა პირველობის ტიტულია, უფრო მნიშვნელოვანი, პილოტებისა კი ჯერ მოსაპოვებელია. ამიტომ, გუნდი ჯერ ზეიმს არ ჩქარობს და აბუ დაბის რბოლის დაგეგმვაზე ზრუნვას ახლავე იწყებს.

ეს სეზონი ”რედ ბულ რეისინგმა” ბრწყინვალედ ჩაატარა. 18 რბოლაში, მისმა პილოტებმა - ავსტრალიელმა მარკ უებერმა და გერმანელმა 8 გამარჯვება იზეიმეს, 14 პოულ პოზიცია მოიპოვეს და კვარცხლბეკის მეორე და მესამე საფეხური 10-ჯერ დაიკავეს.

ბრაზილიურ რბოლამდე, ”რედ ბულიდან” მხოლოდ უებერი იყო ისეთი, ვისაც ჩემპიონატის ესპანელ ლიდერ ფერნანდო ალონსოსთვის რეალური კონკურენციის გაწევა შეეძლო. ბრაზილიის შემდეგ კი ფეტელის შანსებიც გაიზარდა, თუმცა ოზი პილოტი კვლავ უკეთეს პოზიციაშია.

ამჟამად ალონსო უებერს 8 ქულას უგებს, უებერს კი - 15-ს. ეს კი ნიშნავს, რომ ტიტულის დასაუფლებლად, ორივე პილოტს მარტო საკუთარი გამარჯვება არ ჰყოფნის. ამასთან, უებერს ჩემპიონობისთვის ისიც ეყოფა, თუ აბუ დაბიში ის მოიგებს და ალონსო მეორე ადგილზე ვერ გავა. ამ მხრივ, ფეტელის მდგომარეობა უფრო რთულია. საკუთარ გამარჯვებასთან ერთად, მას სჭირდება, რომ ალონსოს უებერის გარდა, კიდევ ორმა პილოტმა აჯობოს, ამის პოტენციალი კი სხვა გუნდებს, მათ შორის, ”მაკლარენსაც” კი, არ გააჩნიათ.

აშკარაა, რომ რბოლის დროს ალბათ დადგება მომენტი, როდესაც ”რედ ბულის” ხელმძღვანელობას ფეტელსა და უებერს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამიტომ, ისინი ახლავე ცდილობენ ოპერატიული ტაქტიკური მონახაზის შედგენას და ალბათ მას პილოტებსაც გააცნობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათგან მოულოდნელ წინააღმდეგობას არ წააწყდნენ.

”ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ აბუ დაბიში, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც მომზადებულები ჩავიდთ. იქ პილოტთა ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, იქამდე კი ჩვენს პილოტებს შევახსენებთ, რომ ისინი გუნდური მოთამაშეები არიან”, - გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” კონსულტანტმა, წარსულში თავადაც ფ1-ის პილოტმა ჰელმუტ მარკომ.

ფეტელი ბოლომდე იბრძოლებს

Vettel Will Push for Title in Abu Dhabi

8 ნოემბერი

ბრაზილიაში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ მიუხედავად ჩემპიონატის ლიდერ ფერნანდო ალონსოსთან სოლიდური ჩამორჩენისა, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო წრემდე ბრძოლას აპირებს და იმედოვნებს, რომ საწადელს მიაღწევს. ბოლო ეტაპის წინ, ფეტელი ალონსოს 15 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტულის მოსაპოვებლად, ფეტელს მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის.

სხვათა შორის, ქულების დარიცხვის ძველი სისტემითაც ასე იქნებოდა. მართალია, იმ სისტემით ალონსოსა და ფეტელს შორის სხვაობა 6 ქულა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გერმანელს ჩემპიონობისთვის მარტო თავისი გამარჯვება არ ეყოფოდა.

აბუ დაბიში გამარჯვების გარდა, ტიტულის დასაუფლებლად ფეტელს სჭირდება, რომ ალონსომ რბოლა მე-5 ადგილზე, ან უარეს პოზიციაზე დაასრულოს. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს, ვინც ჩემპიონი გახდება, თუ თავად მოიგებს და ალონსო ფინიშთან მეორე ვერ მივა. სწორედ მეორე ადგილია ის ქვედა ზღვარი, რომელიც ესპანელ პილოტს ნებისმიერ შემთხვევაში მოაპოვებინებს მესამე ტიტულს.

”მე ასე ვფიქრობ - სხვაობა 25 ქულა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩემპიონობის არანაირი შანსი არ მექნებოდა. მაგრამ 15-ქულიანი სხვაობა შანსს მინარჩუნებს და მე ამ შანსის გამოყენებას ვაპირებ. ალონსოს ცუდს არაფერს ვუსურვებ, მაგრამ არც იმაზე ვიდარდებ, თუ მისი მანქანიდან ამოსულ ბოლს დავინახავ. რა თქმა უნდა, მე ჩემს საქმეზე ვარ ფოკუსირებული და ვცდილობ, რომ მანქანისგან მაქსიმუმი მივიღო. ვეცდები, აქაური წარმატება აბუ დაბიშიც გავიმეორო და მერე ვნახავ, რა იქნება”, - ამბობს ფეტელი.

Sunday, November 7, 2010

რედ ბულ რეისინგი” ჩემპიონია!

ალონსომ კი ლიდერობა შეინარჩუნა

Brasilian Grand Prix

7 ნოემბერი

”რედ ბული ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს. მარცხნიდან: ფეტელი, ქრისტიან ჰორნერი და უებერი
..............................

ბრაზილიის დიდ პრიზზე კონსტრუქტორთა პირველობის გამარჯვებული გაირკვა, პილოტების ჩემპიონის ვინაობას კი ერთ კვირაში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ გავიგებთ, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს. ბრაზილიაში კი დამსახურებული გამარჯვება ”რედ ბულ რეისინგმა” იზეიმა, რომელმაც რბოლა დუბლით მოიგო და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი დარჩა.

ფინიშთან პირველი გერმანელი სებასტიან ფეტელი მივიდა, რომელმაც 4 წამით აჯობა თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს და თითქმის 7 წამით - ჩემპიონატის ლიდერს, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს. სწორედ ეს სამი პილოტი გაარკვევს აბუ დაბიში საუკეთესოს ვინაობას. მართალია, ჩემპიონობის თეორიულ შანსს ”მაკლარენის” ბრიტანელი ლუის ჰამილტონიც ინარჩუნებს, თუმცა ის საწადელს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ პირველ სამს კატასტროფულად არ გაუმართლებს. და მაინც, გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს, ამ სეზონში...

ფეტელმა ამ სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით უებერს გაუტოლდა
..............................

სხვათა შორის, 2004 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ ბრაზილიაში ჩემპიონი არ გაირკვა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ალონსო თავის მესამე ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მართალია, მისმა უახლოესმა მდევარმა უებერმა ჩამორჩენა 11-დან 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნვს, რომ უებერს ჩემპიონობისთვის მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის. საწადლის მისაღწევად, მას სჭირდება, რომ თვითონ მოიგოს და ალონსო მეორეზე არ გავიდეს. ესპანელს კი მეორე ადგილიც ჰყოფნის. რაც შეეხება ფეტელს კი საქმე გაცილებით რთულად აქვს - ის ”ფერარის” პილოტს 15 ქულით ჩამორჩება და თავისი გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ აბუ დაბიში ალონსო მე-5 ადგილზეც კი ვერ გავა.

გუნდურ ჩათვლაში, ”რედ ბულს” 469 ქულა დაუგროვდა, ”მაკლარენის” სათვალავში კი 421 ქულაა. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ რბოლაში მაქსიმუმ 43 ქულის აღებაა შესაძლებელი, ავსტრიული კომპანიის საჯინიბო ინგლისურისთვის მიუღწეველია.

”რედ ბულ რეისინგის” დუბლი
..............................

”შესანიშნავი დღეა. მთელი რბოლის განმავლობაში, მანქანამ კარგად იმუშავა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემით”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ახლა ლიდერი იქნებოდა, კორეული რბოლის დროს, მისთვის ”რენოს” ძრავს რომ არ ეღალატა (რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ის თავის ლიდერობას ბოლომდე შეინარჩუნებდა).

ფეტელმა ლიდერობა ხელთ სტარტზევე იგდო მას შემდეგ, რაც პოულის მფლობელ თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგს პირველივე მოსახვევამდე გაუარა. მის მაგალითს მალე უებერმაც მიბაძა და ორივე ”რედ ბული” მაშინვე დაწინაურდა. ჰამილტონმაც სცადა იგივე, მაგრამ სანამ პოულის მოულოდნელ მფლობელს გაასწრებდა, მეორე წრეზე, ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას შეცდა და ალონსოს გასწრების საშუალება მისცა. აქედან მოყოლებული, რბოლის ლიდერი მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა ფეტელმა ბოქსში რეზინის შესაცვლელად შეუხვია.

ფეტელმა უკვე გაასწრო ჰულკენბერგს, ჰამილტონი (ზედა მარჯვნივ) კი უებერს უტევს

..............................

რბოლის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა მოულოდნელი ინტრიგა გაჩნდა - ავარია მოუვიდა ვიტანტონიო ლიუცის, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. მისმა ტემპმა ”რედ ბულების” დიდი უპირატესობა გააქრო, თუმცა ტრასიდან მისი გასვლის შემდეგ, ორივემ სწრაფად აღადგინა წონასწორობა და ალონსოს მიახლოების საშუალება ფინიშამდე აღარ მისცა.

ბრაზილიის დიდი პრიზი

ინტერლაგუში. ტრასის სიგრძე 4.309 კმ, 71 წრე, დისტანცია 305.909 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:33:11.803

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +00:04.243

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:06.807

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:14.634

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:15.593

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:35.320

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:43.456

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1 წრე

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1 წრე

16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

17. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

22. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 6 წრე

კ.გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 9 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 26 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა, კ.გ. - კლასიფიკაციის გარეშე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი 1:13.851, 66-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 246 ქულა; 2. მარკ უებერი - 238; 3. სებასტიან ფეტელი - 231; 4. ლუის ჰამილტონი - 222; 5. ჯენსონ ბატონი - 199; 6. ფელიპე მასა - 143; 7. ნიკო როსბერგი - 130; 8. რობერტ კუბიცა - 126; 9. მიხაელ შუმახერი - 72; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 11. ადრიან სუტილი - 47; 12. კამუი კობაიაში - 32; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 22; 14. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 15. ვიტალი პეტროვი - 19; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დ ლა როსა (ესპანთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 469 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 421; 3. ფერარი - 389; 4. მერსედესი - 202; 5. რენო - 145; 6. უილიამს-კოსუორტი - 69; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 68; 8. ზაუბერ-ფერარი - 44; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

Saturday, November 6, 2010

სენსაცია სახელად ჰულკენბერგი

Hulkenberg puts Williams on pole in Brazil

6 ნოემბერი

მიმდინარე სეზონში ”რედ ბულის” პილოტებს კვალიფიკაციაზე ”მაკლარენის” და ”ფერარის” პილოტებიც კი ვერ სჯობნიან, მაგრამ ბრაზილიაში თავზე ყველას ფორმულა 1-ის დებიუტანტი, ”უილიამსის” გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი გადაახტა, ვისაც ინგლისურ გუნდში მომავალი სეზონისთვის ადგილი გარანტირებულიც კი არ აქვს.

რა თქმა უნდა, ეს დიდი სენსაციაა, რომელსაც თავად პილოტიც, რა თქმა უნდა, არ ელოდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს სენსაცია შესაძლებელი წვიმიანმა ამინდმა გახადა. ჰულკენბერგი აქამდე კვალიფიკაციის მესამე ეტაპზეც იშვიათად გადიოდა, დღეს კი ჩემპიონობისთვის მებრძოლი ყველა პილოტი დაჩრდილა და თავის კარიერაში პირველად დაეუფლა პოულ პოზიციას.

დაჩრდილაო, რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, იმასაც ვგულისხმობთ, რომ უახლოესი მდევარი, ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი, ვისაც ამ სეზონში, 9 პოული აქვს მოგებული და ”უილიამსის” პილოტი რომ არა, მეათედაც შეძლებდა რბოლის მოწინავე პოზიციიდან დაწყების უფლების მოპოვებას, წამზე მეტით ჩამოიტოვა.

ავსტრალიელი მარკ უებერი მესამე ადგილს დასჯერდა, მის გვერდით კი სტარტზე ლუის ჰამილტონი დადგება, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ჩემპიონატის ლიდერი ფერნანდო ალონსო. მხოლოდ მე-11 ადგილს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც ”რენოს” რუსი ახალბედას, ვიტალი პეტროვის ჯობნაც კი ვერ შეძლო და როგორც ჩანს, ბრაზილიაშივე ტიტულის შენარჩუნების თეორიულ შანსსაც დაკარგავს.

ჰულკენბერგმა თავის ტიტულოვან გუნდს, 2005 წლის შემდეგ, პირველი პოული მოუპოვა. მანამდე, ”უილიამსის” ბოლიდით ბოლო პოული გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს (ნურბურგრინგზე) ჰქონდა მოპოვებული. ”კოსუორტის” ძრავით კი ბოლო პოული ბრაზილიაშივე, 2004 წელს, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მოიპოვა.

”ეს განსაცვიფრებელია. ახლაც არ მჯერა, რომ ეს შევძელი. როგორც ჩანს, სწორად მოვიქეცით, როდესაც ბოლო ცდაზე სლიკებით გამოვედით. რა თქმა უნდა, ეს ბიჭები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და არ მინდა, მათ ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს არ გავაკეთებ. მეექვსე ადგილისთვის, ჩვენ არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გვაქვს ”ფორს ინდიასთან”. იმედია, დღეს მოპოვებულ უპირატესობას ხვალინდელ რბოლაში გამოვიყენებ და შინ ბლომდ ქულებს გავიყოლებთ”, - განაცხადა ჰულკენბერგმა.

”თავიდან ვიფიქრე, რომ წამის მეათედით წავაგე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ მეათედის გარდა, კიდევ წამი მქონდა წაგებული. მოკლედ, ნიკომ დღეს ყველას გვაჯობა”, - განაცხადა ფეტელმა.

”ძალიან, ძალიან ძნელი იყო დღეს შეცდომის არდაშვება. რაც შემეძლო, გავისარჯე და როგორც ჩანს, ამაზე მეტის მიღწევა ამჯერად შეუძლებელი იყო. თუმცა, ჩემი სასტარტო პოზიციით კმაყოფილი ვარ. ნიკოს კი ვულოცავ. მან ყველა დანრჩენს ერთი თავით გვაჯობა”, - განაცხადა უებერმა.

ბრაზილიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:14.470

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.519

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:15.637

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.747

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.989

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:16.203

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:16.552

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.925

9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:17.101

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:17.656

- - - - - - - - - -

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.288

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:19.385

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:19.486

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:19.581

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:19.847

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:19.899

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:20.357

- - - - - - - - - -

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:20.830

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:22.130

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:22.250

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:22.378

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:22.810

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:23.083

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:23.796

Friday, November 5, 2010

პრაქტიკებზე ფეტელი უებერზე სწრაფია

Vettel beats Webber in Brazil GP practice

5 ნოემბერი

როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, ბრაზილიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზეც ყველაზე სწრაფები ”რედ ბულის” პილოტები იყვნენ, შიდაგუნდურ პაექრობაში კი ორივე სესიაზე გერმანწლმა სებასტიან ფეტელმა (ფოტოზე) ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს აჯობა.

მართალია, უებერმა წინა დღეს განაცხადა, რომ გუნდი მორალურად უფრო ფეტელს ემხრობა, მაგრამ ამ განცხადებით აგორებული ჭორები, თითქოს ამ სეზონის შემდეგ, ”რედ ბულიდან” წასვლას აპირებს, თავადვე უარყო. მანამდე კი მანქანის მუშაობა მოიწონა და იმედი გამოთქვა, რომ ის კვალიფიკაციასა და რბოლაშიც ასევე კარგად და გამართულად იმუშავებს.

”არ ვიცი, ხვალ და ზეგ ამინდი რას გვიმზადებს, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგად აეწყო. მანქანაც კარგად მუშაობს და ჩვენც ძალიან სწრაფები ვართ. ასე რომ, კარგი შედეგებისთვის ბრძოლას ვაპირებთ”, - ამბობს უებერი.

ფერნანდო ალონსო, ვისაც მესამე ტიტულის მოპოვება ბრაზილიაშივე შეუძლია, რისთვისაც თავის გამარჯვებასთან ერთად, მეტოქეთა ცუდი შედეგებიც სჭირდება, ორი პრაქტიკის ჯამში მესამე იყო, თუმცა პირველ სესიაზე ის მხოლოდ მე-13 შედეგს დასჯერდა.

სხვათა შორის, პირველ სესიაზე მის მანქანაზე ძრავი გაჭირვეულდა, თუმცა გუნდმა პრობლემის აღმოფხვრა შესძლო და მეორე სესიაზე ესპანელი ისევ სწრაფი იყო. ყოველივეს მიუხედავად, ”ფერარი” სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ძრავი წესრიგშია და თავისი რესურსის ბოლომდე გამართულად იმუავებს. და მაინც, ეს ის ძრავია, რომელიც სეზონის დასაწყისში, ბაჰრეინშივე მოხსნეს მანქანიდან, რადგან მისი მუშაობის გამართულობა ეჭვს ბადებდა.

ორივე სესიის შემდგ, ალონსომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისთვის მთავარია, რომ ორივე ”მაკლარენზე” წინ იყოს. ამასთან, ის არ მალავს, რომ წვიმის იმედი აქვს, თუმცა აშკარაა, რომ სველ ტრასაზე ბევრი მოულოდნელობა შეიძლება მოხდეს და ამით ყველაზე მეტად სწორედ ის დაზარალდეს. დაკიდევ, ალონსო თვლის, რომ მისი მთავარი კონკურენტი უებერი კი არა, ფეტელია, რომელსაც გუნდისგან დიდი მხარდაჭერა აქვს. არადა, მას 25 ქულას უგებს, როცა უებერი 11 ქულით ჩამორჩება.

ორის სესიის ჯამში, ფეტელმა უებერს 0.104 წამით აჯობა, თუმცა პირველ სესიაზე მასზე თითქმის ნახევარი წამით სწრაფი იყო.

პირველ სესიაზე მესამე, მეორეზე კი მეოთხე შედეგი ჰქონდა ლუის ჰამილტონს, ვინც ალონსოს 21 ქულით ჩამორჩება. ბრიტანელი თავისი ”მაკლარენის” მუშაობით კმაყოფილი დარჩა, თუმცა ისიც აღიარა, რომ მანქანას მოსახვევებში გზასთან ჩაჭიდება აკლია. ჰამილტონიც წვიმის იმედზეა და ფიქრობს, რომ სველ ტრასაზე, კვალიფიკაციაში გამარჯვების შანსი ექნება.

ბრაზილიის დდ პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:12.328

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:12.810

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.845

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.267

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:13.370

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:13.516

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:13.546

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:13.643

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:13.918

10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:14.000

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:14.004

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:14.155

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:14.246

14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:14.267

15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:14.370

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:14.487

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:14.618

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:14.734

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:15.603

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:15.860

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:16.057

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:16.707

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:16.839

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:17.360

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:11.968

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:12.072

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:12.328

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.656

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:12.677

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:12.882

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.206

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:13.222

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:13.333

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:13.346

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:13.520

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:13.610

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:13.725

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:13.741

15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:13.818

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:14.045

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:14.304

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:14.578

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:14.984

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:15.101

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:15.433

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:16.070

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:16.082

24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:16.150

უებერი: ფეტელი ”რედ ბულის”ფავორიტია

Webber: Vettel is Red Bull's favourite

5 ნოემბერი

ბრაზილიის დიდი პრიზის წინ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ”ემოციურად უფრო მის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის მხარეზეა”.

ამ სეზონის განმავლობაში, შიდაგუნდური ფავორიტიზმის თემა ”რედ ბულში” რამდენჯერმე წამოიჭრა. განსაკუთრებით აქტუალური კი ის თურქული რბოლის შემდეგ გახდა, რომლის დროსაც, ფეტელი რბოლის ლიდერ უებერს დაეჯახა. სილვერსტოუნის კვალიფიკაციის წინ კი ოზ პილოტს ფეტელისთვის იმ ახალი წინა ფრთის დათმობა მოუხდა, რომელიც ინგლისურ ეტაპამდე გუნდმა შეიმუშავა.

ბრაზილიის რბოლამდე, ჩემპიონატს ”ფერარის” ესპანელი ფერნანდო ალონსო ლიდერობს, რომელსაც უებერი 11 ქულით, ფეტელი კი 25 ქულით ჩამორჩება. მართალია, გერმანელს ჩემპიონობის გაცილებით მცირე შანსები აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ავსტრიული გუნდი მაინც არ აპირებს ბრაზილიაში უებერის ლიდერად გამოყვანას და ორივე პილოტს თანაბარ მხარდაჭერას პირდება.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, გუნდი ორივე პილოტს თანაბარი მხარდაჭერით უზრუნველყოფს, თუ არა, უებერი პასუხობს: ”ტექნიკურად, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგადაა. თუმცა იგრძნობა, რომ გუნდი მორალურად უფრო სებასტიანის მხარეზეა. რა თქმა უნდა, ის გუნდის მომავალია და ეს არც მიკვირს. ყველაფერი ძალიან კარგადაა. შესანიშნავი მანქანა მაქვს და ეს იმის საშუალებას მაძლევს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ცხოვრებაშიც ასეა. იმ ადამიანებთან ყოფნას ვარჩევ, ვისთან ყოფნაც სიამოვნებას მანიჭებს. ასეა აქაც. ცხოვრებაა ასეთი და ყოველთვის ასე იქნება”.

ავსტრალიელი დასძენს, რომ შესაძლოა, ”რედ ბულ რეისინგი” დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჯიუტად აგრძელებს მიუმხრობლობის დაცვას. მისი თქმით, ასე შეიძლება ორივე ტიტული დაიკარგოს.

”მე მრბოლი ვარ და ვფიქრობ, რომ რისკი გაცილებით იზრდება, როცა თანაგუნდელი არაფერს გითმობს. თუ ბოლომდე ასე გავაგრძელეთ, შეიძლება ორივე ჩათვლაში ტიტულები სხვას დარჩეს. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. უკეთესი იქნება, თუ ამ თემაზე მათ ჰკითხავთ, ვინც გუნდს ხელმძღვანელობს”.

კითხვაზე, მასზე წინ ფეტელი რომ ყოფილიყო, თავად როგორ მოიქცეოდა, უებერი პასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია: ”ამაზე ლაპარაკი ძნელია. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ როგორ მოვიქცეოდი. ამაზე ფიქრია საჭირო, თუმცა ეს არაფერს მომცემს. სხვადასხვა მიზეზის გამო, სები ამ სეზონში ლიდერი არ ყოფილა, მე კი ჩემპიონატის დიდ ნაწილს ვლიდერობდი. მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს. სულ ორი რბოლა დაგვრჩა და ყველაფერი ბრაზილიასა და აბუ დაბიში გადაწყდება”.

უებერი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ჩემპიონი ვერ გახდეს, ის მაინც კმაყოფილი დარჩება თავისი გამოსვლით: ”სეზონის დასაწყისში ჩემთვის რომ გეთქვათ, ოთხ რბოლას მოვიგებდი, ცხრაჯერ კვარცხლბეკზე ავიდოდი და ჩემპიონობის რეალური შანსი მექნებოდა, ვიფიქრებდი, დამცინიან მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სენსაციური სეზონია. ჯერაც შემიძლია მისი დაგვირგვინება და ვეცდები, ეს შევძლო. თუ არა, რას ვიზამ, აბუ დაბის რბოლის მეორე დილას, მზე ნებისმიერ შემთხვევაში ამოვა”.

დაბოლოს, უებერმა აბსურდული უწოდა გერჰარდ ბერგერის გამონათქვამს - ავსტრიელი მას ბრალს სდებს იმაში, რომ კორეაში მომხდარი ავარიის მომენტში, სპეციალურად არ გააჩერა ნაავარიები მანქანა იმ იმედით, რომ რომელიმე თავისი მეტოქის დამტვრევასაც შეძლებდა.

”მახსოვს, გერჰარდსაც თავის დროზე მოსდიოდა ავარიები... ერთის თქმა შემიძლია, სხვებს გამიზნულად ხიფათს არასდროს შევუქმნი. ისე, საინტერესოა - მანქანაზე კონტროლი დავკარგე და ავარიაც ამის გამო მომივიდა, მაგრამ იმდენად ვაკონტროლებდი მას, რომ სხვას დავჯახებოდი? გენიოსი ვყოფილვარ, ასე არ არის?”

Wednesday, November 3, 2010

ბრაზილიის დიდი პრიზი - ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Brasilian GP

3 ნოემბერი

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა მხოლოდ ორი რბოლა, რომლებზეც ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. თუმცა, შესაძლოა, აბუ დაბიში დიდი პრიზების ქარავანი ისე ჩავიდეს, რომ ჩემპიონის ვინაობაც გარკვეული იყოს. და თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი ფერნანდო ალონსო მესამედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა, ახლა მარჩიელობა არაფრის მომცემია და დროა, ბრაზილუირი რბოლისთვის განვეწყოთ. ინტერლაგუშის ტრასაზე კი მეგზურობას ჩვენ ტრადიციულად ალონსოს მთავარი მეტოქე - ავსტრალიელი მარკ უებერი გაგვიწევს, რაშიც მას ”რედ ბულ რეისინგის” ულტრათანამედროვე სიმულატორი დაეხმარება.

მარკ უებერი: ”ბრაზილიის დიდი პრიზი ჩემთვის გზებზე საცობებთან, უცნაურ ამინდთან და ლამაზ გოგონებთან ასოცირდება. ინტერლაგუშის სიგრძე 4.3 კილომეტრია, სულ 71 წრის გავლა გვიწევს, რაც ჯამში 306 კილომეტრია. ტრასას ოთხი ჩქაროსნული მონაკვეთი ორი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 314 კმ/სთ-ს აღწევს.

პირველი მოსახვევის წინ, მაქსიმალურად გვიან და ინტენსიურად ვამუხრუჭებთ. ამ მოსახვევს გარეთ დახრილი პროფილი აქვს და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს. შემდეგ გავდივართ სენას ესებს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახვევის მეორე ნაწილის სუფთად გავლას.

ამას მოსდევს მარცხენა, გრძელი მოსახვევი, რომელსაც ინტენსიური აჩქარებით გავდივართ. შემდეგ საპირისპირო მიმართულებით სწორი მონაკვეთია, რის ბოლოსაც ისევ მკვეთრად ვამუხრუჭებთ. შევდივართ კიდევ ერთ მარცხენა მოსახვევში, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავიაროთ სრული სვლით, თუმცა წვიმაში აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ამას მოსდევს ტრასის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი: მარჯვენა ორმაგი მოსახვევი ძალიან სწრაფია და ის ყველა მრბოლს მოსწონს. აქედან გზა გორაკზე ადის, სადაც მარჯვენა ვიწრო მოსახვევი გველის. აქ აპექსის დანახვა ბოლო მომენტამდე შეუძლებელია, რაც საქმეს ართულებს. ამ მოსახვევს ძალიან ნელი მარცხენა მოსახვევი მოჰყვება, რის შემდეგაც, ტრასა ჯერ დაღმართში მიდის, შემდეგ კი ისევ აღმართს ავუყვებით, სადაც აჩქარებას ვასწრებთ.

ამის შემდეგ ისევ მეტად ვიწრო, მარჯვენა მოსახვევში შევდივართ, სადაც ყველაფერს ვაკეთებთ რიტმის შესანარჩუნებლად. ამ მოსახვევს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი იწყება, რომელიც ისევ აღმართს მიუყვება და ბოქსების გასწვრივ გავყავართ.

სულ ეს არის, წრე საკმაოდ მოკლეა, თუმცა მის კარგად გასავლელად, გვარიანი გარჯაა საჭირო.