ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 24, 2010

ალონსო გაოცებულია, რომ ”რედ ბულს” არ ჩამორჩა

Alonso surprised to match Red Bull

24 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციას ორი გმირი ჰყავს - პოულის მფლობელი სებასტიან ფეტელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო, ვისაც სანუკვარ მიზნამდე სულ რაღაც 0.002 წამი დააკლდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ის თავისი შედეგით კმაყოფილი ჩანდა.

არადა, 2008 წლის შემდეგ, ”ფერარის” პოულ პოზიცია არ მოუპოვებია და კვალიფიკაციაზე ალონსოს გამარჯვება იტალიური გუნდისთვის ძლიერ სასუხარულო იქნებოდა. და მაინც, მარანელოელები თავიანთი წინსვლით კმაყოფილები არიან.

”ვფიქრობ, კმაყოფილების საფუძველი გვაქვს. ამ სეზონში, რბოლას წინა რიგიდან პირველად ვიწყებთ და ეს აშკარა წინსვლაა. აქ ჯერ კიდევ თავისუფალი პრაქტიკებისას გამოჩნდა, რომ სწრაფები ვიყავით. რაც მთავარია, მანქანა კარგად მუშაობს, რაც თავდაჯერებას მმატებს. კვალიფიკაციის სამივე ნაწილში სწრაფი ვიყავი და მართალია, პოული ვერ მოვიპოვე, მაგრამ ქულებს შაბათს კი არა, კვირის რბოლაში იძლევიან. ვეცდებით, ხვალაც ისევე კარგად გამოვიდეთ, როგორც დღეს და ბლომად ქულას მოვუყაროთ თავი”, - ამბობს ალონსო.

ესპანელი დასძენს, რომ გერმანიაში ის ასეთ შედეგს არ ელოდა. მითუმეტეს, მისთვის გასაკვირი იყო, როცა აღმოაჩინა, რომ კვალიფიკაციის მესამე, გადამწყვეტ ნაწილშიც, ”რედ ბულის” მანქანები სიჩქარით მას ბევრით ვერ სჯობდნენ. არადა, ”წითელი ხარები” ამ სეზონის კვალიფიკაციებზე აშკარად დომინირებენ - 11-დან 10 პოული სწორედ მათი ნადავლი გახდა.

”საერთოდ, ”რედ ბულის” მანქანები კვალიფიკაციის მიწურულს უფრო სწრაფებია, ვიდრე ვარჯიშებსა და თუნდაც კვალიფიკაციის დასაწყისში. გუშინდელ პრაქტიკებზე ჩვენ მათტან ძალიან ახლოს ვიყავით და ძალიან გაოცებულები დავრჩით იმით, რომ კვალიფიკაციის ბოლომდე ვიბრძოლეთ. 10 რბოლა დაგვჭირდა იმისათვის, რომ კვალიფიკაციის რბოლაში გამარჯვებისთვის გვებრძოლა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერებისგან ძალიან ახლოს ვართ”, - ამბობს ალონსო, რომელმაც მოწინავე სასტარტო რიგიდან ბოლოს შარშან, უნგრეთის დიდ პრიზზე დაიწყო, ოღონდ, მაშინ ”რენოს” მანქანით ასპარეზობდა.

ჰამილტონს ”მაკლარენის” სიჩქარე არ ალმაყოფილებს

Hamilton says McLaren not fast enough

24 ივლისი

”მაკლარენი” გერმანიის დიდ პრიზზე ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორებით იასპარეზებს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს სიახლე მისი მანქანების სისწრაფეზე დადებითად ასახულიყო, პირიქით მოხდა - ლუის ჰამილტონიც და ჯენსონ ბატონიც აცხადებენ, რომ მათსა მანქანებს სიჩქარე აკლია. მათი აზრით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ისინი გერმანიის დიდი პრიზის რბოლას მესამე სასტარტო რიგიდან დაიწყებენ.

”ეს ისაა, რაზეც ამდენ ხანს ვლაპარაკობ და მგონი, არავინ მიჯერებს: ამ მომენტში, ჩვენ მესამე საუკეთესო გუნდი ვართ და სიჩქარე გვაკლია. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და რბოლების პერიოდში, საქმეს სხვაზე უკეთ ვართმევთ თავს”, - ამბობს ჩემპიონატის ლიდერი ჰამილტონი და დასძენს, რომ სულაც არ უკვირს, რომ მის წინ ოთხი მანქანაა.

”რა თქმა უნდა, ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს მხოლოდ მეექვსე ვიქნებოდი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ მესამე უსწრაფესი გუნდი ვართ. თანაც, იმ ორმა გუნდმა, რომლებიც ჩვენს წინ არიან, დღეს ჩვენზე უკეთაც იმუშავეს. თანაც, უნაკლო არც ჩემი წრე იყო. კმაყოფილი არც ჩემი გამოსვლით ვარ, თუმცა თავი ნამდვილად არ დამიზოგავს”, - ყვება ჰამილტონი.

თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, მას იმედი აქვს, რომ რბოლას უკეთესი შედეგით დაასრულებს: ”ხვალ სუფთა სტარტი მჭირდება, მერე კი აუცილებლად ბევრ ქულას მოვიპოვებ. ჩემი მანქანა სარბოლ რეჟიმში უკეთესია და ვფიქრობ, ეს ბრძოლის საშუალებას მომცემს”.

უებერმა შეცდომა აღიარა

Webber laments Q3 driving mistake

24 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ავსტრალიელი მარკ უებერის (სურათზე, ასპარეზობისას) გამოსვლას თავისუფლად შეეძლოს წარუმატებელი. საქმე მარტო ის არაა, რომ მან მეოთხე შედეგი აჩვენა. არამედ ისიც, რომ პოულის მფლობელს, თავის გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს თითქმის 0.7 წამით ჩამორჩა.

ყველაფერი კი თურმე იმ შეცდომის ბრალია, რომელიც მან კვალიფიკაციის მიწურულს, პირველი მოსახვევის გავლისას დაუშვა. თუმცა, ის მაინც აღიარებს, რომ ამ შეცდომის გარეშეც, მხოლოდ მესამე ადგილის იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა. მოკლედ, უებერის თქმით, ეს ამ სეზონში მისი ყველაზე უარესი კვალიფიკაცია იყო.

”როგორც ჩანს, მოსახვევში შესვლა გვიან და ძალიან გარე რადიუსიდან დავიწყე, რის გამოც, ტრაექტორიაზე დაბრუნება გამიჭირდა. ეს კი მხოლოდ ჩემს თავს შეიძლება დავაბრალო. ბოლო წრეზე, მესამე პოზიცია ფელიპე მასას დავუთმე. ის შეცდომა რომ არა, ალბათ მესამე მე ვიქნებოდი. მოკლედ, ეს ჩემი საუკეთესო კვალიფიკაცია არ იყო. ვნახოთ, რას შევძლებ რბოლაში”, - ამბობს უებერი და დასძენს:

”ვიცოდი, რომ კვალიფიკაციაზე განსხვავებები მინიმალური იქნებოდა - აქ შედარებით მოკლე ტრასაა. სებასტიანი შესანიშნავად გაისარჯა და პოულიც მოიპოვა. ეს კი ”რედ ბულ რეისინგისთვის” ძალიან კარგია”.

ფეტელის საშინაო პოული

Sebastien Vettel takes pole for home German GP

24 ივლისი

მასა, ფეტელი და ალონსო კვალიფიკაციის შემდგომ ფოტო სესიაზე
........................................

”რედ ბულის” პილოტებს საკვალიფიკაციო რბოლებში ბადალი კვლავ არ ჰყავთ - გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ავსტრიული გუნდის გერმანელმა პილოტმა, სებასტიან ფეტელმა მოიგო, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს, სულ 0.002 წამით აჯობა.

”ფერარის” რეალური შანსი ჰქონდა, 2008 წლის შემდეგ, პირველად მოეპოვებინა პოულ პოზიცია, მაგრამ ფეტელმა იტალიურ გუნდს ეს სიხარული არ მიანიჭა. თავად კი მეექვსედ დაიწყებს რბოლას მოწინავე პოზიციიდან. ცნობისათვის, ამ სეზონში ჩატარებულ 11 საკვალიფიკაციო რბოლაში, ”რედ ბულის” პილოტებს 10 პოული აქვთ მოპოვებული.

ფეტელმა ამ სეზონში მექვსე პოული მოიპოვა
........................................

”ძალიან მაინტერესებს, წამის ორი მეათასედი რა მანძილის ტოლფასია. ისე კი, ეს თითქმის არაფერია. მთავარი ბრძოლა ხვალ გვექნება და ვფიქრობ, წითელი მანქანების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ალონსოს შედეგი საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წამებზე გააუმჯობესა და ზედიზედ მესამე პოული მოიპოვა.

მესამე შედეგი ”ფერარისავე” ბრაზილიელ პილოტს, ფელიპე მასას აქვს, მეოთხეზე კი ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი, მარკ უებერია, რომელმაც რბოლის ბოლო, მისთვის საუკეთესო წრის გავლისას, მცირე შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში უებერს სამი ეტაპი აქვს მოგებული.

ალონსოს პოული ბოლო წამებზე ცხვირწინ ააცალეს

........................................

გერმანიის დიდ პრიზს მესამე სასტარტო რიგიდან დაიწყებენ ”მაკლარენის” ბრიტანელი პილოტები - მსოფლიო ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი. ბატონმა მეხუთე საუკეთესო დრო დააფიქსირა და ამ ჩინური ეტაპის შემდეგ, პირველად მოუგო თანაგუნდელს კვალიფიკაცია.

მართალია, პოული ცხვირწინ ააცალეს, მაგრამ ალონსო მეორე ადგილითაც კმაყოფილი დარჩა. ეს გასაგებია - გერმანიაში მან დაამტკიცა, რომ ჯერაც შესწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლის უნარი და ამის იმედს მას ის პროგრესი აძლევს, რაც ”ფერარის” აშკარად ეტყობა.

”საწუწუნო არაფერი გვაქვს. როგორც იქნა, კვალიფიკაციაშიც შევძელით თავის გამოჩენა. პოული ხელიდან გავუშვით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. ქულებს კვირას დავითვლით და არა შაბათს”, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ვინც ბრიტანული ეტაპის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ სეზონშივე აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

კვალიფიკაცია პირველ ფაზაში რვა წუთით, მას შემდეგ შეჩერდა, რაც პიტლეინის კედელს დაეჯახა ”ფორს ინდიას” იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი. პილოტი ავარიას უვნებელი გადაურჩა და ის რბოლას ბოლოსწინა რიგიდან დაიწყებს.

გერმანიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:13.791

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:13.793

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:14.290

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.347

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.427

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.566

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:15.079

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.109

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.179

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:15.339

- - - - - - - - - -

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:15.026

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.084

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:15.307

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.467

15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:15.550

16. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:15.588

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:15.974

- - - - - - - - - -

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:17.583

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:18.300

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:18.343

21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:18.592

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:18.952

23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:19.844

24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) დროის გარეშე

Friday, July 23, 2010

”ფერარიმ” სისწრაფეს მოუმატა

Hamilton crashes, Alonso sets the pace

23 ივლისი

ალონსომ ”ფერარის” იმედი დაუბრუნა
..............................
გერმანიის მიწა ფორმულა 1-ის ქარავანს უამინდობით დაუხვდა. ყოველ შემთხვევაში, პირველი თავისუფალი პრაქტიკა წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, სველმა ტრასამ კი პილოტებს შეცდომები გაუადვილა. ვარჯიშის ყველა მონაწილემ, ერთხელ მაინც დაკარგა თავის მანქანაზე კონტროლი. მათში ყველაზე მეტად კი ლუის ჰამილტონმა იზარალა, რომელმაც თავისი ”მაკლარენი” გვარიანად დააზიანა.
შუმახერმა ორი განსხვავებული ვარჯიში ჩაატარა
..............................
ჰამილტონს მეორე პრაქტიკაც თითქმის მთლიანად გაუცდა. მხოლოდ ბოლო 12 წუთი შეძლო ასპარეზობა, თუმცა ესეც ეყო იმისათვის, რომ მეშვიდე საუკეთესო დრო დაეფიქსირებინა. მაგრამ მისთვის და მისი თანაგუნდელ ჯენსონ ბატონისთვის ორივე პრაქტიკა მაინც მნიშვნელოვანი გამოდგა - მათი დასრულებისთანავე, ”მაკლარენმა” გამოაცხადა, რომ კვალიფიკაციასა და რბოლაზეც, ორივე ავტომობილზე ახალ ”ჩასაბერ” დიფუზორსა ძირს გამოიყენებენ. ესე იგი, ეს ორივე ელემენტი საკმარისად სრულყოფილია იმისათვის, რომ პილოტებმა მათით იხეირონ. სხვათა შორის, ჰოკენჰაიმის ტრასაზე გასვლის წინ, სწორედ ამას იმედოვნებდნენ ჰამილტონიც და ბატონიც.

ადრიან სუტილი წვიმიან ლატარეაში ყველაზე იღბლიანი გამოდგა

..............................

”პირველ პრაქტიკაზე მანქანა ძალიან დავაზიანე. მესამე მოსახვევის გავლისას, შემთხვევით სიჩქარის შემზღუდველზე მომიხვდა ხელი, რამაც უეცრად ჭარბი მოხვევადობის ეფექტი შექმნა და მოვცურდი. მანქანის გასწორება ვცადე, მაგრამ ბალახზე მაინც გადავედი, სადაც უკვე მგზავრის როლში აღმოვჩნდი - საჭის გაკონტროლება იქ შეუძლებელი აღმოჩნდა”, - ნარბოლევს ყვებოდა ჰამილტონი.

ინციდენტის შედეგად, მანქანის ოთხივე საკიდარი დაზიანდა, რის გამოც, მის რემონტს ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. როგორც ყოველთვის, გუნდის პერსონალმა ბრწყინვალედ იმუშავა და მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა მეორე პრაქტიკაზე გასვლა მაინც მოახერხა.

ჰამილტონის დამტვრეული მანქანა

..............................

პირველ პრაქტიკაზე მესამე შედეგი აჩვენა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბატონმა, თუმცა მეორე პრაქტიკაზე მხოლოდ მე-15 შედეგს დასჯერდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ”მაკლარენი” ორივე მანქანას რბოლებისთვის ამზადებდა და პილოტების მიზანი სულაც არ იყო კარგი შედეგების ჩვენება.

ორი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო შედეგი ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, რომელმაც, როგორც იქნა, თავის გუნდს წარმატების იმედი დაუბრუნა. მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა მისმა ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ. მათ შორის ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი ჩადგა, მეოთხე შედეგს მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი დასჯერდა.

ყოველივეს მიუხედავად, ნარბოლევს ალონსომ თავშეკავებული კომენტარი გააკეთა: ”ადრეც არაერთხელ მომხდარა, რომ თავისუფალ პრაქტიკებზე სწრაფები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლებოდა. ”რედ ბული” აშკარად სწრაფია და იმისათვის, რომ კვალიფიკაციაშიც წინ ვიყოთ, რაღაც არაორდინარულის გაკეთება მოგვიწევს”.

პირველ პრაქტიკაზე ხელი მოეცარა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს. ეს იმ დროს, როცა ცხრილის სათავეში მისი თანამემამულე ადრიან სუტილი მოექცა. თუმცა, მეორე პრაქტიკაზე შუმიმ მეექვსე შედეგი დააფიქსირა და ამით კმაყოფილიც დარჩა - თუ იგივეს კვალიფიკაციაზეც შევძლებ, მაშინ ეს წარმატება იქნება და იქნებ, რბოლაში უფრო წინაც წავიწიოო.

გერმანიის დიდი პრიზი

პირველი პრაქტიკა

1. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:25.701

2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:26.850

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.936

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.947

5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:26.948

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.448

7. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:28.114

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:28.193

9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:28.300

10. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:28.486

11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:28.735

12. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:28.735

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:28.903

14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.048

15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:29.280

16. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:29.366

17. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29.429

18. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:29.500

19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:29.684

20. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:29.690

21. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 1:30.938

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:31.720

23. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:32.450

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:32.791

მეორე პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:16.265

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:16.294

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:16.438

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.585

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:16.827

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.971

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.004

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:17.009

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.056

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:17.204

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:17.336

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:17.547

13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:17.573

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:17.701

15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.739

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:17.871

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:18.147

18. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:19.327

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:19.553

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:20.008

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:20.106

22. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:20.377

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:21.988

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:23.066

Thursday, July 22, 2010

ჰოკენჰაიმრინგის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

German GP

21 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის წინ, ჰოკენჰაიმრინგის წრეზე მეგზურობას „რედ ბულ რეისინგის“ ავსტრალიელი პილოტი, მარკ უებერი გაგვიწევს, რომელსაც ამაში მისი გუნდის ულტრათანამედროვე სიმულატორი დაეხმარება.

„რა შეიძლება გერმანიის დიდ პრიზზე ვთქვა? სტარტზე ბევრი გერმანელი პილოტი დგას, გერმანულ ავტოსპორტს კი დიდი ტრადიციები და ისტორია აქვს. მოკლედ, გერმანული რბოლა ძალიან საინტერესო უნდა იყოს...

ჰოკენჰაიმის ტრასის სიგრძე 4.6 კილომეტრია, სულ 72 წრე გვაქვს გასავლელი, რაც ჯამში 307 კილომეტრია. ტრასას 5 ჩქაროსნული სწორი მონაკვეთი, 4 ნელი მოსახვევი და სამი ისეთი ადგილი აქვს, სადაც გასწრებისთვის იდეალური პირობებია. მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ს აღწევს.

პირველი მოსახვევი ძალიან, ძალიან სრაფია. მას მე-4 გადაცემით გავდივარ, შემდეგ კი ინტენსიური აჩქარება მიწევს და მალე მეორე მოსახვევს ვუახლოვდები. მის შესასვლელში ასფალტი უსწორმასწოროა. სხვათა შორის, ძველ ჰუნგარორინგზე აქ სწორი მონაკვეთი იყო...

მეორედან გამოსვლისას, ისევ სწრაფი აჩქარება მიწევს და ამ დროს, ბორდიურებსაც ვიყენებ. შემდეგ გრძელ სწორს გავდივარ, რომელსაც ტყის მასივი მიუყვება. ამ სწორის ბოლოს, მოსახვევების ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომლის წინაც იდეალურად დამუხრუჭებაა საჭირო. სხვანაირად, მისი სუფთად, უშეცდომოდ გავლა ძალიან ძნელია.

შემდეგ მცირედ ტეხილ მონაკვეთს გავდივარ, რომლის გავლაც ფორმულა 1-ის მანქანით არაბაირი პრობლემა არაა. ამას მოსდევს მონაკვეთი, რომელიც ”მერსედეს ბენცის” ტრიბუნის წინ მდებარეობს. აქ ინტერნსიურად ვამუხრუჭებ, შემდეგ კი აჩქარება და ჩქაროსნულ მარჯვენა მოსახვევს გავდივარ. მისი გავლისას, არასაკმარისი მოხვევადობის ეფექტი იგრძნობა. ამ მონაკვეთის შემდეგ კი ტრასის ახალი მონაკვეთი მთავრდება და ისევ ძველს ვუბრუნდები და სტადიონის მონაკვეთზე შევდივარ. აქ ათობით ათასი მაყურებლის წინაშე ვასპარეზობთ.

ჯერ ორ ჩქაროსნულ მოსახვევს გავდივართ, სადაც გზა საკმაოდ ცუდად ჩანს. მათგან პირველი მარჯვენაა და შემდგომზე ოდნავ ნელი. ამ მონაკვეთიდან პირდაპირ სტარტ/ფინიშის სწორზე გავდივართ, წრე გავლილია...”

Thursday, July 15, 2010

რაიკონენი შეიძლება რალიში დარჩეს

Raikkonen set to stay in rallying

14 ივლისი

ბრიტანული გამოცემა ”ავტოსპორტი” გვატყობინებს, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი მზადაა, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე სეზონითაც დარჩეს. მოსალოდნელი იყო, რომ ის ფორმულა 1-ს მომავალ სეზონში დაუბრუნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს აღარ მოხდება. აისმენი მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე და არაა გამორიცხული, რომ დიდი პრიზების ცირკს აღარც დაუბრუნდეს.

კარგა ხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაიკონენი ”რედ ბულ რეისინგში” გადასვლას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ავსტრიული კომპანიის გუნდმა თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს კონტრაქტი ერთი სეზონით გაუგრძელა, რაიკონენის დაბრუნების შანსი ძლიერ შემცირდა. თუმცა, ”ავტოსპორტი” მაინც ვარაუდბს, რომ ფინელ პილოტს ავტოსპორტის ”უმაღლეს ლიგაში” 2012 წელს მაინც ვიხილავთ.

”ფორმულა 1 სულაც არ მენატრება და ის საქმეც მომწონს, რითაც ახლა ვარ დაკავებული. ჯერაც არ გადამიწყვეტია, რას გავაკეთებ მომავალ სეზონში. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დრო მოახლოვდა. შესაძლოა, ამას ფინეთის რალის შემდეგ გავაკეთებ”, - ამბობს რაიკონენი.

კომპანია ”რედ ბულის” ინკოგნიტო წარმომადგენელი ამბობს, რომ კიმისთან ახალი კონტრაქტი მზადაა და მას მხოლოდ ხელმოწერებიღა აკლია. როგორც ჩანს, ”რედ ბულს” არ სურს, რომ რაიკონენი ფორმულა 1-ის რომელიმე კონკურენტ გუნდს ჩაუვარდეს ხელში. მას შემდეგ კი, რაც უებერმა ბრიტანული კვალიფიკაციის შემდეგ, პირდაპირ განაცხადა, რომ მეორე პილოტად გრძნობს თავს, ეჭვის შეტანც არ ღირს იმაში, რომ მას კონტრაქტს მეტად აღარ გაუგრძელებენ და მომავალი სეზონის შემდეგ შეცვლიან.

ვინ იქნება შემცვლელი, არც ამაზე მარჩიელობაა საჭირო - რაიკონენი რალის აშკარად ვერ ერგება, ”რედ ბულის” მცდელობით რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი დატოვება კი იმას ნიშნავს, რომ ავსტრიული კომპანიის გუნდს ის მხოლოდ თავისთვის ემეტება.

Sunday, July 11, 2010

ბულგარეთის რალი ლოებმა მოიგო

Loeb wins in Bulgaria to extend title lead

11 ივლისი

როგორც მოსალოდნელი იყო ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - ბულგარეთის რალი. ეს მიმდინარე სეზონში ლოების მეოთხე გამარჯვებაა, რითაც მან პილოტთა კლასიფიკაციაში თავისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, ფრანგ სებასტიან ოჟიესთან 51 ქულამდე გაზარდა.

36 წლის ლოებმა, ვინც ზედიზედ მეშვიდე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, რბოლის ფინიშთან, ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოს 29.5 წამით მიასწრო. ამგვარად, ფრანგი სუპერ რალისტის მიერ კარიერაში მოპვებულ გამარჯვებათა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. პირად კლასიფიკაციაში მას 151 ქულა აქვს, 100 ქულით, მეორეზე სორდოა, 86 ქულით კი მესამე ადგილზე ფინელი მიკო ჰირვონენი იმყოფება.

ბულგარულ ეტაპზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში პირველად შედის, ლოებმა რბოლის პირველი ხუთი სპეცმონაკვეთი მოიგო და სოლიდურ უპირატესობას მიაღწია. შემდეგ კი რისკისგან თავის შეკავება ამჯობინა და ცალკეული სპეცმონაკვეთების მოსაგებად თავი არც შეუწუხებია. თუმცა, გამარჯვებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

”ჩემთვის ყველანაირად კარგი რბოლა იყო. შესანიშნავი სტარტი ავიღე და საერთოდ, პირველი დღე უშეცდომოდ ჩავატარე. მეორე დღეს კი ჩემი მიზანი ლიდერობის შენარჩუნება იყო. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც ჰქონდა, რომ ძნელ პირობებში გვიწევდა ასპარეზობა. ამ დროს, მთავარი იყო, რომ შეცდომა არ დამეშვა:, - განაცხადა ლოებმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლო 16 საასფალტო რბოლა აქვს მოგებული.

მოკლედ, რეალური ბრძოლა მხოლოდ ნორვეგიელ პეტერ სოლბერგსა და სორდოს შორის მხოლოდ მეორე ადგილისთვის გაიმართა და ის საბოლოოდ, ესპანელის გამარჯვებით დასრულდა. არადა, მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონმა სოლბერგმა ბოლო შვიდი სპეცმონაკვეთიდან ხუთი მოიგო.

მეოთხე ადგილიც ”სიტროენის” მანქანით მოასპარეზე პილოტმა - ოჟიემ მოიპოვა. ამგვარად, 1993 წლის რალი საფარის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, რომ პირველ ოთხ ადგილზე, ერთი კომპანიის მანქანებით მოასპარეზე პილოტები გავიდნენ. მაშინ პირველი ოთხი პოზიცია ”ტოიოტას” პილოტებმა დაიკავეს.

რაც შეეხება ფორმულა 1-ში მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, ის საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავიდა. არადა, პირველი დღის ბოლო სპეცზე ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც 26-ე ადგილზე იყო. საბოლოოდ, ლოებთან მან 14 წუთზე მეტი წააგო.

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპი ფინეთში, 29-31 ივლისს ჩატარდება.

ბულგარეთის რალის საბოლოო შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:02:39.200

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:29.500

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:36.300

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 01:55.000

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 03:17.800

6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 04:28.500

7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორსი) 05:25.200

8. ფრიგის ტურანი (უნგრეტი, პეჟო) 07:04.000

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 09:28.600

10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 13:06.000

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 151 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 100; 3. მიკო ჰირვონენი - 86; 
4. იარი-მატი ლატვალა - 80; 5. პეტერ სოლბერგი - 78; 6. დანიელ სორდო - 67; 
7. მეტიუ უილსონი - 40; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა) – 26; 9. ჰენინგ სოლბერგი - 25; 
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი) – 15; 11. მადს ოსტბერგი (ნორვეგია) – 10; 
12. პერ-გუნარ ანდერსონი - 7; 13. ქსავიერ პონსი (ესპანეთი) – 6; 
14. იარი კეტომაა (ფინეთი) – 4; 15. ფრიგის ტურანი - 4; 16. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი) – 2; 
17. დენის კუიპერსი (ჰოლანდია) – 2; 18. ხალიდ ალ ყასიმი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) – 2; 
19. არმინდო არაუჟო (პორტუგალია) – 1; 20. აარონ ბურკარტი (გერმანია) - 1
 

კონსტრუქტორთა თასი

1. სიტროენ ტოტალ WRT - 232 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT – 185; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 125; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT – 98; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 40
უშიშარი უებერი ისევ ჩემპიონობისთვის იბრძვის

Webber gets his revenge with British GP win

11 ივლისი

როგორც ჩანს, ვალენსიაში მომხადრმა ავარიამ ავსტრალიელ მარკ უებერს ცეცხლი შეუნთო და საბრძოლო ჟინი გაუძლიერა. ყოველ შემთხვევაში, იმ ავარიიდან ორი კვირის შემდეგ ასე გამოჩნდა - ოზმა პილოტმა შესანიშნავად ჩაატარა ბრიტანული დიდი პრიზი და მისი ფინიშის შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

მოკლედ, უებერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღევანდელ ფორმულაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მან სტარტზევე შეძლო გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის ჩამოტოვება და ლიდერობა ფინიშამდე ხელიდან აღარც გაუშვია. არადა, პირველ სამ წრეზე, ლუის ჰამილტონისგან გაშმაგებული შეტევების მოგერიება მოუხდა.

როგორც ხშირად ხდება, ბევრი რამ სტარტზევე გადაწყდა. შემდეგ კი ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვინ როგორ შეძლებდა სტარტზე მიღწეულის შენარჩუნებას. უებერმა და ჰამილტონმა ბოლომდე შეინარჩუნეს პირველი ორი ადგილი. სამაგიეროდ, პოლონელ რობერტ კუბიცას არ გაუმართლა და პირველად ამ სეზონში, რბოლა უქულოდ, ფინიშამდე თითქმის 20 წრით ადრე, ტექნიკური პრობლემის გამო დაასრულა.

უხეირო სტარტი აიღო პოულის მფლობელმა ფეტელმა, რომელსაც უებერმა ხომ გაასწრო და ლამის ჰამილტონიც წინ გაუშვა. მართალია, მან ბრიტანელის შეტევა მოიგერია, მაგრამ ამ დროს მარჯვენა უკანა საბურავი დაუზიანდა და ტრასის მიღმა გავარდა, რის გამოც, პელოტონის ნახევარმა გაასწრო, შემდეგ კი ბოქსებს მიაშურა და იქიდან დაბრუნებული, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ფეტელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რბოლის მეორე ნახევარში გასწრების რამდენიმე შესანიშნავი მანეცრი ჩაატარა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მეშვიდემ გადაკვეთა. არადა, ბოლო წრეებზე ის ვერაფრით ახერხებდა თანამემამულე ადრიან სუტილის გასწრებას და რომ არა ამის შეცდომა, ალბათ მერვე ადგილს დასჯერდებოდა.

უხეირო სტარტი აიღო ფერნანდო ალონსომაც, ვისაც პირველ მოსახვევამდე სამმა პილოტმა გაასწრო. შემდეგ ესპანელს შეჯახება მოუვიდა ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასასთან, რითაც მხოლოდ ეს უკანასკნელი დაზარალდა - გამსკდარი უკანა მარჯვენა საბურავით, მან ბოქსებს მიაშურა. თუმცა, საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მათ მაინც ერთმანეთის მიყოლებით გადაკვეთეს და ამის მიზეზი ისევ ალონსოს ზედმეტი აგრესია გახდა.

საქმე ისაა, რომ შუა რბოლისას, მან წესის დარღვევით გაასწრო კუბიცას - მანევრის შესრულებისას, სიჩქარე ვერ მოზომა და მოსახვევის მოჭრა მოუხდა. ამით კი აშკარად იხეირა - პოლონელს გაასწრო. წესის მიხედვით, მოსახვევის მოჭრით გასწრება დაუშვებელია და გამსწრები ვალდებულია, რომ გასწრებულს გზა დაუთმოს, მაგრამ ალონსო ასე არ მოიქცა. სამაგიეროდ, მომხდარი ზუსტად შეაფასეს სტიუარდებმა, რომლებმაც ესპანელი პიტლეინზე საჯარიმო გავლით დასაჯეს. არადა, ალონსოს ცოტაც რომ დაეცადა, კუბიცა თავად დაუთმობდა გზას - ის მალევე გაჩერდა.

ამ ინციდენტიდა ცოტა ხანში, ტრასაზე ესპანელი პედრო დე ლა როსას ”ზაუბერის” უკანა ფრთის ნამსხვრევები დაიყარა (მას უკნიდან ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” დაეჯახა), რის გამოც, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. სტიუარდების მითითებით კი, ალონსოს თავისი სასჯელი მას შემდეგ უნდა მოეხადა, რაც რბოლა ჩვეულ რეჟიმში განახლდებოდა.

მოკლედ, უებერმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და ფინიშის შემდეგ, რადიოთი თავის გუნდს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: ”ფანტასტიურია. ცუდი არაა ნომერ მეორე პილოტისთვის”. გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა კი უპასუხა: ”შესანიშნავია მარკ, ახლა შეგიძლია, გაიღიმო”.

საქმე ისაა, რომ კვალიფიკაციის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ავსტრალიელს დანა პირს არ უხსნიდა. ეს კი იმის გამო, რომ ფეტელის მანქანაზე გუნდმა აეროდინამიკურად დახვეწილი ახალი წინა ფრთა სწორედ მისი მანქანიდან დაუყენა. ანალოგიური ფრთა ფეტელის ბოლიდსაც ეყენა, მაგრამ გერმანელს ის კვალიფიკაციის წინა ვარჯიშზე დაუზიანდა. მომხდარი კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ”რედ ბულ რეისინგი” თავის პირველ პილოტად ფეტელს მიიჩნევს და საჩემპიონო ბრძოლაშიც პირველ რიგში მას დაეხმარება. ეს კი არანაირად არ აწყობს თავისი კარიერის პიკზე მყოფ უებერს, ვისაც ჩემპიონობისთვის ამაზე უკეთესი შანსი ალბათ აღარასდროს ექნება.

”გუშინ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. დარწმუნებული ვარ, მომხდარზე საუბარი აუცილებლად გვექნება. დღეს კი ჩემთვის ყველაფერი იდეალურად მოხდა. რბოლის წინა აღლუმისას, სხვა გუნდების პილოტები მეხუმრებოდნენ, ჩემს წინა ფრთას გათხოვებო, მაგრამ მე ვპასუხობდი, რომ იმით გამოვიდოდი, რაც იღბალმა მარგუნა. ისე კი, რომ მცოდნოდა, აქ ასეთი რამ მოხდებოდა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ვიტყოდი. ვნახოთ, რა მოხდება, როცა გუნდთან ამ ამბავზე დავილაპარაკებთ”, - განაცხადა უებერმა, ვინს პილოტების კლასიფიკაციაში მესამეზე გადაინაცვლა და თანაგუნდელს 7 ქულას უგებს.

დაბოლოს, როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, რბოლას, მისი გამარჯვებულის გარდა, კიდევ რამდენიმე გმირი ჰყავდა. პირველ რიგში, ესაა ვეტერანი ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, რომელმაც მეხუთემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი და დაგვანახა, რომ ”უილიამსი” აშკარად დაადგა პროგრესის გზას. კვლავ ქებას იმსახურებს იაპონელი კამუი კობაიაში, ვინც ამჯერად ერთი საფეხურით წინ, მეექვსეზე წაიწია. და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც სტარტი მე-13 პოზიციიდან აიღო და ფნიშთან მეოთხე მივიდა. ჰო, ნიკო როსბერგმა რა დააშავა, რომელმაც კვლავ აშკარად დაჩრდილა თავისი ლეგენდარული თანაგუნდელი და თანამემამულე მიხაელ შუმახერი და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა...


ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი. წრის სიგრძე 5.891 კმ, 52 წრე, დისტანცია 306.747 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24:38.200

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:01.360

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:21.307

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:21.986

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:31.456

6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:32.171

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:36.734

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:40.932

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:41.599

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 00:42.012

11. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:42.459

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:47.627

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:59.374

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 01:02.385

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:07.489

16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

19. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე

20. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 8 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 23 წრე

გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 33 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 43 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:30.874, 52-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 145 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 133; 3. მარკ უებერი - 128; 4. სებასტიან ფეტელი - 121; 5. ფერნანდო ალონსო - 98; 6. ნიკო როსბერგი - 90; 7. რობერტ კუბიცა - 83; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 36; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 29; 12. კამუი კობაიაში - 15; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 14. სებასტიან ბუემი - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. ნიკო ჰულკენბერგი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მაკლარენ-მერსედესი - 278 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 249; 3. ფერარი - 165; 4. მერსედესი - 126; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 47; 7. უილიამს-კოსუორტი - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 15; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

Saturday, July 10, 2010

ლოებმა ლიდერობა გაზარდა

Loeb extends lead

10 ივლისი

”სიტროენის” ფრანგმა პილოტმა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა (სურათზე ასპარეზობისას), ბულგარეთის რალის მეორე დღესაც საუკეთესოდ იასპარეზა და პირცელ დღეს მოპოვებული ლიდერობა განიმტკიცა. არადა, მაყურებლების ზედმეტი ტემპერამენტის გამო, მათივე უსაფრთხოების მომიზეზებით, რბოლის ორგანიზატორებმა ერთი სპეცმონაკვეთის გაუქმება გადაწყვიტეს.

პირველივე სპეცმონაკვეთი, ისევე როგორც წინა დღის ოთხი, ლოებმა მოიგო, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, მისსავე ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოსთან, 40.5 წამამდე გაზრდილიყო. თანაც, რამდენადაც რბოლა ასფალტიან გზაზე ტარდება, ლოების, როგორც ლიდერის, ტრასაზე პირველ ნომრად გასვლა, მის მეტოქეებს არავითარ უპირატესობას არ მისცემს. ეს კი ნიშნავს, რომ რბოლის მესამე, 354-კილომეტრიან დღეს, ფრანგი პილოტუ აშკარა ფავორიტის რანგში დაიწყებს.

საერთოდ, ლოები ასფალტის სპეცისლისტია, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე, მას ბოლო 15 საასფალტო რბოლა აქვს მოგებული. მეორე დღესაც, მან იოლად მოიგო პირველივე სპეცმონაკვეთი, რის შემდეგაც სიფრთხილეს მოუხმო.

”რბოლა ძალიან კარგად დავიწყე. პირველივე სპეცმონაკვეთი უშეცდომოდ გავიარე, თუმცა შემდეგ უფრო ფრთხილი გავხდი, რამაც რიტმიდან ამომაგდო. მერე კი რბილ რეზინზე გადავედი, რამაც საქმე კიდევ უფრო გამირთულა”, - განაცხადა ლოებმა.

მეექვსე სპეცმონაკვეთი, 18-კილომეტრიანი ”პეშტერა”, სორდომ მოიგო, ვინც ლოებს მხოლოდ 3.5 წამით აჯობა. მაგრამ მის წინსვლას ხელი უწესივრო მაყურებელმა შეუშალა, რომლებმაც მეშვიდე სპეცის ფინიშის არე ისე გადაავსეს, იქ მანქანის გავლა შეუძლებელი იყო. როგორც FIA-ს დელეგაციამ მოგვიანებით განაცხადა, მაყურებლის მხრიდან ასეთი ინტერესი მათ ჯერ არ უნახავთ. სწორედ მათი რეკომენდაციით გაუქმდა ეს სპეცი.

შემდეგი სამი მონაკვეთი კი კერძო ”სიტროენით” მოასპარეზე ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა მოიგო, რომელმაც დღის ბოლოს სორდოსთან ჩამორჩენს 5 წამამდე შეამცირა. მოგვიანებით კი თავისი გამოცოცხლება იმით ახსნა, რომ მერვე ეტაპის წინ, მისმა მექანიკოსებმა მანქანას უწესივრობა აღმოუჩინეს, რისი აღმოფხვრის შემდეგაც, მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონს ბრძოლის საშუალება მიეცა.

წინა დღის ბოლო სპეცზე მომხდარი ინციდენტის მოიხედავად, რბოლა გააგრძელა ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა. მეორე დრე მან 26-ე პოზიციაზე დაიწყო და მე-14-ზე დაასრულა და ლიდერს 13 წუთზე მეტით ჩამორჩება.

ბულგარეთის რალის ორი დღის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:12:49.300

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:40.500

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:45.200

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 02:05.700

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 02:50.400

6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 03:33.100

7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორსი) 04:35.800

8. ფრიგის ტურანი (უნგრეტი, პეჟო) 05:39.200

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:34.700

10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 10:04.600