ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, October 21, 2010

ალენ პროსტი შუმახერის ფიასკოს საბურავებს არ აბრალებს

Prost: Tire Issue Only an Excuse for Schumacher

20 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ფრანგი ალენ პროსტი აკრიტიკებს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს იმის გამო, რომ სამწლიანი უქმობის შემდეგ დაბრუნებისთანავე, თავის მთავარ მიზნად მერვე მერვე ტიტულის მოპოვება დაასახელა.

ფაქტი სახეზეა: მიმდინარე სეზონში, შუმახერმა ერთხელაც ვერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და თითქმის ყოველტვის აგებს თავის ახალგაზრდა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან. ამასთან, თავის კარიერაში ყველაზე უარესი, მე-15 ადგილიც დაიკავა (ვალენსიაში).

პროსტის აზრით, შუმისთვის უფრო რეალისტური მიდგომა იქნებოდა, თუ ის თავის მიზნად როსბერგის დახმარებას და ტიტულებისთვის მებრძოლ პილოტად ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობას დაასახელებდა.

”მას უნდა ეთქვა, რომ პირველ სეზონში მისი მიზანი როსბერგის და ”მერსედესის” დახმარება იქნებოდა. სულაც, შეეძლო ეთქვა, რომ თავის მეგობარ როს ბრაუნთან ბრუნდებოდა. ასე მისთვისვე უკეთესი იქნებოდა”, - ფრანგულ გამოცემა ”ლ’ეკიპთან” საუბრისას განაცხადა პროსტმა.

ცნობისათვის, პროსტმა 1992 წელს ერთი სეზონი გამოტოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა და ”უილიამსის” ბოლიდით, მსოფლიოს ჩემპიონის მეოთხე ტიტულს დაეუფლა. პროსტი თვლის, რომ სამწლიანი პაუზა თანამედროვე ფ1-სთვის მეტისმეტად დიდი დროა იმისათვის, რომ დაბრუნებისთანავე მიზნად ჩემპიონობა დაისახო. და მნიშვნელობა არ აქვს, შუმახერი ხარ, თუ ვინმე სხვა.

”შესაძლოა, ყოველივე თავმდაბლობის ნაკლებობით აიხსნას. ჩემი აზრით, მას ასაკი დაეტყო. ამბობენ, საბურავებს ვერ შეეგუაო. შუმახერი ხომ ადრე ყველანაირ მანქანას ძალიან სწრაფად ეჩვეოდა. ეს ყოველთვის მისი ძლიერი მხარე იყო. სამწლიანი პაუზის შემდეგ, ამ ასაკში, სრულფასოვანი დაბრუნება შეუძლებელია. საქმე ფიზიოლოგიას ეხება და სხვა არაფერს”, - დასძენს პროსტი.

ფრანგი ”პროფესორი” ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს. უფრო რადიკალურია ფლავიო ბრიატორე, რომლის ”ბენეტონითაც”, შუმახერმა პირველი ორი ტიტული მოიპოვა. ბრიატორე, ვინც შუმახერის ჩემპიონად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, თვლის, რომ გერმანელ პილოტ ძველებურად გამარჯვებისთვის მებრძოლს ვეღარ ვიხილავთ.

”ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იყო შუმახერი ”ბენეტონსა” და ”ფერარიში”. ჩვენ ის სუპერ ჩემპიონად გვახსოვს. და მაინც, მიმაჩნია, რომ ის შეცდა, როდესაც დაბრუნება გადაწყვიტა. და თუ ის მომავალ სეზონშიც გააგრძელებს, ისტორია კვლავ განმეორდება”, - ”ტაიმს ოფ ინდიასთან” საუბრისას განაცხადა ბრიატორემ.

No comments:

Post a Comment