კორეაში უებერს ვერავინ სჯობნის
Spinning Webber fastest in South Korea
21 ოქტომბერი
უებერი იონგამის ტრასაზე ასპარეზობისასროგორც ყოველთვის, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენებ შედეგებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასრ არაა და ამის მიზეზი ისაა, რომ უკლებლივ ყველა პილოტისთვის, სამხრეთ კორეის სამხრეთში მდებარე იონგამის ტრასა ახალი და მიუჩვეველია. არის კიდევ ერთი ფაქტორი - ამ ტრასაზე ასფალტის დაგებას რამდენიმე დღის წინ მორჩნენ და რამდენადაც მასზე მანქანებს ჯერ არ უვლიათ, მას შედარებით მცირე ჩაჭიდება აქვს, რაც პილოტებს ბევრ პრობლემას უქმნის.
ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა დარწმუნებულია - ყოველ მომდევნო დღეს, პილოტების სიჩქარეები გაიზრდება. და, შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დადგეს. მოკლედ, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. და მაინც ფაქტია, რომ პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს აქვს. არადა, სანამ თავის საუკეთესო წრეს გაივლიდა, ოზმა პილოტმა მე-12 მოსახვევში მანქანაზე კონტროლი დაკარგა და დატრიალდა. მაგრამ ტრასაზე დაბრუნებისთანავე, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
პიტლაინის გასასვლელი
..............................
პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო ლუის ჰამილტონი იყო, მაგრამ შემდეგ ის მხოლოდ მესამე შედეგს დასჯერდა. სხვათა შორის, უებერის საუკეთესო შედეგი, ჰამილტონის პირველი პრაქტიკის საუკეთესო შედეგზე თითქმის სამი წამით უკეთესი იყო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ყოველი შემდეგი სესიისას, პილოტების სიჩქარე გაიზრდება.
ორი პრაქტიკის შედეგად, მეორე საუკეთესო შედეგი ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, ვინც პირველ სესიაზე მხოლოდ მე-15 შედეგს დასჯერდა. ორი სესიის ჯამში, მხოლოდ მეშვიდე დრო ჰქონდა ფეტელს, მეოთხე საუკეთესო კი რობერტ კუბიცა იყო. რაც შეეხება ჯერაც მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოასპარეზე ჯენსონ ბატონს, ის მეხუთე შედეგს დასჯერდა. სხვათა შორის, მეორე სესიაზე მის მანქანას გამოსაბოლქვ არეში ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ამას ის ძლიერ არ დაუზიანებია - ბატონი ტრასას მალევე დაუბრუნდა.
სამხრეთ კორეის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.887
2. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:40.968
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.152
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.371
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.940
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.022
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.202
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.293
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:42.678
10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.883
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:42.896
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:43.054
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:43.309
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:43.602
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:43.928
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:43.940
17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:44.887
18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:45.141
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.588
20. ჟერომ დ’ამბროსიო (ბელგია, ვირჯინი) 1:46.613
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:47.115
22. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:50.347
23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:50.821
24. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:51.701
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.942
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:38.132
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.279
4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:38.718
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.726
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:38.820
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.204
8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:39.267
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.268
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.564
11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:39.588
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:39.598
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.812
14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:39.881
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.971
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:40.478
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:40.578
18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:40.896
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:42.773
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:42.801
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:43.115
22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:44.039
23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:45.166
24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:46.649
No comments:
Post a Comment