ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, October 11, 2010

მასა თავის ავარიას იხსენებს

11 ოქტომბერი

მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებულია ”ფერარის” ბრაზილიელი ფელიპე მასასთვის, რომელიც გარდა იმისა, რომ ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს ესპანელ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს, იღბლიანობითაც ვერ დაიკვეხნის. ამის ერთ-ერთი დასტური იყო იაპონიის დიდი პრიზის სტარტი, რომლის დროსაც, ბრაზილიელის მანქანამ სულ რამდენიმე ათეული მეტრის გავლა მოასწრო...

მასამ რბოლა მე-12 პოზიციიდან დაიწყო და იმ დროს, როდესაც სტარტიდანვე წინ წაწევას ლამობდა, მოულოდნელად, მანქანაზე კონტროლი დაკარგა, მისი ”ფერარი” ბორდიურზე ახტა და იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდიას” დაეჯახა. რბოლის მსვლელობისას, ინციდენტი მსაჯებმა შეისწავლეს და მასში ვერავის ბრალი ვერ დააფიქსირეს. მომხდარი ჩვეულებრივ სარბოლ ინციდენტად ჩაითვალა.

”სტარტზე მე-12 ვიყავი. როსბერგმა მე-6 პოზიციიდან ძალიან, ძალიან ცუდი სტარტი აიღო და ყველა მის გასწრებას ცდილობდა. ძალიან სწრაფად მივუახლოვდი. მას სიჩქარე აკრეფილი ჯერაც არ ჰქონდა. ამიტომ, გასწრება ვცადე. საჭე მარცხნივ ავიღე, რადგან იმ მხარედ გასასვლელი მეგულებოდა, მაგრამ უცებ შევნიშნე, რომ იქ სუტილი იმყოფებოდა. როსბერგიც მარცხნივ წაწევას ცდილობდა და მეც საჭე მარჯვნივ ავიღე. მაგრამ მან შენიშნა, რომ სუტილი უკვე გვერდით ამოსდგომოდა, მე კი მარჯვნიდან გასწრებას ვცდილობდი. ამიტომ, ცოტა გვიან დაამუხრუჭა, რითაც გასასვლელი აღარ დამიტოვა. ისღა დამრჩენოდა, ბალახზე გამევლო, მაგრამ ბალახზე ვეღარ მოვუხვიე და პირდაპირ წავედი. იქვე კერბს შევეხე, რამაც მანქანა მარცხნივ მოისროლა, იქ კი რამდენიმე სხვა მანქანა მოძრაობდა. მე ლიუცის დავეჯახე. ეს საშინელება იყო”, - იხსენებს მასა.

ბრაზილიელი ამბობს, რომ კვალიფიკაციაზე ჩავარდნის შემდეგ, ვერაფრით მოახერხა საბურავების შესაძლებლობების სრულად გამოყენება: ”სინგაპურშიც პირველივე საკვალიფიკაციო წრეზე პრობლემები დამეწყო და აქაც არაერთი პრობლემა შემექმნა. რბოლაში კი პირველ მოსახვევამდე მანქანა დავამტვრიე. ძალიან საწყენია, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლი. აქ იმისთვის არ ვარ, რომ სტარტი შუა რიგებიდან ავიღო. მხოლოდ პირველობისთვის უნდა ვიბრძოდე. ახლა ისღა დამრჩენია, სეზონის დარჩენილ სამ რბოლაში ვაჩვენო კარგი შედეგი”.

”ვიცი, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშე, მაგრამ მე მრბოლი ვარ და ყოველთვის უკეთესი ადგილებისთვის ვიბრძვი. შემდგომ რბოლებშიც ასე იქნება. ეს ის გარემოებაა, რომელიც კონცენტრაციაში მეხმარება და მოტივაციას მინარჩუნებს”, - დასძენს მასა.

No comments:

Post a Comment