შვეიცარული სარბოლი ელექტროპროტოტიპი
Green GT Unveils Prototype Electric Racer
21 დეკემბერი
408 ცხენის ძალა პიკური სიმძლავრე და 290 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე - ასეთი ტექნიკური მონაცემები აშკარად სარბოლ ავტომობილს უნდა ეკუთვნოდეს და ასეცაა. ოღონდ, ავტომობილი, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, მბიძგველ ძალას შიდაწვის ძრავისგან კი არა, ელექტროძრავისგან ღებულობს.
შვეიცარული ჯგუფი ”გრინ GT” არის ავტორი სარბოლი ავტომობილისა, რომლის შესახებაც გიყვებით. ეს არის ლე მანის პროტოტიპის სტილში შესრულებული ბოლიდი, რომლის პრეზენტაციასაც, ლოზანაში მდებარე შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტში თვით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი დაესწრო.
სარბოლი ელექტრომობილის პრეზენტაციას ჟან ტოდტი დაესწროგაუმჯობესებულია ენრგიის შენხვის ბლოკიც. ასეთი სარბოლ ავტომობილს ორი აქვს და ისინი ლითიუმ-იონური ელემენტებისგან შედგება. აკუმულატორები სპეციალურ ყუთებშია მოთავსებული, რომლებიც ისეთი კომპოზიტისგან დამზადდა, რომელიც აეროკოსმოსურ მრეწველობაში გამოიყენება. ეს ყუთები ცეცხლგამძლეცაა და დარტყმისადმი მედეგიც. აკუმულატორების ოპტიმალური მუშაობისთვის, ისინი გრილდება, რისთვისაც გაგრილების თხევადი სისტემაა გამოყენებული.ამასთან, სითხე დენგაუმტარია.
რა თქმა უნდა, ”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ლე მანის რბოლაში მონაწილე შიდაწვისძრავიან მონსტრებს მეტოქეობას ვერ გაუწევს, თუმცა აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან, რბოლებში ელექტრომობილების მონაწილეობაც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, როგორიც თუნდაც ის ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია, ლე მანის რბოლას დზელისძრავიანი ავტომობილებით იგებენ.
No comments:
Post a Comment