ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, April 15, 2011

ფეტელი ისევ უსწრაფესია

Vettel leads Red Bull charge in China

15 აპრილი

კერს-ითაა თუ კერს-ის გარეშე, „რედ ბულზე“ ამხედრებული სებასტიან ფეტელი ჯერჯერობით შეუდარებელია. ჩინეთის დიდი პრიზის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დრო სწორედ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ჰქონდა. პირველ სესიაზე მან ნახევარ წამზე მეტით აჯობა თანაგუნდელ მარკ უებერს, მეორესესიაზე კი მას მცირედით ჩამორჩა „მაკლარენის“ ლუის ჰამილტონი.

სხვათა შორის, ჩინური რბოლისთვის, „მაკლარენს“ გამოსაბოლქვი სისტემის ახალი კონსტრუქცია აქვს მომზადებული და როგორც ჩანს, ამას დადებითი შედეგი მოაქვს. თუმცა, აუცილებელია იმის თქმაც, რომ თავისუფალ პრაქტიკებზე გუნდების და პილოტების რეალური შესაძლებლობები არ ჩანს.

კარგად იასპარეზა ჰამილტონის თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმაც, რომელიც პირველი სესიის შემდეგ, ფეტელს ორ წამზე მეტით ჩამორჩებოდა, თუმცა მეორეზე ფეტელს მხოლოდ 0.247 წამით ჩამორჩა, რისი წყალობითაც, მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა. სხვათა შორის, პირველ სესიაზე ბატონის მანქანაზე კერს-ი გაჭირვეულდა, თუმცა მეორე სესიისთვის, გუნდმა ამ სისტემის ჭკუაზე მოყვანა მოასწრო.

ორივე სესიაზე საბურავების დამცავ რიგში შევარდა „რენოს“ ნიკ ჰაიდფელდი, რომელმაც მალაიზიაში კვარცხლბეკზე ასვლით გამოიჩინა თავი. პირველ სესიაზე მან მხოლოდ ხუთი სწრაფი წრის გავლა მოახერხა, თუმცა ამის მიუხედავადაც, მეხუთე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ტექნიკური პრობლემები ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ამის გამო, პირველი სესია მე-12, მეორე კი მე-14 ადგილებზე დაასრულა. მაგრამ მტავარია, რომ „ფერარიმაც“ ახალი აეროდნმიკური ელემენტები მოამზადა და ამის გამო, იტალიურ საჯინიბოში განწყობაც ოპტიმისტურია.

ორი სესიის ჯამში, მეოტხე და მეხუთე საუკეთესო შედეგები ჰქონდათ „მერსედესის“ ნიკო როსბერგს და მიხაელ შუმახერს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს თავისი კარიერის 91-ე გამარჯვება სწორედ ჩინეთში აქვს მოპოვებული და იქვე, კვარცხლბეკზე (ჯერჯერობით) უკანასკნელად იდგა. გერმანულმა გუნდმაც მანქანას მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარა და იმედოვნებს, რომ წარუმატებლობათა სერიას შანჰაიში დაასრულებს.

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:38.739

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.354

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.845

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.940

5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:40.987

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:41.046

7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:41.189

8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:41.222

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:41.231

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.328

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.361

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:41.434

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.494

14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:41.579

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:41.610

16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:41.752

17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.939

18. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.301

19. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:43.792

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:44.089

21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:44.359

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:44.438

23. ლუიზ რაზია (ბრაზილია, ლოტუსი) 1:44.542

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:45.019

მეორე სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:37.688

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:37.854

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:37.935

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:37.943

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:38.105

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:38.507

7. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:38.735

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:38.805

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:38.859

10. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.327

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.538

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:39.667

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:39.771

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39.779

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:39.828

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.925

17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:39.953

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:40.476

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:41.482

20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:42.902

21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:43.850

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:44.008

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:44.747

პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) დროის გარეშე

Thursday, April 14, 2011

„რედ ბული“ კერს-ზე ყოყმანობს

Red Bull Yet to Decide on KERS for China

14 აპრილი

„რედ ბულ რეისინგი“ და მისი სარბოლი მანქანა RB7 შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ არის ერთი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ამ კომპონენტს კერს-ი - კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა ჰქვია. ავსტრიული გუნდის მანქანაზე სწორედ კერს-ი ჭირვეულობს, რის გამოც, ავსტრალიაში ორივე მანქანამ მის გარეშე იასპარეზა, მალაიზიაში კი მარკ უებერმა ცუდი სტარტი აიღო და ამის გამო, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

ჯერჯერობით, აეროდინამიკის წყალობით, „რედ ბული“ და მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი უკონკურენციონი არიან. მაგრამ მალე დადგება მომენტი, როცა კერს-ის გარეშე, მოწინავე პოზიციის შენარჩუნება გაჭირდება. თუმცა, სანამ სისტემის დახვეწას შეძლებს, გუნდი იმაზე ფიქრობს, ღირს თუ არა ჩინეთში მისი გამოყენება.

„კერს-ს დიდი მნიშვნელობა აქვს და ახლა ჩვენი უპირველესი მიზანი ისაა, რომ სრულფასოვანი სისტემა გვქონდეს“, - შანჰაიში პრესკონფერენციაზე განაცხადა ფეტელმა, ვინც ხაზი გაუსვა, რომ შანჰაის გრძელ სწორ მონაკვეთებზე, ისევე როგორც მალაიზიაში, კერს-ს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაგრამ სანამ კერს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდმა მისი გამართულობა თავისუფალ პრაქტიკაზე უნდა გამოსცადოს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ფეტელი და უებერი კვალიფიკაციასა და რბოლაში კერს-ით იასპარეზებენ, თუ მის გარეშე. „რა თქმა უნდა, პრაქტიკებზე მას გამოვიყენებთ, მაგრამ რა იქნება შემდეგ, ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ“, - დასძენს მსოფლიოს ჩემპიონი.

მალაიზიაში გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ განაცხადა, რომ კერს-თან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად ვერ მოგვარდება. სეზონისთვის „რედ ბულმა“ საკუთარი, კომპაქტური კერს-ი შეიმუშავა, თუმცა მისი სრულყოფა ვერ მოასწრო. ნიუის თქმით, „რედ ბულს“ ავტომობილების წარმოების გამოცდილება არ აქვს და პრობლემის ძირითადი მიზეზი სწორედ ესაა. სისტემის ჭკუაზე მოყვანას კი დრო დასჭირდება, თუმცა გუნდი ჩინეთში მის გამოყენებას მაინც აპირებს...

ალონსომ გამარჯვებებზე ხელი ჩაიქნია

Ferrari Should Target Podiums, Not Race Wins – Alonso

14 აპრილი

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ უახლოეს რბოლებში, მხოლოდ კვარცხლბეკისთვის ბრძოლას თუ შეძლებს, მაგრამ გამარჯვებაზე ოცნებაც არ შეუძლია. ის აღიარებს, რომ სებასტიან ფეტელის „რედ ბული“ მისთვის ჯერჯერობით მიუღწეველია. ამიტომ, „ფერარის“ ურჩევს, დააჩქაროს მანქანის აეროდინამიკის სრულყოფის პროცესი, რათა ევროპული ეტაპებიდან მაინც, შესაძლებელი გახდეს გამარჯვებისთვის ბრძოლა.

„ჩვენს სპორტში საიდუმლოს დიდხანს ვერ შეინახავ - ყველა ყველაფერს ხვდება. აშკარაა, რომ აეროდინამიკის მხრივ, ბევრი სამუშაო გვაქვს. თუ დღეს ლიდერებს ჩამოვრჩებით, სწორედ იმის ბრალია, რომ მანქანის აეროდინამიკა სათანადო დონეზე არაა. ჩემპიონატი დიდხანს გრძელდება და ახლა რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვაგროვოთ, რომ შემდეგ, როცა კონკურენტუნარიანი მანქანა გვექნება, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შევძლოთ. ამჟამად კი რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ კარგი იქნება, თუ კვარცხლბეკისთვის ბრძოლას შევძლებთ“, - ამბობს ალონსო.

მართლაც, პირველ ორ რბოლაში - ავსტრალიისა და მალაიზიის დიდ პრიზებზე, ალონსო კვარცხლბეკთან ახლოს იყო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელი მოეცარა. ჯერ ფინიშთან მეოთხე მივიდა, მალაიზიაში კი, ლუის ჰამილტონთან მცირე შეჯახების გამო, მე-6 ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი განსაკუთრებით იმითაა უკმაყოფილო, რომ „ფერარი 150 იტალია“ კვალიფიკაციებზე ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს „რედ ბულებს“ და „მაკლარენებს“: „აშკარაა, რომ უფრო მეტად კვალიფიკაციებზე გვიჭირს. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ალბათ ისაა, რომ საბურავების გახურებას დრო უნდა. რბოლისას ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“.

Wednesday, April 13, 2011

ბაჰრეინი ფ1-ის სამასპინძლოდ მზადაა

Bahrain Now Ready to Host F1 Race

13 აპრილი

ფორმულა ერთის წლევანდელი ჩემპიონატის კალენდარში 20 ეტაპია შეტანილი, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ მხოლოდ 19 რბოლა ჩატარდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გამო, არ ჩატარდა სეზონის გახსნითი ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი. თუმცა, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპარსეთის ყურის ამ პატარა, კუნძულოვან ქვეყანაში, სიტუაცია დასტაბილურდა და რომ ის მზადაა, სეზონის მეორე ნაწილში, დიდი პრიზების ცირკს უმასპინძლოს.

ბაჰრეინში ანტისამთავრობო გამოსვლები მსხვერპლით დასრულდა. სიტუაცია იმდენად იყო გართულებული, რომ სახირის ავტოდრომის სამედიცინო პერსონალი ქვეყნის დედაქალაქ მანამაში გდაიყვანეს. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ბაჰრეინს რბოლის მიღებისგან თავი შეეკავებინა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა ჩაიშალა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ბაჰრეინის რბოლის ორგანიზატორებს მისცა პირობა, რომ თუ ეს უკანასკნელნი 1 მაისამდე შეძლებდნენ რბოლის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტირებას, მაშინ მათი ეტაპი კალენდარს ამ სეზონშივე დაუბრუნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის სამეფოში მღელვარებები ჯერაც არ ჩამცხრალა, სახირის ტრეკის შეფმა შეიხ სალმან ბინ ისა ალ ხალიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და რომ რბოლის ჩატარებაც შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა, რბოლის ჩაშლის მიუხედავად, ბაჰრეინის ეტაპის ორგანიზატორები არ დააჯარიმა. უფრო მეტიც, მათ პირობაც კი მისცა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, ბაჰრეინული დიდი პრიზი კალენდარს დაუბრუნდებოდა. და არც ის გამორიცხა, რომ ეს ამ სეზონშივე მოხდბოდა.

თუმცა, არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ ის, რომ ძლიერი სიცხეების გამო, ბაჰრეინში ზაფხულში რბოლის ჩატარება შეუძლებელია. მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში კალენდარი სრულადაა დატვირთული და იმდენად მჭიდროდაა შედგენილი, რომ იქ რბოლის ჩასმა შეუძლებელია. ერთი შანსია, რომ აბუ დაბიმ თავისი თარიღი (13 ნოემბერი) დათმოს და სეზონის ბოლო ეტაპად გადაინაცვლოს. ამ შემთხვევაში, ის დეკემბერში უნდა ჩატარდეს. ამაზე კი გუნდების თანხმობაა აუცილებელი...

ფეტელი შუმახერის და ასკარის რეკორდებს ემუქრება

Vettel Goes for Schumacher, Ascari Records in F1

13 აპრილი

ახალი სეზონის დაწყებიდან, ჯერ მხოლოდ ორი ეტაპი ჩატარდა და ორივე „რედ ბულ რეისინგის“ გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. თანაც, ორივე პოულიდან მოიგო. ეგ კიდევ არაფერი, ბევრი ვარაუდობს, რომ ავსტრიულ გუნდს თავისი შესაძლებლობები სრულად ჯერ არ გამოუვლენია. და თუ მართლა ასეა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ რეკორდების დამყარებაზე იზრუნოს.

პირველი რეკორდი კი, რომლის გამეორების შანსი გაუჩნდა, ზედიზედ მოგებული რბოლების რაოდენობაა, რომელიც იტალიელ ალბერტო (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი) ასკარის და გერმანელ მიხაელ შუმახერს (შვიდგზის ჩემპიონი) ეკუთვნით. ორივე პილოტს, „ფერარის“ ბოლიდებით ასპარეზობისას, ზედიზედ 7-7 რბოლა აქვს მოგებული. თანაც, შუმახერმა 2004 წელს ერთ სეზონში გააკეთა.

ფეტელს უკვე ზედიზედ ოთხი რბოლა აქვს მოგებული. ამათგან ორი გასული სეზონის ბოლო ეტაპები - ბრაზილიისა და აბუ დაბის დიდი პრიზებია, დანარჩენი ორი კი - მიმდინარე სეზონის ავსტრალიისა და მალაიზიის დიდი პრიზები. თანამედროვე ფორმულა 1-ში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, ფეტელს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ მომდევნო სამი (ან მეტი) რბოლაც მოიგოს.

ცნობისთვის, შუმახერმა თავისი რეკორდი 2004 წელს დაამყარა, როცა მაისსა და აგვისტოს შორის, ზედიზედ 7 რბოლა მოიგო. ასკარის კი უფრო ადრე, იგივე მიღწევისთვის ორი - 1952 და 1953 წლების სეზონები დასჭირდა. სხვათა შორის, მაში სეზონში სულ 8 რბოლა ტარდებოდა და გასაკვირიც არ უნდა იყოს ის, რომ ჩემპიონატში თითქმის ყველა რბოლის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მსოფლიოს მეორე ჩემპიონმა 1952 წლის სეზონში ბოლო ეტაპი და მომდევნო სეზონის პირველი ექვსი ეტაპი მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

მალაიზიაში გამარჯვების შემდეგ, ფეტელს შეახსენეს, რომ ამ ორი პილოტის მიღწევის გამეორების და გაუმჯობესების შანსი აქვს, რაზეც მან გაკვირვებით და ხუმრობით უპასუხა: „მართლა? მხოლოდ შვიდი რბოლა?“ ის ან ხუმრობს, ან ზედიზედ რვა რბოლის მოგებას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს. და თუ ეს მართლაც შეძლო, მიმდინარე ჩემპიონატი ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს.

სხვათა შორის, სეზონის მესამე ეტაპი ჩინეთში ტარდება. შანჰაი ის ადგილია, სადაც ფეტელმა „რედ ბულის“ მანქანით თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2004 წლიდან, რაც ჩინეთის დიდი პრიზი ტარდება, ეს რბოლა ორჯერ მოგებული არავის აქვს...

Monday, April 11, 2011

ალონსო ჰამილტონს აკრიტიკებს

Alonso Points Finger at Hamilton for Aggressive Driving

11 აპრილი

ფერნანდო ალონსო (ფოტოზე) თვლის, რომ მალაიზიის დიდი პრიზის სტიუარდებმა სამართლიანად დააჯარიმეს 20 წამით, მაგრამ დასძენს, რომ ინციდენტამდე, ძალიან აგრესიულ მანევრებს ასრულებდა მის წინ მიმავალი ლუის ჰამილტონი.

ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, ალონსო ჰამილტონს დაეწია და მათ შორის, მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რამდენჯერმე სცადა გასწრება, მაგრამ ჰამილტონმა ამის საშუალება ხისტი მანევრებით არ მისცა. შემდეგ კი, ალონსომ ვერ მოზომა და თავისი „ფერარის“ წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი, წინ მიმავალი „მაკლარენის“ კუდს მიალეწა.

რბოლის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ, სტიუარდებმა თავიანთი ვერდიქტი გამოაცხადეს - ორივე პილოტი პიტლეინში საჯარიმო გავლით დაისაჯა, თუმცა რამდენადაც რბოლა დასრულებული იყო, განაჩენი 20-წამიანი ჯარიმით შეიცვალა. ჰამილტონის შემთხვევაში, სტიუარდებმა თავიანთი გადაწყვეტილების საბაბად ის გარემოება დაასახელეს, რომ ალონსოს შესაკავებლად, ბრიტანელი პილოტი სწორ მონაკვეთებზე, თავისი მანქანის მოძრაობის მიმართულებას რამდენჯერმე, მკვეთრად ცვლიდა და ამგვარად, ესპანელს სლიპ სტრიმის გამოყენებაში უშლიდა ხელს. ალონსო კი შეჯახების ინიციატორად ჩაითვალა და ის სახიფათო რბოლისთვის დაისაჯა.

„როდესაც სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევდა, ის საჭის რგოლს ძალიან მკვეთრად ატრიალებდა. რაც შეეხება ჩვენს შეჯახებას, ეს ჩვეულებრივი სარბოლი ინციდენტი იყო. მე გასწრება ვცადე, მაგრამ მოხვევა ცოტა დავაგვიანე. ხდება ხოლმე. ჩვენ მრბოლები ვართ და რისკის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ასე რომ, შემდეგ რბოლებშიც ვეცდები გასწრებას და ზოგიერთებივით ორჭოფობას არ დავიწყებ“, - განაცხადა ალონსომ.

რა თქმა უნდა, მომხდარის შესახებ, ჰამილტონსაც ჰკითხეს, რომელმაც პასუხისგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, უკმაყოფილება გამოთქვა სტიუარდების გადაწყვეტილების გამო. ბრიტანელი განსაკუთრებით იმ ფაქტითაა უკმაყოფილო, რომ ამ დაჯარიმებას ალონსოს შემთხვევაში არაფერი შეუცვლია - ის მე-6 ადგილზე დარჩა. სამაგიეროდ, თავად მე-7 პოზიციიდან ერთი საფეხურით დაქვეითდა.

უებერმა მალაიზიაში კერს-ის გარეშე იასპარეზა

Webber Ran Without KERS in Malaysia

11 აპრილი

მარკ უებერისთვის (ფოტოზე) მიმდინარე სეზონი წეარუმატებლად დაიწყო - ჯერ იყო და, ავსტრალიაში მისი მანქანის შასიზე პრობლემები წარმოიქმნა, რამაც ოზ მრბოლს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. ახლახანს კი, მალაიზიაში, მის მანქანაზე კერს-მა არ იმუშავა. ამის შედეგი კი კვლავ გაწბილება იყო - უებერმა სტარტზევე რამდენიმე ადგილი დაკარგა, მერე კი, დაკარგული პოზიციების დაბრუნებას მეტისმეტად დიდი დრო მოანდომა.

კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) პილოტს რბოლისას დამატებითი ენერგიის გამოყენების საშუალებას აძლევს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „რენოს“ ძრავი კონკურენტებისაზე სუსტია, გამოდის, რომ მთელი დისტანციის განმავლობაში, უებერი სიმძლავრის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიდა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ სტარტზე დაკარგული პოზიციების დაბრუნებისთვის მას ბევრი დრო დაეკარგა. სწორედ კერსის გამო იყო, რომ როცა ვინმეს გაასწრებდა, მალევე მისგან კონტრმანევრის მოგერიება უჭირდა.

„ძალიან ძნელი რბოლა იყო. გრძელ სწორ მონაკვეთებზე, კერს-ის გარეშე, პოზიციის დაცვა ძალიან მიჭირდა. პირველ სამ-ოთხ წრეზე, წინ წასულების გასწრებას ვცდილობდი, მაგრამ თითქმის ყოველთვის, ისინი საპასუხო გასწრებას ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო რბოლა გამოვიდა. რას ვიზამ, ისევ არ გამიმართლა. იმედია, მომავალში პრობლემები აღარ შემექმნება და ჩემი უნარის სრულად გამოვლენას შევძლებ“, - განაცხადა 34 წლის ავსტრალიელმა.

საბოლოოდ, უებერმა მაინც შეძლო მეოთხე პოზიციამდე დაწინაურება, თუმცა ეს ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰამილტონს შორის მომხდარი ინციდენტის წყალობით მოხდა. ამ ინციდენტის გამო, ალონსოს „ფერარის“ წინა ფრთა დაუზიანდა, ჰამილტონს კი უკანა საბურავები გაუხდა შესაცვლელი. ნარბოლევს კი ორივე სტიუარდებმა 20 წამით დააჯარიმეს. რბოლის მიწურულს, ავსტრალიელი ნიკ ჰაიდფელდსაც დაეწია, მაგრამ კერს-ის უქონლობის გამო, მისი გასწრება ვეღარ შეძლო.

სხვათა შორის, უებერი ერთადერთი არ იყო, რომლის მანქანაზეც კერს-მა არ იმუშავა. ამ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელსაც შეექმნა. მის მანქანაზე კერს-მა გადახურება დაიწყო, რის გამოც, რადიოთი მითითება მიიღო, სისტემა აღარ გამოეყენებინა. ამის მიუხედავად, ფეტელმა მაინც შეძლო სტარტზე მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება.

ნარბოლევს გერმანელმა განაცხადა, რომ კერს-ის გარეშე სტარტზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა და შესაბამისად, რბოლის მოგებაც შეუძლებელი იქნებოდა. შუა რბოლაში სისტემის გამორთვა დასჭირდა, თუმცა ბოლოს ის ისევ ამუშავდა.

Sunday, April 10, 2011

ფეტელის ორიდან ორი

Faultless Vettel eases to Malaysian win

10 აპრილი

სებასტიან ფეტელმა ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც მსოფლიო ჩემპიონს შეეფერება -ორი სტარტი, ორივე პოულ პოზიციიდან და ორივე გამარჯვებით დააგვირგვინა. ასეთ დასაწყისს არავინ, ალბათ თავად გერმანელი პილოტიც კი არ ელოდა. იმიტომ, რომ ამ სეზონში, ყველა არნახული კონკურენციის მოლოდინში იყო. ფეტელი კი, ვითომც აქ არაფერი, ყველას, მათ შორის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერსაც იოლად უსწორდება. და, ორი ეტაპის შემდეგ, თითქმის ორჯერ მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მეორეზე გადასულმა ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა.

რბოლა ძალიან საინტერესო გამოვიდა და ეს სწორედ კერს-ის და რეგულირებადი უკანა ფრთის, ასევე „პირელის“ საბურავების დამსახურებაა. ჯერ ერთი, საბურავების სწრაფი ცვეთის გამო, პილოტებს ბოქსში ხშირად შესვლა უწევდათ. მაყურებელმა არაერთი დაძაბული პაექრობა და ბრწყინვალედ შესრულებული გასწრება იხილა და მთავარი სწორედ ეს იყო. რბოლას გასწრებები სტარტიდანვე არ აკლდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ჰამილტონის და ფერნანდო ალონსოს პაექრობა გამოვიდა, რომლის შედეგადაც, ორივე პილოტმა ნარბოლევს სტიუარდებისგან 20-წამიანი ჯარიმა დაიმსახურა.

ფეტელმა ლიდერობა ორჯერ დაკარგა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოქსში რეზინის შესაცვლელად შედიოდა. ამ დროს, წინ ხან ალონსო, ხან ბრაზილიელი ფელიპე მასა, ხან ბატონი და რუსი ვიტალი პეტროვიც კი დაწინაურდნენ. მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი მალევე აღიდგენდა ხოლმე ლიდერის პოზიციას.

სამაგიეროდ, ძალიან გაუჭირდა უებერს, რომელმაც სტარტზე რამდენიმე პოზიცია დაკარგა (კერს-ი ვერ აამუშავა) და ამან, ფაქტობრივად, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დააკარგვინა. არადა, თანაგუნდელზე ერთით მეტი პიტსტოპი შეასრულა, მასთან მხოლოდ 26 წამი წააგო, იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე ბოქსებში ერთ ვიზიტს სჭირდება.

სხვათა შორის, უკანა მართვად ანტი ფრთას ლამის ყველაზე ოსტატურად, იაპონელი კამუი კობაიაში იყენებდა, რომელმაც ჯერ უებერს გაუშრო სისხლი, შემდეგ კი მიხაელ შუმახერიც დიდხანს აწვალა და საბოლოოდ, უკანაც მოიტოვა. მოკლედ, იაპონელმა ყველაფერი გააკეთა, რის საშუალებასაც მანქანა (ზაუბერ-ფერარი) აძლევდა და რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. სტიუარდების ვერდიქტის შემდეგ კი მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ძალიან გააზრებულად იასპარეზა ბატონმა, რომელიც კარგა ხანს ჰამილტონის ჩრდილში კი იყო, მაგრამ საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს მხოლოდ 3 წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, სტარტიდან პოზიცია ჰამილტონმაც დათმო - მას „რენოს“ გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა გაასწრო. ბრიტანელს მისთვის ბრძოლაც არ გაუმართავს, პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ კი ტრასაზე მასზე წინ დაბრუნდა.

უებერი და ჰაიდფელდი რომ ჩამორჩნენ, მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლა გამართეს ალონსომ და ჰაიდფელდმა, რომელსაც მესამე პიტსტოპის შემდეგ, ბატონმა გაუარა. ესპანელი რამდენიმე წრის განმავლობაში გააფთრებული უტევდა ყოფილ თანაგუნდელს. ჰამილტჰნმა წარმატებით დაიცვა თავი. ერთ-ერთი დაცვითი მანევრისას, მან მანქანას რამდენჯერმე მკვეთრად შეუცვალა მიმართულება, რაც წესებით აკრძალულია (სახიფათო მანევრად ითვლება). სწორედ ამის გამო, მოგვიანებით ის სტიუარდებმა 20 წამით დასაჯეს.

ალონსო კი, ერთ-ერთი მანევრის შესრულებისას, აჩქარდა. მისი ბოლიდი წინა ფრთის მარჯვენა სტაბილიზატორით შეეჯახა ჰამილტონის მაკლარენს. ბრიტანელის მანქანა არ დაზიანებული, ესპანელს კი ბოქსებში შესვლამ მოუწია. თითქოს, ჰამილტონმა მესამე ადგილი გაინაღდა, მაგრამ ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, მისი საბურავები იმდენად გაცვდა, რომ ბოქსებში შესვლა გარდაუვალი გახდა. ამან კი მას ბევრი ადგილი დააკარგვინა. სამაგიეროდ, მესამეზე ჰაიდფელდმა გადაინაცვლა და მართალია, ბოლო წრეებზე მას უებერმა შეუტია, მაგრამ გერმანელმა პოზიცია ადვილად დაიცვა.

საინტერესოა, რომ პირველ ათეულში გასულთაგან, ბოქსში ოთხჯერ ჰამილტონი, უებერი და ალონსო შევიდნენ, კობაიაშიმ კი რეზინი მხოლოდ ორჯერ შეცვალა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ, მეშვიდე ადგილი დაიკავა (ჰამილტონის ჯარიმის წყალობით).


მალაიზიის დიდი პრიზი

სეპანგი, 5.543 კმ, (56 წრე, 310.408 კმ)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:37:39.832

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:03.261

3. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 00:25.075

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:26.384

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:36.958

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:57.248

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:06.439

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:09.957

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:24.896

10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 01:31.563

11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 01:41.379

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

17გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 4 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 10 წრე

გ. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 14 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 25 წრე

გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 33 წრე

გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 34 წრე

გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 42 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 48 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:40.571, 46-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 50 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 26; 3. ლუის ჰამილტონი - 22; 4. მარკ უებერი - 22; 5. ფერნანდო ალონსო - 20; 6. ფელიპე მასა - 16; 7. ნიკ ჰაიდფელდი - 15; 8. ვიტალი პეტროვი - 15; 9. კამუი კობაიაში - 6; 10. სებასტიან ბუემი - 4; 11. ადრიან სუტილი - 2; 12. მიხაელ შუმახერი - 2; 13. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 72 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 48; 3. ფერარი - 36; 4. რენო - 30; 5. ზაუბერ-ფერარი - 6; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 4; 6. ტორო როსო-ფერარი - 4; 8. მერსედესი - 2

Saturday, April 9, 2011

მალაიზიის დიდი პრიზი

პოული ისევ ფეტელისაა

Vettel storms to pole position in Malaysia

9 აპრილი


თუმცა, ფორმულა 1-ის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ამჯერად გაცილებით უფრო გაუჭირდა მისი მოპოვება, ვიდრე სეზონის გახსნითი რბოლის, ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე.

შარშანდელმა სეზონმა უკვე მიგვაჩვია იმას, რომ სებასტიან ფეტელი პოულებს იგებს. ეს ტრენდი ამ სეზონშიც გრძელდება და ის უფრო ძლიერ აღმავალი გახდა მას შემდეგ, რაც სეზონის გახსნით რბოლაში, „რედ ბულის“ აშკარა უპირატესობა გამოვლინდა. მელბურნის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ მალაიზიის პოულისთვის სწორედ ავსტრიული გუნდის პილოტები იბრძოლებდნენ.

მაგრამ ამაზე სულ სხვა მოსაზრება და განწყობა აქვს „მაკლარენს“, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია საქმის გამოსწორება და მოწინავეთა შორის ადგილის შენარჩუნება. მალაიზიური ეტაპის კვალიფიკაციამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

როდესაც კვალიფიკაციის მესამე, გადამწყვეტი ნაწილის ტაბლოზე ნულები დაიწერა, საუკეთესო შედეგი ჰამილტონს ჰქონდა, რომელმაც ამის შემდეგაც გააუმჯობესა თავისი დრო და თითქოს, პოულ პოზიციაც გაინაღდა. მაგრამ ამ დროს, ტრასაზე კვლავ რჩებოდა ფეტელი, რომელსაც ფინიშის ხაზი ბოლოს უნდა გადაეკვეთა. და მან თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა - ჰამილტონის დროს 0.106 წამი მოაკლო...

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. ამ ტრასაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სტარტზე გზის სუფთა მხარეს იდგე. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ხვალ დღევანდელ რბოლას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. გასავლელი ბევრი კილომეტრია. ძალიან მიკვირს, რომ აქამდე არ უწვიმია. ეს შეიძლება რბოლისას მოხდეს. ასე რომ, გარანტირებული ჯერ არაფერია“, - ნარბოლევს განაცხადა ფეტელმა.

უნდა ითქვას, რომ სტარტზე პირველ ორ რიგში სწორედ „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ პილოტები განლაგდებიან. თან, ორივე რიგში წინ ავსტრიული გუნდის პილოტები დგანან. მარკ უებერმა მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა, თანაგუნდელს კი 0.309 წამით ჩამორჩა. ავსტრალიელზე მხოლოდ 0.021 წამით უარესი დრო ჰქონდა ჯენსონ ბატონს.

სხვათა შორის, მალაიზიაში მანქანაზე კერს-ის სისტემა „რედ ბულმაც“ დააყენა და უებერის განცხადებით, სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი მორიგი პოულის მოპოვება.

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.870

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.974

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.179

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.200

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.802

6. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:36.124

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:36.251

8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:36.324

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:36.809

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.820

- - - - - - - - - -

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:37.035

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:37.160

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:37.347

14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:37.370

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.496

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:37.528

17. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:37.593

- - - - - - - - - -

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:38.276

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:38.645

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:38.791

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:40.648

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:41.001

23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:41.549

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:42.574


რბოლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: http://www.debilizator.tv/

მალაიზიის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკების შედეგები


პირველი სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.651

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.316

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:39.791

4. ნიკო ჰილკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.377

5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:40.443

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:40.453

7. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:40.525

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.581

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:40.601

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.646

11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:40.734

12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:40.748

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:40.770

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:40.872

15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.927

16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:41.620

17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.627

18. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:41.642

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:42.154

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:42.540

21. დავიდე ვალსეკი (იტალია, ლოტუსი) 1:44.054

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:45.228

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:46.267

24. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:47.932

მეორე სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.876

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.881

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:37.010

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:37.090

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:38.088

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:38.089

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.565

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:38.570

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:38.583

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:38.846

11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:38.968

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.187

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:39.267

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.398

15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:39.603

16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:39.625

17. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:39.809

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:40.115

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:40.866

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:41.890

21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:43.197

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:43.991

23. ჰეიკი კოვალაინნი (ფინეთი, ლოტუსი) 1:44.886

Friday, April 1, 2011

ჰამილტონი: ძალთა განლაგება სეპანგში გამოჩნდება

Sepang Will Show F1 Order - Hamilton

1 აპრილი

მართალია, ბევრი თვლის, რომ ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლაში გამოჩნდა, რომელი გუნდია სეზონისთვის უკეთ მომზადებული და რომელი - არა, მაგრამ „მაკლარენის“ ლუის ჰამილტონს (ფოტოზე) მიაჩნია, რომ ძალთა განლაგება უკეთ სეპანგში, მალაიზიის დიდ პრიზზე გამოჩნდება.

ამ ორ ტრასას შორის დიდი განსხვავებაა. უპირველესად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მალაიზიაში კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (კერს-ს) უფრო მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება, რადგან სეპანგის ტრეკს გაცილებით გრძელი სწორი მონაკვეთები აქვს, ვიდრე მელბურნის ალბერტ პარკს.

სხვათა შორის, „მაკლარენს“ საუკეთესო კერს-ი აქვს შემუშავებული, „რედ ბულმა“ კი ეს სისტემა ავსტრალიაში არ გამოიყენა და ამის მიზეზად მისი არასაიმედობა დაასახელა. მართალია, მალაიზიაში ავსტრიული საჯინიბო კერს-ის გამოყენებას აპირებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ამ ასპექტში „მაკლარენს“ უპირატესობა მაინც ექნება. ყოველ შემთხვევაში, ჰამილტონს სწორედ ამის იმედი აქვს.

„ალბერტ პარკი შესანიშნავი ტრეკია, მაგრამ სეპანგზე მანქანების შესაძლებლობებს შორის სხვაობა უფრო გამოიკვეთება. მალაიზიაში კერს-საც და რეგულირებად ფრთასაც უფრო რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია. ამაში კვალიფიკაციაზევე დარწმუნდებით“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ავსტრალიაში მეორე ადგილს დასჯერდა.

მელბურნის შემდეგ, პადოკში ბევრი ლაპარაკობს იმაზეც, რომ პირველ ეტაპზე, „რედ ბულის“ მანქანას თავისი რეალური შესაძლებლობები არ უჩვენებია. თუმცა ეს სულაც არ აშინებს „მაკლარენის“ ხელმძღვანელ მარტინ უიტმარშს, ვინც მალაიზიაში მთავარ მიზნად, ლიდერთან ჩამორჩენის შემცირებას ისახავს.

„რედ ბულს“ ჰამილტონის გადაბირება სურს

Red Bull Confirm Interest in Hamilton for 2012

1 აპრილი

ლუის ჰამილტონს არაერთხელ უთქვამს, რომ „მაკლარენიდან“ არსად წასვლას არ აპირებს. ახლა კი, როცა აშკარა გახდა, რომ ახალი სეზონისთვისაც გუნდმა კონკურენრუნარიანი მანქანა მოამზადა, სხვაგან მისი გადასვლა მით უფრო არარეალურად მოჩანს. თუმცა, როგორც ირკვევა, მის გადაბირებას მაინც ცდილობს „რედ ბულ რეისინგი“, რომელსაც გადასაწყვეტი აქვს, დაიტოვოს მარკ უებერი, თუ ის სხვა პილოტით შეცვალოს.

ავსტრალიელ პილოტს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. დატოვებენ თუ არა, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს სეზონის პირველ ნახევარში. სწორედ ასე ხდება ბოლო სამი სეზონის განმავლობაში და თუ უებერი ისევ „რედ ბულის“ ბოლიდებით ასპარეზობს, ეს მისივე დამსახურებაა.

მაგრამ თუ ამ სეზონში ჩავარდნა ექნა, მაშინ „რედ ბული“ მის შენარჩუნებას აღარ ეცდება და შემცვლელის ძებნას დაიწყებს. ასეთად კი საუკეთესო ვარიანტი ჰამილტონია, რომლის ფორმულა 1-ში მოყვანაც „მაკლარენის“ შეფის, რონ დენისის დამსახურებაა.

„ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს სეზონი მარკისთვის, რას გადაწყვეტს თავად. რაც შეეხება ჰამილტონს, ის აგრესიული, ძალიან სწრაფი პილოტია და მისი გადაბირება ნებისმიერ გუნდს სურს. ჩვენი ფილოსოფია ხომ ისაა, რომ ური უსწრაფესი პილოტი გვყავდეს“, - ამბობს „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო, ვინც ავსტრიული კომპანიის დამაარსებლისა და მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის მეგობარი და მარჯვენა ხელია.

სხვათა შორის, ახლახანს ჯენსონ ბატონმა ჰამილტონს ურჩია, არსად გადავიდეს და თავადაც თქვა, რომ საკუთარი კარიერის „მაკლარენში“ დასრულებას აპირებს. სამაგიეროდ, ფ1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი ოცნებობს, რომ ჰამილტონი და ფეტელი (ფოტოზე) ერთ გუნდში იხილოს. „ორივენი ფორმულა ერთისთვის ნამდვილი საჩუქრები არიან და ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ გუნდში იქნებიან“, - ნათქვამი აქვს ბერნის.

არსებობს ერთი გარემოება, რომელიც მომავალ სეზონში ამ საოცნებო დუეტის ხილვის საშუალებას არ მოგვცემს - ჰამილტონს „მაკლარენტან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება...

ლოებმა „ფოლკსვაგენის“ შეთავაზებული 15 მილიონი უარყო

Loeb Denies EUR15 Million Offer from Volkswagen

1 აპრილი

შარშან, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა, სებასტიან ლოებმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ 2011 წლის სეზონის დასრულებისთანავე, თავის კარიერას დაასრულებდა. თუმცა, ახლახანს პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ლოებმა გადაიფიქროს და თავისი სახელოვანი კარიერა „ფოლკსვაგენში“ გააგრძელოს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება.

როგორც ირკვევა, ამ ვარაუდს რეალური საფუძველი ჰქონდა - გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ პირველივე სეზონისთვის გიგანტური ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გუნდში საუკეთესო პილოტები მიიწვიოს. ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვოლფსბურგელების შეთავაზება სახელოვან ფრანგს წასვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა. უფრო მეტიც, ინგლისურმა ავტორიტეტულმა გამოცემა „აბტოსპორტმა“ დააკონკრეტა, რომ ლოებს გადასაფიქრებლად 15 მილიონი ევრო შესთავაზეს.

მაგრამ სანამ ამ ინფორმაციას სხვა გამოცემებიც აიტაცებდნენ, ფრანგმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ რომ ის „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას არ აპირებს, რადგან საკუთარი გეგმები აქვს და მათს შეცვლაზე არც უფიქრია. თუმცა, ორაზროვნად კი განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, იასპარეზებს თუ არა მომავალ სეზონში.

ამასთან, „სიტროენ მოტორსპორტის“ დირექტორი ოლივიე კესნელი ამბობს, რომ თუ ლოები მაინც გადაწყვეტს დარჩენას, მასთან მოლაპარაკების პრიორიტეტი ფრანგულ კომპანიას ექნება და არა სხვას. შეგახსენებთ, რომ თავისი შვიდივე ტიტული 63 გამარჯვება ლოებმა სწორედ „სიტროენის“ მანქანებით მოიპოვა.

„არა მგონია, მას გადაწყვეტილი ჰქონდეს, რას იზამს მომავალ სეზონში. ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. რა თქმა უნდა, მან იცის, რომ „სიტროენში“ კარი ღია აქვს. შეიძლება კარიერა შეწყვიტოს, შეიძლება ლე მანის რბოლებში გადავიდეს და არც ისაა გამორიცხული, რომ „ფოლკსვაგენში“ გადავიდეს. რატომაც არა, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მაგრამ რას გადაწყვეტს, ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. და გარწმუნებთ, ეს თავადაც არ იცის“, - ამბობს კესნელი.

„ფერარი“ პრობლემების მალაიზიამდე მოგვარებას ცდილობს

Ferrari Vow to Resolve Problems by Malaysia

1 აპრილი

„ფერარისთვის“ ავსტრალიის დიდი პრიზი წარუმატებელი გამოდგა - გუნდის პილოტებმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ შესაბამისად, მეოთხე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს და ვერ გაამართლეს ის მოლოდინი, რომელიც მათთან დაკავშირებით, სეზონის დაწყებამდე არსებობდა.

მათ რომ პრობლემა ჰქონდათ, ეს ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე გამოჩნდა, როცა ვერაფრით ახერხებდნენ საბურავების ოპტიმალურ რეჟიმში გაცხელებას, ეს კი მათს შედეგებზე უარყოფითად აისახა. ალონსომ მე-5 სასტარტო პოზიციის მოპოვება შეძლო, რაც მარანელოელებისთვის აშკარა გაწბილება იყო. და მან რომ რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ პიტსტოპების სწორი სტრატეგიით იასპარეზა.

მელბურნის შემდეგ, „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, ინჟინრები ახლა ამ წარუმატებლობის მიზეზებს იკვლებენ და რომ ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ მალაიზიისთვის ეს პრობლემები აღმოფხვრილი იყოს:

„ახლა მთავარია გავიგოთ, რამ გამოიწვია ასეთი ჩავარდნა. ცვენ აქ გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ ამის მიზეზი გვაქვს დასადგენი და მერე მის გამოსწორებაზეც უნდა ვიზრუნოთ და ვიმედოვნებ, რომ მალაიზიამდე ამას შევძლებთ. რა თქმა უნდა, ავსტრალიაში უკეთესი შედეგისთვის ჩავედით, მაგრამ ისიც ფაქტია, რბოლაში ყველაფერი ვიღონეთ საუკეთესო შესაძლებელი შედეგის მისაღწევად. პირველი წრის შემდეგ, ფერნანდო მეცხრე ადგილზე იყო და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მაგრამ მან შესანიშნავად ირბოლა და გამართული სტრატეგიის წყალობით, მეოთხე ადგილამდე წამოიწია. დარწმუნებული ვარ, რომ არა სასტარტო ჩავარდნა, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა“, - ამბობს დომენიკალი.

სხვათა შორის, ბევრი პილოტი აღიარებს, რომ ავსტრალიაში „პირელიმ“ იმისგან ძლიერ განსხვავებული საბურავები ჩაიტანა, ვიდრე ტესტების დროს ამზადებდა. ამიტომ, სწორი სტრატეგიის შერჩევა ბევრმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, მოგებული ის დარჩა, ვინც სხვებზე მეტად გარისკა. რა ტქმა უნდა, ეს „რედ ბულს“ და სებასტიან ფეტელს არ ეხება...