ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, April 13, 2011

ბაჰრეინი ფ1-ის სამასპინძლოდ მზადაა

Bahrain Now Ready to Host F1 Race

13 აპრილი

ფორმულა ერთის წლევანდელი ჩემპიონატის კალენდარში 20 ეტაპია შეტანილი, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ მხოლოდ 19 რბოლა ჩატარდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გამო, არ ჩატარდა სეზონის გახსნითი ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი. თუმცა, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპარსეთის ყურის ამ პატარა, კუნძულოვან ქვეყანაში, სიტუაცია დასტაბილურდა და რომ ის მზადაა, სეზონის მეორე ნაწილში, დიდი პრიზების ცირკს უმასპინძლოს.

ბაჰრეინში ანტისამთავრობო გამოსვლები მსხვერპლით დასრულდა. სიტუაცია იმდენად იყო გართულებული, რომ სახირის ავტოდრომის სამედიცინო პერსონალი ქვეყნის დედაქალაქ მანამაში გდაიყვანეს. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ბაჰრეინს რბოლის მიღებისგან თავი შეეკავებინა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა ჩაიშალა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ბაჰრეინის რბოლის ორგანიზატორებს მისცა პირობა, რომ თუ ეს უკანასკნელნი 1 მაისამდე შეძლებდნენ რბოლის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტირებას, მაშინ მათი ეტაპი კალენდარს ამ სეზონშივე დაუბრუნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის სამეფოში მღელვარებები ჯერაც არ ჩამცხრალა, სახირის ტრეკის შეფმა შეიხ სალმან ბინ ისა ალ ხალიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და რომ რბოლის ჩატარებაც შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა, რბოლის ჩაშლის მიუხედავად, ბაჰრეინის ეტაპის ორგანიზატორები არ დააჯარიმა. უფრო მეტიც, მათ პირობაც კი მისცა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, ბაჰრეინული დიდი პრიზი კალენდარს დაუბრუნდებოდა. და არც ის გამორიცხა, რომ ეს ამ სეზონშივე მოხდბოდა.

თუმცა, არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ ის, რომ ძლიერი სიცხეების გამო, ბაჰრეინში ზაფხულში რბოლის ჩატარება შეუძლებელია. მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში კალენდარი სრულადაა დატვირთული და იმდენად მჭიდროდაა შედგენილი, რომ იქ რბოლის ჩასმა შეუძლებელია. ერთი შანსია, რომ აბუ დაბიმ თავისი თარიღი (13 ნოემბერი) დათმოს და სეზონის ბოლო ეტაპად გადაინაცვლოს. ამ შემთხვევაში, ის დეკემბერში უნდა ჩატარდეს. ამაზე კი გუნდების თანხმობაა აუცილებელი...

1 comment:

  1. სტატიის დასაწყისში ტექნიკური შეცდომაა. სულ 20 ეტაპია წელს კალენდარიში და ბაჰრეინის დიდი პრიზის ამოვარდნის შემთხვევაში რჩება 19 და არა 18.

    ReplyDelete