ალონსომ გამარჯვებებზე ხელი ჩაიქნია
Ferrari Should Target Podiums, Not Race Wins – Alonso
14 აპრილი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ უახლოეს რბოლებში, მხოლოდ კვარცხლბეკისთვის ბრძოლას თუ შეძლებს, მაგრამ გამარჯვებაზე ოცნებაც არ შეუძლია. ის აღიარებს, რომ სებასტიან ფეტელის „რედ ბული“ მისთვის ჯერჯერობით მიუღწეველია. ამიტომ, „ფერარის“ ურჩევს, დააჩქაროს მანქანის აეროდინამიკის სრულყოფის პროცესი, რათა ევროპული ეტაპებიდან მაინც, შესაძლებელი გახდეს გამარჯვებისთვის ბრძოლა.
„ჩვენს სპორტში საიდუმლოს დიდხანს ვერ შეინახავ - ყველა ყველაფერს ხვდება. აშკარაა, რომ აეროდინამიკის მხრივ, ბევრი სამუშაო გვაქვს. თუ დღეს ლიდერებს ჩამოვრჩებით, სწორედ იმის ბრალია, რომ მანქანის აეროდინამიკა სათანადო დონეზე არაა. ჩემპიონატი დიდხანს გრძელდება და ახლა რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვაგროვოთ, რომ შემდეგ, როცა კონკურენტუნარიანი მანქანა გვექნება, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შევძლოთ. ამჟამად კი რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ კარგი იქნება, თუ კვარცხლბეკისთვის ბრძოლას შევძლებთ“, - ამბობს ალონსო.
მართლაც, პირველ ორ რბოლაში - ავსტრალიისა და მალაიზიის დიდ პრიზებზე, ალონსო კვარცხლბეკთან ახლოს იყო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელი მოეცარა. ჯერ ფინიშთან მეოთხე მივიდა, მალაიზიაში კი, ლუის ჰამილტონთან მცირე შეჯახების გამო, მე-6 ადგილს დასჯერდა.
No comments:
Post a Comment