ჰამილტონი 6 წლიდან „მაკლარენის“ ერთგულია
Hamilton Committed to McLaren Since Age 6
15 აპრილი
ჩინეთის დიდი პრიზის პირველი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, რომელზეც ყველაზე სწრაფ სებასტიან ფეტელთან ორ წამზე მეტი წააგო, ბრაზმორეულმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ „მაკლარენისადმი“ მის ერთგულებას საზღვარი გააჩნია. ამით მან პირდაპირ მიანიშნა, რომ თუ კონკურენტუნარიან მანქანას არ მიიღებს, შესაძლოა, სხვა გუნდში გადასვლაზე იფიქროს.
„ამ გუნდში ყოფნა ყოველთვის მომწონდა და აქ დიდი სიამოვნებით დავრჩები, მაგრამ სეზონის ბოლოს ყოველთვის ფიქრობ, რომელ პოზიციაზე ხარ და რა მოხდა ისეთი, რის გამოც გამარჯვება ვერ შეძელი. ფორმულა 1-ში ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების მოპოვებაა და თუ მას ვერ მივაღწევ, მაშინ რაღაცის შეცვლა მომიწევს“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა ჰამილტონმა.
თუმცა, მეორე პრაქტიკის შემდეგ, მან ტონი შეცვალა და რა ტქმა უნდა, ამის მიზეზი, შედეგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება გახდა. მან განაცხადა, რომ კვლავაც გუნდის ერთგულია, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, როცა „მაკლარენთან“ მისი ურთიერთობა დაიწყო. სხვათა შორის, ის სულ რაღაც 6 წლის იყო, როცა ინგლისური გუნდის შეფ რონ დენისის ყურადღება მიიქცია.
„თქმა არ უნდა, მე გუნდის ერთგული ვარ. ეს ჩემი გუნდი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც 6 წლის ვიყავი. აქ ვარ და არსად გავრბივარ. მონდომება არ მაკლია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათთან ერთად წარმატებებს მივაღწიო. თუმცა ამასთან, ისიც ფაქტია, რომ მინდა, ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული მრბოლი გავხდე. და ძალიან მინდა, ეს მათთან ერთად გავაკეთო. ისიც ფაქტია, რომ ბოლო ხუთ სეზონში ერთადერთი ვარ, ვინც ყოველ სეზონში იგებს რბოლებს. სხვა ვერცერთი გუნდი ასეთი მიღწევით ვერ დაიკვეხნის. ესე იგი, მე გამარჯვების უნარის მქონე მანქანით ვასპარეზობ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - ამბობს ჰამილტონი.
No comments:
Post a Comment