ლოებმა „ფოლკსვაგენის“ შეთავაზებული 15 მილიონი უარყო
Loeb Denies EUR15 Million Offer from Volkswagen
1 აპრილი
შარშან, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა, სებასტიან ლოებმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ 2011 წლის სეზონის დასრულებისთანავე, თავის კარიერას დაასრულებდა. თუმცა, ახლახანს პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ლოებმა გადაიფიქროს და თავისი სახელოვანი კარიერა „ფოლკსვაგენში“ გააგრძელოს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება.
როგორც ირკვევა, ამ ვარაუდს რეალური საფუძველი ჰქონდა - გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ პირველივე სეზონისთვის გიგანტური ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გუნდში საუკეთესო პილოტები მიიწვიოს. ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვოლფსბურგელების შეთავაზება სახელოვან ფრანგს წასვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა. უფრო მეტიც, ინგლისურმა ავტორიტეტულმა გამოცემა „აბტოსპორტმა“ დააკონკრეტა, რომ ლოებს გადასაფიქრებლად 15 მილიონი ევრო შესთავაზეს.
მაგრამ სანამ ამ ინფორმაციას სხვა გამოცემებიც აიტაცებდნენ, ფრანგმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ რომ ის „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას არ აპირებს, რადგან საკუთარი გეგმები აქვს და მათს შეცვლაზე არც უფიქრია. თუმცა, ორაზროვნად კი განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, იასპარეზებს თუ არა მომავალ სეზონში.
ამასთან, „სიტროენ მოტორსპორტის“ დირექტორი ოლივიე კესნელი ამბობს, რომ თუ ლოები მაინც გადაწყვეტს დარჩენას, მასთან მოლაპარაკების პრიორიტეტი ფრანგულ კომპანიას ექნება და არა სხვას. შეგახსენებთ, რომ თავისი შვიდივე ტიტული 63 გამარჯვება ლოებმა სწორედ „სიტროენის“ მანქანებით მოიპოვა.
No comments:
Post a Comment