ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, April 10, 2011

ფეტელის ორიდან ორი

Faultless Vettel eases to Malaysian win

10 აპრილი

სებასტიან ფეტელმა ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც მსოფლიო ჩემპიონს შეეფერება -ორი სტარტი, ორივე პოულ პოზიციიდან და ორივე გამარჯვებით დააგვირგვინა. ასეთ დასაწყისს არავინ, ალბათ თავად გერმანელი პილოტიც კი არ ელოდა. იმიტომ, რომ ამ სეზონში, ყველა არნახული კონკურენციის მოლოდინში იყო. ფეტელი კი, ვითომც აქ არაფერი, ყველას, მათ შორის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერსაც იოლად უსწორდება. და, ორი ეტაპის შემდეგ, თითქმის ორჯერ მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მეორეზე გადასულმა ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა.

რბოლა ძალიან საინტერესო გამოვიდა და ეს სწორედ კერს-ის და რეგულირებადი უკანა ფრთის, ასევე „პირელის“ საბურავების დამსახურებაა. ჯერ ერთი, საბურავების სწრაფი ცვეთის გამო, პილოტებს ბოქსში ხშირად შესვლა უწევდათ. მაყურებელმა არაერთი დაძაბული პაექრობა და ბრწყინვალედ შესრულებული გასწრება იხილა და მთავარი სწორედ ეს იყო. რბოლას გასწრებები სტარტიდანვე არ აკლდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ჰამილტონის და ფერნანდო ალონსოს პაექრობა გამოვიდა, რომლის შედეგადაც, ორივე პილოტმა ნარბოლევს სტიუარდებისგან 20-წამიანი ჯარიმა დაიმსახურა.

ფეტელმა ლიდერობა ორჯერ დაკარგა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოქსში რეზინის შესაცვლელად შედიოდა. ამ დროს, წინ ხან ალონსო, ხან ბრაზილიელი ფელიპე მასა, ხან ბატონი და რუსი ვიტალი პეტროვიც კი დაწინაურდნენ. მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი მალევე აღიდგენდა ხოლმე ლიდერის პოზიციას.

სამაგიეროდ, ძალიან გაუჭირდა უებერს, რომელმაც სტარტზე რამდენიმე პოზიცია დაკარგა (კერს-ი ვერ აამუშავა) და ამან, ფაქტობრივად, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დააკარგვინა. არადა, თანაგუნდელზე ერთით მეტი პიტსტოპი შეასრულა, მასთან მხოლოდ 26 წამი წააგო, იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე ბოქსებში ერთ ვიზიტს სჭირდება.

სხვათა შორის, უკანა მართვად ანტი ფრთას ლამის ყველაზე ოსტატურად, იაპონელი კამუი კობაიაში იყენებდა, რომელმაც ჯერ უებერს გაუშრო სისხლი, შემდეგ კი მიხაელ შუმახერიც დიდხანს აწვალა და საბოლოოდ, უკანაც მოიტოვა. მოკლედ, იაპონელმა ყველაფერი გააკეთა, რის საშუალებასაც მანქანა (ზაუბერ-ფერარი) აძლევდა და რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. სტიუარდების ვერდიქტის შემდეგ კი მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ძალიან გააზრებულად იასპარეზა ბატონმა, რომელიც კარგა ხანს ჰამილტონის ჩრდილში კი იყო, მაგრამ საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს მხოლოდ 3 წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, სტარტიდან პოზიცია ჰამილტონმაც დათმო - მას „რენოს“ გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა გაასწრო. ბრიტანელს მისთვის ბრძოლაც არ გაუმართავს, პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ კი ტრასაზე მასზე წინ დაბრუნდა.

უებერი და ჰაიდფელდი რომ ჩამორჩნენ, მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლა გამართეს ალონსომ და ჰაიდფელდმა, რომელსაც მესამე პიტსტოპის შემდეგ, ბატონმა გაუარა. ესპანელი რამდენიმე წრის განმავლობაში გააფთრებული უტევდა ყოფილ თანაგუნდელს. ჰამილტჰნმა წარმატებით დაიცვა თავი. ერთ-ერთი დაცვითი მანევრისას, მან მანქანას რამდენჯერმე მკვეთრად შეუცვალა მიმართულება, რაც წესებით აკრძალულია (სახიფათო მანევრად ითვლება). სწორედ ამის გამო, მოგვიანებით ის სტიუარდებმა 20 წამით დასაჯეს.

ალონსო კი, ერთ-ერთი მანევრის შესრულებისას, აჩქარდა. მისი ბოლიდი წინა ფრთის მარჯვენა სტაბილიზატორით შეეჯახა ჰამილტონის მაკლარენს. ბრიტანელის მანქანა არ დაზიანებული, ესპანელს კი ბოქსებში შესვლამ მოუწია. თითქოს, ჰამილტონმა მესამე ადგილი გაინაღდა, მაგრამ ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, მისი საბურავები იმდენად გაცვდა, რომ ბოქსებში შესვლა გარდაუვალი გახდა. ამან კი მას ბევრი ადგილი დააკარგვინა. სამაგიეროდ, მესამეზე ჰაიდფელდმა გადაინაცვლა და მართალია, ბოლო წრეებზე მას უებერმა შეუტია, მაგრამ გერმანელმა პოზიცია ადვილად დაიცვა.

საინტერესოა, რომ პირველ ათეულში გასულთაგან, ბოქსში ოთხჯერ ჰამილტონი, უებერი და ალონსო შევიდნენ, კობაიაშიმ კი რეზინი მხოლოდ ორჯერ შეცვალა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ, მეშვიდე ადგილი დაიკავა (ჰამილტონის ჯარიმის წყალობით).


მალაიზიის დიდი პრიზი

სეპანგი, 5.543 კმ, (56 წრე, 310.408 კმ)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:37:39.832

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:03.261

3. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 00:25.075

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:26.384

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:36.958

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:57.248

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:06.439

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:09.957

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:24.896

10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 01:31.563

11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 01:41.379

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

17გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 4 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 10 წრე

გ. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 14 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 25 წრე

გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 33 წრე

გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 34 წრე

გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 42 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 48 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:40.571, 46-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 50 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 26; 3. ლუის ჰამილტონი - 22; 4. მარკ უებერი - 22; 5. ფერნანდო ალონსო - 20; 6. ფელიპე მასა - 16; 7. ნიკ ჰაიდფელდი - 15; 8. ვიტალი პეტროვი - 15; 9. კამუი კობაიაში - 6; 10. სებასტიან ბუემი - 4; 11. ადრიან სუტილი - 2; 12. მიხაელ შუმახერი - 2; 13. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 72 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 48; 3. ფერარი - 36; 4. რენო - 30; 5. ზაუბერ-ფერარი - 6; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 4; 6. ტორო როსო-ფერარი - 4; 8. მერსედესი - 2

No comments:

Post a Comment