ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 21, 2011

ახალი რეგლამენტი მანქანის შიგნიდან დაქოქვას მოითხოვს

FIA confirms 15,000rpm rev limit from 2014 season
21 ივლისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2014 წლის სეზონიდან უნდა ამოქმედდეს. მასში მთავარი სიახლე ძრავებს ეხება და ის 1.6-ლიტრიან V6 ტურბოძრავებზე გადასვლას ითვალისწინებს. ამასთან გადაწყდა, რომ ძრავების ბრუნვის მაქსიმალური რიცხვი იქნება არა 12 000, არამედ 15 000. ამგვარად, გამოირიცხა ზოგიერთის შიში იმის შესახებ, რომ ბრუნთა რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება, ძრავის ხმაზე უარყოფითად აისახება, რაც რბოლებს მაყურებელს დააკარგვინებს.

ფორმულა 1-ში გასწრებების რიცხვი გაორმაგდა

2011 Rules Have Doubled Overtaking - Analysis
21 ივლისი

ახალმა რეგლამენტმა ფორმულა ერთის რბოლები მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა - თითქმის ორჯერაა გაზრდილი გასწრებათა რაოდენობა. ამას მოწმობს „მერსედეს GP-ს“ მიერ შესრულებული ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ 9 რბოლაში, 623 გასწრებაა დაფიქსირებული.

Wednesday, July 20, 2011

ლე მანზე დაბრუნება „იაგუარმაც“ გადაწყვიტა

Jaguar planning Le Mans return with LMP1 car
19 ივლისი
„პორშე“, „ტოიოტა“ და ახლა „იაგუარიც“ - ლე მანის 24-საათიან რბოლას გრანდები უბრუნდებიან. ახლახანს, ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა ‘ავტოსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარულ რბოლაში დაბრუნების შესაძლებლობას, „იაგუარიც“ განიხილავს. უფრო სწორედ, ბრიტანული კომპანიის ინდოელი მფლობელი „ტატა მოტორსი“.

ფ1-ის უსაფრთხოებას სამხედრო თვითმფრინავის სანთელი დასჭირდება

FIA Investigates Jet Fighter Canopies for Improving F1 Drivers’ Safety
19 ივლისი

1994 წლის 1 მაისი, იმოლა, სან მარინოს დიდი პრიზი. სპორტული სამყარო შოკირებულია ფორმულა ერთის ცოცხალი ლეგენდის, მისი ალბათ ყველაზე ქარიზმატული პილოტის დაღუპვით. აირტონ სენა მოსახვევ ტამბურელოში განცდილი კატასტროფის შემდეგ, თავის ქალაზე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა...

Tuesday, July 19, 2011

მასა დარწმუნებულია, რომ „ფერარი“ ტიტულისთვის იბრძოლებს

Felipe Massa says Ferrari is still in the world title hunt
18 ივლისი
ფელიპე მასა თვლის, რომ „ფერარი“ კვლავ აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. კონსტრუქტორთა თასის მფლობელი „რედ ბულ რეისინგი“ იტალიურ გუნდს 164 ქულას უგებს, მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კი მასას თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოზე 92 ქულით წინაა. თუმცა, მასას ოპტიმიზმს ეს არ აკნინებს.

Wednesday, July 13, 2011

„რენომ“ შეიძლება „რენოს“ ძრავები დაკარგოს

Renault Team Could Lose Renault Power In 2012
13 ივლისი
ცოტა უცნაურად კი ჟღერს, თუმცა სწორედ ასე შეიძლება მოხდეს. რამდენადაც ფრანგულმა კომპანიამ ახალ პარტნიორად „უილიამსი“ აირჩია, არაა გამორიცხული, რომ თავისი ყოფილი გუნდი, რომელსაც ახლაც „რენოდ“ მოიხსენიებენ, ოფიციალურად კი „ლოტუს რენოდ“ იწოდება, ძრავების გარეშე დატოვოს.

უებერი შეიძლება რაიკონენმა შეცვალოს

Raikkonen To Replace Webber At Red Bull
13 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, „რედ ბულ რეისინგის“ მანქანით, სებასტიან ფეტელთან ერთად, კიმი რაიკონენმა იასპარეზოს. ეს ინფორმაცია გერმანულ პრესაში ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ სილვერსტოუნის რბოლის მიწურულს, მარკ უებერმა გუნდის მითითება არ შეასრულა და ბოლო წრეზე ფეტელს თავგამოდებით შეუტია.

Sunday, July 10, 2011

ჩასაბერ დიფუზორზე გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიეს

Formula teams reach agreement over blown diffuser row
10 ივლისი
შესაძლოა, ჩასაბერ დიფუზორთან დაკავშირებული გაუგებრობები ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ, მალევე მოგვარდეს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA-მ), მზადყოფნა გამოთქვა, უკან გაიხმოს ტექნიკური რეგლამენტის ის შესწორება, რომელიც ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვას ითვალისწინებს. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყველა გუნდი თანახმა იქნება.

ალონსომ „ფერარის“ პირველი გამარჯვება აჩუქა

Alonso wins British GP for Ferrari
10 ივლისი
ფერნანდო ალონსოს გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ბრიტანეთის დიდი პრიზი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კარიერაში 27-ე გამარჯვება მოიპოვა და ამით, საჩემპიონო ფერხულს დაუბრუნდა. ამგვარად, გამარჯვებების რიცხვით, ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტს გაუტოლდა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემპიონატს (თუნდაც მცირე) ინტრიგა შეუნარჩუნა.

Saturday, July 9, 2011

„რედ ბული“ ისევ წინაა

Webber beats Vettel for British GP pole
9 ივლისი
როგორც ჩანს, „რედ ბულ რეისინგის“ და მისი პილოტების უპირატესობა მარტო ჩასაბერი დიფუზორის შედეგი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული ეტაპის კვალიფიკაციამ გვაჩვენა, რომ ავსტრიული გუნდის პილოტები კვლავ ყველაზე სწრაფები არიან. თუმცა, ერთი რამ მაინც შეიცვალა - მოწინავე პოზიციაზე ამჯერად მარკ უებერს ვხედავთ, სებასტიან ფეტელი კი მეორეა და რბოლის სტარტზე შესანიშნავ პოზიციას დაიკავებს იმისათვის, რომ მორიგი, მეშვიდე გამარჯვება მოიპოვოს...

გაუგებრობა FIA-ს უნიათობის გამო

Red Bull seeks FIA clarification
9 ივლისი
ქრისტიან ჰორნერი და მარტინ უიტმარში მოლაპარაკებებზე
ბრიტანეთის დიდ პრიზს მოუთმენლად ველოდით. არა იმიტომ, რომ „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის მორიგ ტრიუმფალური სვლისთვის გვეცქირა, არამედ იმიტომ, რომ გვენახა, რამდენად იმოქმედებდა FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები მანქანების, მეტადრე „რედ ბულის“ შესაძლებლობებზე...

Friday, July 8, 2011

სილვერსტოუნზე განახლებების მორიგი სერია იგეგმება

Silverstone plans another major facilities upgrade
8 ივლისი
უკვე რამდენიმე წელია, სილვერსტოუნის ავტოდრომი მუდმივად განახლების პროცესშია. ამ სეზონისთვის, ტრასის სტუმრებს პადოკის ახალი კომპლექსი და პიტლეინი დახვდათ, რომელსაც ფ1-ის ბოლიდის ფრთის ფორმა აქვს. ეს ავტოდრომის მოდერნიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების შედეგია და ის 28 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.

უებერი და მასა მოწინავე პოზიციებზე

Webber, Massa set pace in the rain
8 ივლისი
მართალია, თავისუფალ პრაქტიკებზე გუნდები კარგი შედეგისთვის თავს არ იკლავენ, მაგრამ ბრიტანეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებს მაინც მოუთმენლად ველოდით, რადგან სწორედ ამ უქმეებიდან შედის ძალაში ტექნიკური რეგლამენტის შესწორება, რომელიც ჩასაბერი დიფუზორის გამოყენებას ზღუდავს.

Wednesday, July 6, 2011

ნიუი: დიფუზორის შეზღუდვა „რედ ბულს“ ძლიერ აზარალებს

Newey says diffuser ban will hit Red Bull Racing 'quite heavily'
6 ივლისი
„რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის მანქანებს, ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვა საკმაოდ ძლიერ დააზარალებს. ფ1-ის ტექნიკურ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება ბრიტანეთის დიდი პრიზიდან ამოქმედდება და ბევრი მოელის, რომ ამ რბოლიდან, მსოფლიო ჩემპიონატში ბევრი რამ შეიცვლება.

Tuesday, July 5, 2011

ნიუი „ფერარიში“ გადასვლას არ გამორიცხავს

Newey Not Ruling Out Ferrari Switch
5 ივლისი
ედრიან ნიუი ცდილობს, ბოლომდე არ უარყოს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოს, ის ფორმულა ერთში თავისი კარიერის დასრულებას „ფერარიში“ აპირებს.
უკვე რამდენიმე სეზონია, იტალიური გუნდი მდევრის როლში იმყოფება და ძალიან უჭირს ლიდერთა დაწევა. ამის მთავარი მიზეზი კი „კვიცების“ შედარებით არაეფექტური აეროდინამიკაა. და რამდენადაც ამ საქმეში ნიუი შეუდარებელია, ბევრი თვლის, რომ მარანელოელთა პრობემებს ყველაზე უკეთ სწორედ ის მოაგვარებს.