Renault Team Could Lose Renault Power In 2012
13 ივლისი
ცოტა უცნაურად კი ჟღერს, თუმცა სწორედ ასე შეიძლება მოხდეს. რამდენადაც ფრანგულმა კომპანიამ ახალ პარტნიორად „უილიამსი“ აირჩია, არაა გამორიცხული, რომ თავისი ყოფილი გუნდი, რომელსაც ახლაც „რენოდ“ მოიხსენიებენ, ოფიციალურად კი „ლოტუს რენოდ“ იწოდება, ძრავების გარეშე დატოვოს.
გუნდის შეფი ერიკ ბუიე ამ ხმებს დაჟინებით უარყოფს, მაგრამ ამის მიუხედავად, გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში „ლოტუს რენო“ „კოსუორტის“ ძრავებით იასპარეზებს. ამასთან, გამოცემა იმასაც დასძენს, რომ გუნდის ოფიციალური პირები ამ ხმებს უარყოფენ.
დღეისათვის, „ლოტუს რენო“, როგორც „რენოს“ შთამომავალი, ამ კომპანიის პარტნიორია და ამის გამო, ძრავებში ფულს არ იხდის. მაგრამ მომავალი სეზონიდან, „რომბების“ პარტნიორი „უილიამსი“ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლოტუს რენოს“, თუ ისევ „რენოს“ ძრავების გამოყენებას გააგრძელებს, მათში ფულის გადახდა მოუწევს. ეს კი მისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან გუნდი ფინანსების ნაკლებობას განიცდის.
ამის მიუხედავად, ბუიე აცხადებს, რომ ძრავების მიმწოდებლის შეცვლას არ აპირებს და „რენოსთან“ მოლაპარაკებას გააგრძელებს იმაზე, რომ ფრანგულმა კომპანიამ მისი გულდი აგრეგატებით 2013 წლიდანაც მოამარაგოს.
No comments:
Post a Comment