Let the drivers race, says Villeneuve
5 ივლისი
მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი დარწმუნებულია, რომ რბოლის სტიუარდებს ზედმეტი მოსდით, როდესაც ყოველ უმნიშვნელო ინციდენტს დაწვრილებით განიხილავენ და ხშირად პილოტებს უსამართლოდ სჯიან, რითაც ტრასაზე მათი აქტივობის შესუსტებას უწყობენ ხელს. ეს კი აუცილებლად აისახება რბოლების სანახაობრივ მხარეზე.
ვილნევი ამბობს, რომ მონაკოს რბოლის დროს, სტიუარდებს არ უნდა დაესაჯათ ლუის ჰამილტონი იმისათვის, რომ ბრიტანელი ფელიპე მასას დაეჯახა. ამასთან, კანადელის თქმით, მრბოლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს, თუ ინციდენტისას მისი მანქანაც დაზარალდება.
„მონაკოში ყველა ჰამილტონს აკრიტიკებდა მასასთან შეჯახების გამო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს მასას შეცდომის გამო მოხდა. მიმაჩნია, რომ რბოლის აგრესიული მანერა და მითუმეტეს შეცდომები, არ უნდა ისჯებოდეს. რა თქმა უნდა, მალდონადოს გასწრებისას, ჰამილტონმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არ ყოფილა წინასწარ გამიზნული ქმედება. უბრალოდ, ლუისმა სულელური შეცდომა დაუშვა. მას გაუმართლა, რომ მანქანა არ დაუზიანდა. მალდონადოს კი დაუზიანდა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ რბოლაში ასეთები ხდება. შემდეგში ასე მას მოუვა და ამისათვის არავინ უნდა დასაჯონ“, - ამბობს ვილნევი, ვინც „უილიამსსა“ და „რენოს“ შორის თანამშრომლობის დაწყების გამოცხადების ცერემონიას დაესწრო.
„რბოლაში ასეთი ამბები ხდება ხოლმე. სულ სხვაა, როცა ერთი მეორეს კედელთან მიაყენებს. ასეთი რამ დაუშვებელია. ასეთი ქმედება ნამდვილად თავიდან უნდა ავიცილოთ და მისი ჩამდენი დავსაჯოთ“. ვილნევი დასძენს, რომ მას FIA (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) არასდროს მიიწვევს სტიუარდად, არადა ის ამ მოვალეობას სიამოვნებით შეასრულებდა: „რატომაც არა? თუმცა მე ხშირად არ ვეთანხმები უმრავლესობის აზრს და ამის გამო, არა მგონია, სტიუარდად ვინმემ მიმიწვიოს“.ცნობისათვის, სწორედ ასეთი აგრესიული მანევრით შეძლო ვილნევმა პორტუგალიის 1996 წლის დიდი პრიზის დროს, მოსახვევ პარაბოლიკაში მიხაელ შუმახერის გასწრება. კანადელმა ამ უსასრულო მოსახვევში, გარე რადიუსით გაასწრო იმ დროისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ გერმანელს და ის მანევრი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ფ1-ის ისტორიაში...
No comments:
Post a Comment