Silverstone plans another major facilities upgrade
8 ივლისი
უკვე რამდენიმე წელია, სილვერსტოუნის ავტოდრომი მუდმივად განახლების პროცესშია. ამ სეზონისთვის, ტრასის სტუმრებს პადოკის ახალი კომპლექსი და პიტლეინი დახვდათ, რომელსაც ფ1-ის ბოლიდის ფრთის ფორმა აქვს. ეს ავტოდრომის მოდერნიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების შედეგია და ის 28 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.
ტრასის მოდერნიზაციის შემდგომი ეტაპი სასტუმროების, კარტინგისთვის ახალი ტრასის, მუსიკალური არენების, საავტომობილო შოურუმების და გასართობი კომპიუტერული დარბაზის და სასწავლო ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სოლიდური ინვესტიცია სჭირდება და სილვერსტოუნის მფლობელები იმედოვნებენ, რომ საჭირო თანხებს მალე მიიზიდავენ.
„ჩვენ გავაუმჯობესეთ ტრიბუნები, ტრასის ხილვადობა, ბევრი რამ გადავაკეთეთ და ახლა ტრასა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. მაგრამ გასაკეთებელი ჯერაც ბევრი გვაქვს, რათა ის ატმოსფერო შევქმნათ, რომელსაც აქ მოსული მაყურებელი და რბოლების მონაწილენი ელიან. ჩვენ დასვენების ბაზარზე ვმუშაობთ, რომელიც საკმაოდ კონკურენტული გარემოა და ეს გარემო მუდმივ განახლებას და დახვეწას მოითხოვს“, - ამბობს სილვერსტოუნის მმართველი დირექტორი რიჩარდ ფილიპსი.
No comments:
Post a Comment