2011 Rules Have Doubled Overtaking - Analysis
21 ივლისი
ახალმა რეგლამენტმა ფორმულა ერთის რბოლები მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა - თითქმის ორჯერაა გაზრდილი გასწრებათა რაოდენობა. ამას მოწმობს „მერსედეს GP-ს“ მიერ შესრულებული ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ 9 რბოლაში, 623 გასწრებაა დაფიქსირებული.
სააგენტო ფრანს პრესის მიერ გასული სეზონის შემდეგ გამოქვეყნებულ ცნობაში კი წერია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, 547 გასწრებას ჰქონდა ადგილი. სხვათა შორის, გერმანული კომპანიის გუნდის კვლევაში აღნიშნულია, რომ გასწრებათა ნახევარზე მეტი „ნორმალური“ იყო, ანუ ისინი ახალი რეგლამენტის გარეშეც შესრულდებოდა. 180 შემთხვევაში კი პილოტებმა უკანა რეგულირებადი ფრთა გამოიყენეს, რომელიც მათ გასწრებას უადვილებს.
კვლევაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გასწრებათა რაოდენობის ზრდას, განსაკუთრებით ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ „პირელის“ საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება და თვისებებს კარგავს. რეგულირებად ფრთას პილოტები უფრო ეფექტურად სეზონის პირველ რბოლებში იყენებდნენ, როდესაც ეს ელემენტი „ახალი ხილი“ იყო. „მერსედესის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ვალენსიაში უკანა ფრთის დახმარებით 44 გასწრება შესრულდა, სილვერსტოუნზე კი - მხოლოდ 29.
სხვათა შორის, „ფერარის“ ნიკ ფრაი დარწმუნებულია, რომ უკანა ფრთის გამოყენებით, გასწრებები ნურბურგრინგზეც იშვიათი იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრთის მოქმედების ზონას სწრაფი მოსახვევი მოსდევს, რომლის შემდეგაც პატარა სწორია და ამ მონაკვეთში ფრთის ეფექტის გამოყენება ძალიან ძნელი იქნება.
დაკიდევ, ახლახანს ფ1-ის ოფიციალური ვებგვერდის რეპორტიორმა მიხაელ შუმახერს ჰკითხა, როგორ ინოვაციებს ისურვებდით ყველაზე მეტადო, რაზეც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მოკლედ უპასუხა - ისეთებს, რომლებიც გასწრებების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდისო...
No comments:
Post a Comment