Turkey set to be dropped from 2012 F1 calendar
29 ივლისი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი და გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი არ აპირებს მომავალი სეზონის კალენდარში 21 ეტაპის შეტანას და აცხადებს, რომ ძირეულად შეცვლის კალენდრის იმ ვარიანტს, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც, ცოიტა ხნის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) წარმოადგინა.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ახალ კალენდარში, რომელშიც მხოლოდ 20 ეტაპი შევა, ვერ ვნახავთ თურქულ დიდ პრიზს. როგორც ჩანს, ამ რბოლის ორგანიზატორებსა და ბერნის შორის უთანხმოება უფრო საფუძვლიანი და სერიოზულია, ვიდრე ადრე ჩანდა. ამის მთავარი მიზეზი კი არა თურქების მიერ გაზრდილ გადასახადზე უარის თქმაა, არამედ ის ფაქტი, რომ ისტანბულ პარკის ტრიბუნები თითქმის ყოველტვის სანახევროდ ივსება.
ცვლილებები სხვა მხრივაცაა მოსალოდნელი. კერძოდ, სეზონის ბოლოსკენ გადაინაცვლებს ბაჰრეინის დიდი პრიზი. ამასთან, ბაჰრეინის და აბუ დაბის რბოლები ერთკვირიან ინტერვალში ჩატარდება. ჯერ ერთი, ამგვარად შემცირდება გუნდების და ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის ლოგისტიკური ხარჯებო. მეორეც, კალენდრის ბოლოში გადატანით, ბერნი ბაჰრეინის ხელისუფლებას იმის შანსს აძლევს, რომ ქვეყანაში არეულობა დაასრულოს.
ამგვარად, მომავალ სეზონსაც ავსტრალია გახსნის. სეზონის პირველ ნახევარში გადაინაცვლებს ინდური ეტაპიც, რომელიც თავიდან ოქტომბერში იყო დანიშნული. სამაგიეროდ, სეზონის მეორე ნახევარში გადაინაცვლებს ამერიკული ეტაპიც, რომელიც ფ1-ს ისევ უბრუნდება. ოღონდ, ამჯერად რბოლას ინდიანაპოლისის ტრეკი კი არა, ოსტინის (შტატი ტექსასი) უახლესი ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელიც ჯერ არ აშენებულა. რბოლის გადატანის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ზაფხულში ტექსასში პაპანაქება სიცხეები სცოდნია. მოკლედ, აშშ-ის დიდი პრიზი ბოლოსწინა იქნება კალენდარში. მას და სეზონის ბოლო ეტაპს - ბრაზილიის დიდ პრიზს მხოლოდ ერთი კვირა დააშორებს.
ამ ეტაპზე, კალენდრის ეკლსტოუნისეული ვერსია შეთავაზების ფაზაშია. თუ მას გუნდები მოიწონებენ, მაშინ ფ1-ის პრომოუტერი მას დასამტკიცებლად FIA-ს მოტორსპორტის მსოფლიო საბჭოს წარუდგენს.
No comments:
Post a Comment