Newey says diffuser ban will hit Red Bull Racing 'quite heavily'
6 ივლისი
„რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის მანქანებს, ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვა საკმაოდ ძლიერ დააზარალებს. ფ1-ის ტექნიკურ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება ბრიტანეთის დიდი პრიზიდან ამოქმედდება და ბევრი მოელის, რომ ამ რბოლიდან, მსოფლიო ჩემპიონატში ბევრი რამ შეიცვლება.
„ვფიქრობ, ჩვენ ეს ცვლილება საკმაოდ ძლიერ გვაზარალებს, რადგან ჩვენი მანქანა სწორედ გამობოლქვილი აირის მოქმედების შესაბამისადაა შემუშავებული და ეს ფაქტორი ჩვენ მისი შექმნის საწყის ეტაპზევე გავითვალისწინეთ. იგივე ითქმის „რენოზეც“. დანარჩენებმა კი ამ სისტემის მეტნაკლები კოპირება შეასრულეს და ჩასაბერი დიფუზორი მათი მანქანების ორგანული ნაწილი არ არის, რადგან მათ ეს სისტემა მზა მანქანას მიუსადაგეს. ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორ იმოქმედებს სისტემის აკრძალვა ჩვენს მანქანაზე“, - ამბობს ნიუი.
ფორმულა ერთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერი გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ FIA-მ ამ სისტემის აკრძალვა გადაწყვიტა, რადგან ის რეგლამენტით დასაშვები იყო და არცერთ პუნქტს რეალურად არ არღვევდა:
„ცოტა გაკვირვებული ვარ, რადგან აქამდე ჩვენს სისტემას ყველა ლეგალურად მიიჩნევდა. 1993 წლის სეზონი მახსენდება, როდესაც აქტიური საკიდარი სეზონის მიწურულს აკრძალეს. არადა, რეგლამენტი არ შეუცვლიათ. მაშინ ამას ასეთი ახსნა მოვუძებნეთ - „ფერარიმ“ ვერანაირად შეძლო ქმედუნარიანი აქტიური საკიდარის შემუშავება და ის სწორედ ამის გამო აიკრძალა. ახლაც მსგავსი სიტუაციაა“.
“ძალიან ადვილია კონსპირაციის თეორიის ჩამოყალიბება, არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად საფუძლიანი ეჭვები მაქვს და ალბათ, კომენტარებისგან თავის შეკავება სჯობს, მაგრამ ყველაფერს ასეთ ახსნას მოვუძებნი: ჩვენმა მთავარმა მეტოქეებმა - „მაკლარენმა“ და „ფერარიმ“, ვერ შეძლეს ეფექტური დიფუზორების შემუშავება და ახლა ისინი ძალიან კმაყოფილნი არიან იმით, რომ ეს აკრძალვა ძალაში შედის. „მაკლარენში“ არ იციან, ჩვენზე მეტად დაზარალდებიან, თუ ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შანსი მიეცათ“, - დასძენს ნიუი.
No comments:
Post a Comment