ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, July 4, 2011

ჰამილტონს „მაკლარენის“ დატოვების უფლება აქვს

Contract Clause To Let Hamilton Leave McLaren
4 ივლისი
მიუხედავად იმისა, რომ „მაკლარენთან“ მისი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, ლუის ჰამილტონს მაინც შეუძლია იმ ინგლისური გუნდის მიტოვება, რომელთან ერთადაც, 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, კონტრაქტში აღნიშნულია, რომ თუ უოკინგელები ამ სეზონში პილოტების, ან გუნდების ტიტულს ვერ მოიპოვებენ, ჰამილტონს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება ექნება.

გაზეთი თავისი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა გვამცნობს, რომ ახლახანს, ლუისის კონტრაქტის გადახედვა მისმა მამამ, ენტონი ჰამილტონმა და მისმა იურისტმა მოითხოვეს. ამგვარად, კვლავ აქტურლური გახდა კულუარებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმები, რომელთა თანახმადაც, ჰამილტონი მომავალი სეზონისთვის, „რედ ბულში“ თავისი გადასვლისთვის საფუძველს ამზადებს.
ფ1-ის პირველი შავკანიანი ჩემპიონი „რედ ბულის“ შეფ ქრისტიან ჰორნერს კანადური დიდი პრიზის შემდეგ შეხვდა, თუმცა მოგვიანებით უარყო ამასთან დაკავშირებული ჭორები, თითქოს ის ავსტრიულ გუნდში გადასვლის პირობებს ათანხმებდა. ამასთან, დასძინა, რომ არ აპირებს ერთი ტიტულით დაკმაყოფილებას.
„თუ კარიერას ერთადერთი ტიტულით დავასრულებ, ჩათვალეთ, რომ წლები ტყუილად დამიკარგავს. აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო. მხოლოდ ესაა ჩემი საფიქრალი და მხოლოდ ამისთვის ვცხოვრობ. ჯერ ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია. თუმცა ვაღიარებ, რომ ამაზე მუდმივად ვფიქრობ“, - განაცხადა ჰამილტონმა.
„ინდეპენდენტთან“ საუბრისას, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მას ჰამილტონის შენარჩუნება სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მას დარჩენა გადააწყვეტინოს. „ბოლო ათი დღეა, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. ის თავის პოზიციას მიხსნის და ცდილობს დამარწმუნოს, რომ ჩვენს გუნდში დარჩენა სურს. არა მგონია, თვალებში მიყურებდეს და იმას არ მეუბნებოდეს, რასაც ფიქრობს“, - ამბობს უიტმარში.

No comments:

Post a Comment