Dan Gurney: Progress on DeltaWing Le Mans project already being made
3 ივლისი
ავტოსპორტის ამერიკელი ლეგენდა დენ გარნი დარწმუნებულია, რომ კონცეპცია „დელტაუინგს“ დიდი პოტენციალი აქვს და რომ ის ლე მანის მომავალი წლის 24-საათიან რბოლაში, თავის კონკურენტუნარიანობას გამოავლენს. ლე მანის რბოლის ორგანიზატორებმა „დელტაუინგისთვის“ სტარტზე 56-ე ადგილი დაუშვეს, რის გამოც, პროგრამის ავტორებმა მას სახელად „პროჯექტ 56“ უწოდეს.
გარნის კომპანია „ოლ ამერიკენ რეისერზი“ „დელტაუინგის“ პროექტით, რომელიც ამერიკელ კონსტრუქტორ ბენ ბოულბის მიერაა შემუშავებული და რომელიც თავდაპირველად, ინდიქარისთვის იყო განკუთვნილი, პირველ პროტოტიპს დაამზადებს. ლე მანზე კი ამ მანქანით ერთ ეკიპაჟს ამერიკული გუნდი „ჰაიკროფტ რეისინგი“ გამოიყვანს, რომელსაც ამერიკული ლე მანის სერიის არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული.
გარნი ამბობს, რომ მისი კომპანიის ინჟინრებმა ბოულბისთან ერთად, მანქანის კონსტრუქციის დეტალები განიხილეს და პროექტის დასაწყებად საფუძველი მოამზადეს. გარნი იმედოვნებს, რომ პროექტი ავტოსპორტში ისეთივე გადატრიალებას მოახდენს, როგორიც თავის დროზე, კომპანია „კუპერმა“ მოახდინა, როცა სპორტულ ავტომობილებში ძრავი უკან გადაიტანა.
„ევროპაში 50-60-იან წლებში ვასპარეზობდი და წინაძრავიანი სარბოლი მანქანების ეპოქის დასასრულს და უკანაძრავიანების დასაწყისს შევესწარი. პროექტ „დელტაუინგს“ აქვს იმის პოტენციალი, რომ იგივე გადატრიალება მოახდინოს. თუ ჩვენი დასაბუთებული ვარაუდები გამართლდა, არაა გამორიცხული, რომ მსგავსი მოვლენის მომსწრეები გავხდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „დასავლეთის საავტომობილო კლუბი“ ქებას იმსახურებს იმ გაბედულებისთვის, რომელიც სტარტზე ჩვენი დაშვებით გამოავლინა. მერმისს სტარტზე ელექტრომობილებიც გამოვლენ, მაგრამ ეფექტურობის მხრივ, „დელტაუინგს“ ბადალი არ ეყოლება. და მე ვამაყობ იმით, რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ. მითუმეტეს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს პროექტი თავის გავლენას მალე საგზაო ავტომობილებზეც იქონიებს“, - ამბობს დენ გარნი.
No comments:
Post a Comment