Team Lotus F1 Cars to Sport Caterham Logo at Silverstone
5 ივლისი
რეტრო სტილის სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ მალე ფორმულა 1-ში გამოჩნდება. კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა თავის ახალ პატრონტან, ფ1-ის ბრიტანულ გუნდ „ტიმ ლოტუს F1-თან“, რომლის ძალითაც, მისი სახელი და ლოგო, ამ უკანასკნელის სარბოლი ბოლიდების რადიატორების კორპუსებზე გამოჩნდება.
ახლახანს „კატერჰემი“ საჰოლდინგო კომპანიამ შეიძინა, რომლის მაჟორიტარი თანამფლობელიც, მალაიზიელი ავიაბიზნესმენი ტონი ფერნანდესია. აპრილში ამ ყკანასკნელს ასეთი სვლა იმისათვის დასჭირდა, რომ სახელ „ლოტუსის“ გამოყენების უფლების დაკარგვის რეალური საშიშროება ემუქრებოდა. მაგრამ ფ1-ის ლეგენდარული გუნდის სახელიც შეინარჩუნა და პოპულარული იაფფასიანი სპორტული მანქანების მწარმოებელიც შერჩა და ახლა მის პრომოუშენს ცდილობს.
„ეს „კატერჰემისთვის“ ისტორიული შემთხვევაა. ჩვენ დაბალი ფასის სპორტული ავტომობილების მწარმოებლები ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, ფ1-ის გუნდის პარტნიორები ვხდებით, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. „ლოტუსის“ მიერ „კატერჰემის“ შეძენა კი იმის მომასწავებელიცაა, რომ ლეგენდარულ მოდელ „სევენს“ კარგი მომავალი აქვს და რომ ის ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დაიხვეწება“, - განაცხადა „კატერჰემ ქარზის“ მმართველმა დირექტორმა ანსარ ალიმ.
ის დასძენს, რომ „კატერჰემი“ ადრეც მონაწილეობდა მეორეხარისხოვან სარბოლ სერიებში, ამიერიდან კი საერთაშორისო ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაშიც გამოჩნდება, სადაც ის ისეთი გრანდების გვერდით იქნება, როგორებიცაა „ფერარი“, „მაკლარენი“ და „მერსედეს ბენცი“.
სხვათა შორის, თავის დროზე „კატერჰემმა“ (მისი დამაარსებელია გრემ ნირნი) საქმიანობა „ლოტუსის“ დილერის რანგში დაიწყო. ის კოლინ ჩეპმენის (ლოტუსის დამაარასებლის) მიერ შემუშავებულ ლეგენდარულ მოდელ „სევენის“ (შვიდის) გაყიდვებზე იყო სპეციალიზებული. 1973 წელს „კატერჰემმა“ „ლოტუსისგან“ „სევენის“ წარმოების უფლება გამოისყიდა, რომელსაც დღემდე თითქმის უცვლელი სახით აწარმოებს...
No comments:
Post a Comment