Webber hits back at Alonso in practice
22 ივლისი
ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა გერმანიის დიდი პრიზის პრაქტიკებმა აჩვენა, რომ მარანელოელთა დუეტი კვლავაც ფორმაშია და უბრძოლველად არც მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელის საშინაო რბოლაში აპირებს ყურების დანებებას. ალონსო პელოტონში ერთადერთი პილოტია, ვინც ორივე სესიაზე, წრე წუთსა და 32 წამზე ნაკლებში გაიარა.
მეორე სესიაზე მას ავსტრალიელმა მარკ უებერმა აჯობა, რომელსაც პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ორივე შემთხვევაში, მესამე დრო ფეტელმა დააფიქსირა, მეოთხე კი ფელიპე მასა იყო. ამგვარად, თუ ადრე „რედ ბულის“ მთავარი მეტოქე „მაკლარენი“ იყო, ახლა მთავარი მდევრის როლი „სკუდერიამ“ მოირგო.
არავინ იცის, მეორე სესია რა შედეგით დასრულდებოდა, რომ არა ინციდენტი, რომელიც ესპანელს შეემთხვა. სესიის მიწურულს, ალონსო ერთ-ერთი მანქანის გასწრებას ცდილობდა, როცა შეცდომა დაუშვა და ტრასის მიღმა აღმოჩნდა. უებერმა კი სწორედ ამის შემდეგ დააფიქსირა მასზე უკეთესი დრო.
ორივე სესიაზე, საუკეთესო დროს დაახლოებით წამით ჩამორჩ ა ლუის ჰამილტონი, მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი, თავის გამოჩენის საშუალება ტექნიკურმა პრობლემებმა არ მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ „მაკლარენის“ პილოტებისგან ნურბურგრინგზე ყველა უკეთეს შედეგებს ელოდა - სილვერსტოუნზე, მათს შედეგებზე უარყოფითად აისახა ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვა.
უნდა ითქვას, რომ ორივე სესია ღრუბლიან ამინდში ჩატარდა. ყველა ელოდა, რომ წინა დღის თავსხმა გამეორდებოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, ტრასა ოდნავაც არ დასველებულა.
გერმანიის დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:31.894
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:32.217
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:32.268
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:32.681
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.996
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.628
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:33.787
8. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:33.832
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:33.858
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:33.863
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:34.094
12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:35.115
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:35.371
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:35.389
15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:35.444
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:36.371
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:36.392
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:36.842
19. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.882
20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:38.504
21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) 1:38.765
22. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია) 1:39.279
23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:40.109
24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:40.428
მეორე სესია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.711
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:31.879
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:32.084
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:32.354
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:32.411
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32.557
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.724
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:33.098
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:33.138
10. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:33.211
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.225
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:33.299
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:34.113
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:34.344
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:34.487
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:34.491
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:34.996
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:35.753
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:36.940
20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) 1:37.248
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:37.313
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:38.145
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია) 1:40.737
24. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) დროის გარეშე
No comments:
Post a Comment