Alonso wins British GP for Ferrari
10 ივლისი
ფერნანდო ალონსოს გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ბრიტანეთის დიდი პრიზი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კარიერაში 27-ე გამარჯვება მოიპოვა და ამით, საჩემპიონო ფერხულს დაუბრუნდა. ამგვარად, გამარჯვებების რიცხვით, ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტს გაუტოლდა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემპიონატს (თუნდაც მცირე) ინტრიგა შეუნარჩუნა.

სხვა მხრივ, ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვამ პელოტონში ბევრი არაფერი შეცვალა. „რედ ბული“ ისევ მოწინავეა - კვალიფიკაცია დუბლით მოიგო და რბოლაშიც, სებასტიან ფეტელი მეორე პიტსტოპზე რომ არ შეეყოვნებინათ, ალბათ მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ალონსოს და „ფერარის“ გამარჯვება დაუმსახურებელი იყო. პირიქით: იტალიურმა გუნდმა მანქანის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებით მიაღწია იმას, რომ „რედ ბულთან“ ჩამორჩენა შეამცირა, ალონსომ კი სტარტიდან ფინიშამდე უნაკლო რბოლა ჩაატარა და მთელ იტალიას დიდი სიხარული მოუტანა - ქვეყნის გაერთიანებიდან 150 წლის სახელობის მანქანამ პირველად მოიგო დიდი პრიზი!
ერთი შეხედვით, რბოლა არც ისე საინტერესო იყო, თუმცა მისი ბოლო წრეები განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა - მარკ უებერმა, ვინც ასპარეზობა პოულიდან დაიწყო, ბოლო წრეზე სცადა თანაგუნდელის გასწრება, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა შეძლო თავისი პოზიციის დაცვა და ფინიშთან მეორე მიიჭრა. ბოლო მოსახვევში კი ფელიპე მასამ და ლუის ჰამილტონმა მონაკოში დაწყებული ქიშპი გააგრძელეს, რასაც ისევ შეჯახება მოჰყვა. ოღონდ, ამჯერად აგრესორი მასა იყო, რომელმაც მოსახვევის აპექსამდე შეძლო კიდეც გასწრება, თუმცა არახელსაყრელი ტრაექტორია ეკავა და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ამის გამო ვერ შეძლო. თანაც, როდესაც თავის თავის მეოთხე პოზიციას იცავდა, ჰამილტონის მანქანა მეტოქისას შეეხო. „მაკლარენს“ წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი მოემტვრა. თუმცა, ორივემ გზის გაგრძელება შეძლო. ოღონდ, ბრაზილიელი ბალახებში გადავიდა და ამის გამო, სიჩქარე დაკარგა. საბოლოოდ კი მათ იმავე მიმდევრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, როგორიტაც ბოლო მოსახვევში შევიდნენ...
კვალიფიკაციისა და თავისუფალი პრაქტიკებისგან განსხვავებით, რბოლა წვიმის გარეშე ჩატარდა, თუმცა დასაწყისში, პილოტებს ალაგ-ალაგ დასველებულ ტრასაზე მოუწიათ ასპარეზობამ, რის გამოც, მათ რბოლა ნახევრად საწვიმარი საბურავებით დაიწყეს. ფეტელმა სტარტზევე შეძლო უებერის ჩამოტოვება, ჯენსონ ბატონმა კი მასას გაუარა, თუმცა ბრაზილიელმა იქვე დაიბრუნა პოზიცია, რის შემდეგაც, ბატონს ჰამილტონმაც გაასწრო.

დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ალონსო გამარჯვებას შეძლებდა. ასე განსაჯეთ, მე-15 წრეზე, მას ჰამილტონმა პირველივე მცდელობაზე გაასწრო. სხვათა შორის, იმავე წრეზე, ბატონმა მასა ჩამოიტოვა. მაგრამ გავიდა 8 წრე და ალონსომ მსგავსი მანევრით, თავადაც იოლად გაუარა ჰამილტონს. ამის შემდეგ, ალონსოს ლიდერებში ტრასაზე აღარავისთვის გაუსწრია. „რედ ბულის“ ორივე პილოტი მან მეორე პიტსტოპის დროს ჩამოიტოვა და თუ უებერს მხოლოდ იმის წყალობით გაასწრო, რომ ბოქსში მასზე გვიან შევიდა, ფეტელის გასწრებაში ესპანელს ხელი მეტოქე გუნდის მექანიკოსებმა შეუწყვეს.
მექანიკოსები ვახსენეთ და სწორედ მათი წყალობით ვერ შეძლო ფინიშამდე მიღწევს ბატონმა, ვინც მე-40 წრეზე შესრულებული მესამე პიტსტოპის შემდეგ, ტრასაზე გამოსასვლელთან გაჩერდა. მიზეზი - ცუდად დამაგრებული მარჯვენა წინა საბურავი. ამგვარად, ბეტონისთვის ბრიტანეთის მორიგი დიდი პრიზი ისე დასრულდა, რომ ბატონმა მის კვარცხლბეკზე ასვლაც კი ვერ შეძლო. ბოლო წრეზე რაც მოხდა, იმაზე უკვე მოგიყევით...

„დღეს აღლუმზე გონსალესის ფერარით გამოვედი, რომლითაც მან 60 წლის წინ მოიგო. დღეს კი ძველი ისტორია განმეორდა, რითაც ძალიან ვამაყობ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა“, - განაცხადა ალონსომ, ვინც არგენტინელი ხოსე ფროილან გონსალესი იგულისხმა, რომელმაც სწორედ იტალიური კომპანიის ბოლოდით მოიგო 1951 წლისს ეზონის ბრიტანული რბოლა, სეზონისა, რომელშიც მისმა ლეგენდარულმა თანამემამულე ხუან მანუელ ფანხიომ თავისი ხუთიდან პირველი ტიტული დაისაკუთრა.
მოკლედ, ამჯერად ფეტელი მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უახლოეს მდევართან უპირატესობა გაეზარდა. სილვერსტოუნის შემდეგ, ის უებერს 80 ქულას უგებს. არადა, მანამდე სხვაობა სამი ქულით ნაკლები იყო. სხვათა შორის, უებერმა ბრიტანული ეტაპი შარშან მოიგო, მაგრამ ამ სეზონში, ის ჯერ არცერთი რბოლის პელოტონს არ ჩასდგომია სათავეში.

„მოკლედ, დღეს ფერარიმ გვაჯობა. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ვფიქრობ, ეს მარცხი იმის დასტურია, რომ გარანტირებული ჯერაც არაფერია და საბოლოო გამარჯვებისთვის, ბევრი შრომა მოგვიწევს“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც ამ სეზონში მხოლოდ 21 ქულა (225 შესაძლებლიდან) აქვს დაკარგული.
დაბოლოს, უსიამოვნო მომენტის შესახებაც: მას შემდეგ, რაც ბოლო წრეზე ფეტელის გასწრება სცადა, უებერმა რადიოთი მითითება მიიღო, რომ აქტიურობა საჭირო აღარ იყო. ნარბოლევს, ბიბისის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ავსტრალიელს, „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა მოკლედ მოჭრა - უკმაყოფილოაო...

ბრიტანეთის დიდი პრიზი
სილვერსტოუნი, რბოლის დისტანცია 306.747 კმ (5.891 კმ, 52 წრე)
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:28:41.196
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:16.511
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:16.947
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:28.986
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:29.010
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 01:00.665
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 01:05.590
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 01:15.542
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 01:17.912
10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:19.108
11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 01:19.712
12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 01:20.681
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1 წრე
16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე
17. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 2 წრე
18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 2 წრე
19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 3 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 14 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 26 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 29 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 35 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 49 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:34.908, 49-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 204 ქულა; 2. მარკ უებერი - 124; 3. ფერნანდო ალონსო - 112; 4. ლუის ჰამილტონი - 109; 5. ჯენსონ ბატონი - 109; 6. ფელიპე მასა - 52; 7. ნიკო როსბერგი - 40; 8. ნიკ ჰაიდფელდი - 34; 9. ვიტალი პეტროვი - 31; 10. მიხაელ შუმახერი - 28; 11. კამუი კობაიაში - 25; 12. ადრიან სუტილი - 10; 13. ხაიმე ალგერსუარი - 9; 14. სერხიო პერესი - 8; 15. სებასტიან ბუემი - 8; 16. რუბენს ბარიკელო - 4; 17. პოლ დი რესტა - 2
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 328 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 218; 3. ფერარი - 164; 4. მერსედესი - 68; 5. რენო - 65; 6. ზაუბერ-ფერარი - 33; 7. ტორო როსო-ფერარი - 17; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 12; 9. უილიამს-კოსუორტი - 4
No comments:
Post a Comment