Webber, Massa set pace in the rain
8 ივლისი
მართალია, თავისუფალ პრაქტიკებზე გუნდები კარგი შედეგისთვის თავს არ იკლავენ, მაგრამ ბრიტანეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებს მაინც მოუთმენლად ველოდით, რადგან სწორედ ამ უქმეებიდან შედის ძალაში ტექნიკური რეგლამენტის შესწორება, რომელიც ჩასაბერი დიფუზორის გამოყენებას ზღუდავს.
მაგრამ მოლოდინი მოლოდინადვე დარჩა, რადგან ორივე სესია წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, რის გამოც, მანქანების შეცვლილ შესაძლებლობებზე ვარაუდიც კი შეუძლებელი გახდა. ასეთ პირობებში, ჯერ მარკ უებერმა აჯობა ყველას, შემდეგ კი ფელიპე მასამ, ორი სესიის ჯამში კი ავსტრალიელის შედეგი საუკეთესოდ დარჩა.
სხვათა შორის, პირველი სესიის შემდეგ, ტექნიკურმა კომისიამ „მერსედესის“ და „რენოს“ ძრავებით მოასპარეზეთა თხოვნით, დროებითი გამონაკლისი დაუშვა და მათ შენელების პროცესში, ძრავის ნაწილობრივ დატვირთვის უფლება მიეცათ, ოფიციალურად კი გამოცხადდა, რომ ეს მხოლოდ ძრავების გამძლეობის უზრუნველსაყოფად კეთდება. სხვათა შორის, ორი წლის წინ, „რენომ“ სწორედ ამ მოსაზრებით მიიღო თავისი ძრავის სრულყოფის უფლება და სწორედ მას შემდეგ, „რედ ბულმა“ ჩასაბერი დიფუზორი ეფექტურად აამოქმედა...
მოკლედ, დიფუზორის შეზღუდვის შედეგს ალბათ კვალიფიკაციისა და რბოლისას შევიტყობთ, თუ რა თქმა უნდა, ამინდმა ამის საშუალება მოგვცა. პირველი სესიის 51 წუთი ისე მიილია, ტრასაზე ერთი მანქანაც არ გასულა. სესია კი ხაიმე ალგერსუარიმ გახსნა. მართალია, უებერმა საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ გაჩერებამ მოუწია - მისი ძრავის ტელემეტრიამ საეჭვო პარამეტრები აჩვენა... მართალია, საბოლოოდ ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა, მაგრამ მეორე სესიაზე ოზი პილოტი, ვინც სილვერსტოუნის რბოლა შარშან მოიგო, მხოლოდ მე-14 შედეგს დასჯერდა.
კამუი კობაიაში ავარიის შემდეგ თავად ამოძვრა მანქანიდან |
პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი მიხაელ შუმახერს ჰქონდა, ვინც აღიარა, რომ ბრიტანულ რბოლაში, წვიმის იმედი აქვს. მოკლედ, თავისუფალ პრაქტიკებზე ეს სურვილი შეუსრულდა, ახლა კი ჯერი კვალიფიკაციაზეა. სრული „ჩავარდნა“ ჰქონდა ჩემპოიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს, ვინც მე-13 და მე-18 შედეგებს დასჯერდა.
პირველი სესიის მიწურულს სერიოზულუ ავარია მოუვიდა კამუი კობაიაშის, ვინც სველ კერბზე გადავლისას, თავის „ზაუბერზე“ კონტროლი დაკარგა. ბოლო მოსახვევში, კერბზე გავლისას მანქანა მაღლა ავარდა და ალბათ გადაყირავდებოდა, საბურავების დამცავ რიგს რომ არ დაჯახებოდა. მანქანა ძლიერ დაზიანდა, თუმცა იაპონელმა მეორე სესიაზე მაინც იასპარეზა და მესამე საუკეთესო შედეგიტაც გამოიჩინა თავი.თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:46.603
2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:47.263
3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:47.347
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:47.422
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:47.562
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:47.758
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:48.161
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:48.549
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:48.598
10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:48.678
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:48.730
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:48.778
13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:48.794
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:48.809
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:48.841
16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:48.941
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:49.603
18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:50.133
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:50.222
20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) 1:51.119
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:52.470
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:53.143
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:53.469
24. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:54.334
მეორე სესია
1. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:49.967
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:50.744
3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:51.395
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:51.438
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:51.518
6. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:51.738
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:51.781
8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:51.992
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:52.169
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:52.189
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:52.198
12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:52.325
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:52.578
14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:52.587
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:52.869
16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:54.023
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:54.274
18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:54.545
19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:54.714
20. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:55.155
21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:55.155
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:55.549
23. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:55.828
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:56.037
No comments:
Post a Comment