ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 28, 2011

რბილი და სუპერრბილი საბურავები უნგრეთის დიდი პრიზისთვის

Pirelli Brings Soft And Supersoft Tyres For Hungarian GP
28 ივლისი
სილვერსტოუნისა და ნურბურგინგის სწრაფი მოსახვევებისა და გრილი ამინდების შემდეგ, უნგრეთის ცხელი დიდი პრიზის და ჰუნგარორინგის ნელი ტრასის ჯერი მოვიდა. უნგრული რბოლისთვის, „პირელიმ“ რბილი (ყვითელზოლიანი) და სუპერრბილი (წითელზოლიანი) საბურავები შეარჩია, რომლებმაც, იტალიური კომპანიის სპეციალისტთა აზრით, საინტერესო რბოლა უნდა განაპირობოს.

„პირელი“ ირწმუნება, რომ სუპერრბილი რეზინი საუკეთესოდ მიესადაგება ბუდაპეშტის ტრასის საფარს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პილოტებს ცხელ ამინდში პირველად მოუწევთ ასეთი საბურავების გამოყენება. რაც შეეხება ცხელ ამინდს, უნგრული ეტაპი თითქმის ყოველთვის პაპანაქება სიცხეში ტარდება. თითქმის იმიტომ, რომ იქ რბოლისას მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს გაწვიმდა.
გასულ უქმეებზე ბუდაპეშტში გვარიანად უწვიმია, თუმცა მაინც ძალიან ცხელოდა. და წარმოიდგინეთ, რა იქნება მშრალსა და უღრუბლო ამინდში... სუპერრბილი რეზინის გამოყენება ამ დროს რისკთან იქნება დაკავშირებული, რადგან „პირელი“ თავადვე აღიარებს, რომ ეს რეზინი სიცხეში გამძლეობით ვერ გამოირჩევა.
„გუნდებისა და მრბოლებისთვის მთავარი გამოწვევა, საბურავების ცხეთის კონტროლი იქნება. ყვითელი სოფტი ცხელ ამინდში ადრეც გამოგვიყენებია და დავრწმუნდით, რომ ასეთ საბურავებს გამძლეობა არ აკლია. სუპერსოფტი კვალიფიკაციისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება, მაგრამ რბოლაში რამდენ ხანს გაძლებს, ამის თქმა ძნელია. ასე რომ, ბევრი რამ გუნდების მიერ შერჩეულ ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, წინ საინტერესო რბოლა გველის“, - ამბობს „პირელის“ მოტორსპორტის განყოფილების შეფი პოლ ჰემბრი.
უნდა ითქვას, რომ ჰუნგარორინგის საფარი დიდი აბრაზიულობით არ გამოირჩევა და ესე იგი, ამ მხრივ, საბურავებს ზოგავს. მაგრამ ბევრი (16) მოსახვევი და ძალიან ცხელი ამინდი, რეზინზე უარყოფითად მოქმედებს. დაბალი საშუალო სიჩქარეების მიუხედავად, პილოტებისთვის ეს ძალიან დამღლელი რბოლაა. თანაც, მათ მუდამ ბალანსის ზღვარზე ყოფნა მოუწევთ - ივლიან ჩქარა და საბურავებს სწრაფად გაცვეთენ, რის გამოც, პიტლეინზე ხშირად შესვლა მოუწევთ. ივლიან შედარებით ნელა და საბურავების ხშირი ცვლა არ მოუწევთ, თუმცა მეტოქეებს უპირატესობას დაუთმობენ...
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 4.381 კილომეტრის განმავლობაში, პილოტებს ბოლომდე გახსნილი დროსელით რბოლა მხოლოდ 10 წამის განმავლობაში უწევთ. როგორც წესი, გზასთან ჩაჭიდების ხარისხის ოპტიმიზება, უკანა საკიდარის დარბილებით მიიღწევა - ასე თითქმის ყველა მოსახვევს უკეთ გადიან, თუმცა იმავდროულად, უკანა საბურავები უფრო ინტენსიურადაც ცვდება...

No comments:

Post a Comment