Barrichello ready for new Williams deal
5 ივლისი
რუბენს ბარიკელო ამბობს, რომ მზადაა, კონტრაქტი გააფორმოს „უილიამსთან“, რომელიც მომავალი სეზონიდან, „რენოს“ ძრავებს გამოიყენებს. ბრაზილიელი პილოის თქმით, ბოლო ხანს ინგლისურ გუნდში მომხდარი ცვლილებები, მას და მთელ გუნდს, ოპტიმისტურად განაწყობს.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, „უილიამსში“ შექმნილი სიტუაცია ხომ არ უბიძგებს მას ამ გუნდთან ახალი კონტრაქტის დადებისკენ, მან დადებითი პასუხი გასცა: „სწორედ ასეა. ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც და მას მერეც, ფორმულა ერთში ვიყო. ყველა ხედავს, რომ მე ენერგიას არ ვიშურებ, ახლაც ძველებურად ვვარჯიშობ წონის დასაკლებად, გუნდს კი შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობის სტიმულს ვაძლევ. კარგი მანქანა არ გვაქვს, მაგრამ ეს ჩემს მოტივაციაზე უარყოფიტად ვერ მოქმედებს. მოკლედ, გუნდს ჩემგან ყველაფერი აქვს. კარგია, როცა ხედავ, რომ ბევრი რამ სასიკეთოდ იცვლება. ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზო და იმედია, ამას „უილიამსის“ მანქანით გავაკეთებ“.
სხვათა შორის, გამოცდილი პილოტის შენარჩუნება გუნდსაც სურს, რომლის აღმასრულებელმა ადამ პარმა ახლახანს განაცხადა, რომ „უილიამსი“ ბარიკელოს დატოვებას აპირებს, რადგან ის ძალიან სწრაფი და გამოცდილია, რაც მის გუნდს ახლიდან ფორმირებისას ძალიან გამოადგება.
ბარიკელო დასძენს, რომ ახლა „უილიამსი“ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც სეზონის დასაწყისში იყო. მისი ტექნიკური დირექტორი მაიკ კოფლენი გახდა, პიროვნება, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ტექნიკური შპიონაჟის გამო, „მაკლარენიდან“ დაითხოვეს.
„გვირაბის მეორე მხარეს შუქი გამოჩნდა. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. სტატისტიკის მოშველიებით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გუნდში არსებული ატმოსფერო ამ განწყობას მანიჭებს. ძალიან მინდა, ისეთი მანქანა მივიღო, როგორსაც ვიმსახურებ. ასეთი „ბრაუნში“ მქონდა. და ახლა ვგრძნობ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, სურვილი შემისრულდება. გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს ყველას ოპტიმიზმით ავსებს“, - ამბობს ბარიკელო.
No comments:
Post a Comment