VW could consider F1 in 2018, motorsports boss says
28 ივლისი
„ფოლკსვაგენის“ მოტორსპორტის შეფი აცხადებს, რომ შესაძლოა, მისმა კომპანიამ ფორმულა ერთის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე 2018 წლიდან იფიქროს. ეს ის წელია, როდისთვისაც ვოლფსბურგული გიგანტი მსოფლიო ლიდერობას (გაყიდვების მოცულობით) გეგმავს.
„წარმომიდგენია, რომ „ფოლკსვაგენი“ ფ1-ში 2018 წელს გამოჩნდება. ამ დროს, ჩვენი კომპანია მსოფლიო ლიდერი უნდა გახდეს და ამ მიზანს როცა მიაღწევს, სხვა მიზნებსაც მერე დაისახავს. საკმარისად ბრენდები გვაქვს იმისათვის, რომ რომელიმეთი ფ1-ში შევიდეთ“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას განაცხადა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, „ფოლკსვაგენის“ ტექნიკური განვითარების შტოს შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა, რომ მის კომპანიას ფორმულა ერთი აბსოლუტურად არ აინტერესებს.
საინტერესოა ისიც, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის კომპანიები, რომელთაგან ზოგიერთი ლე მანის 24-საათიანი რბოლების მრავალგზის გამარჯვებულია. ასეთებია „ბენტლი“, „პორშე“ და „აუდი“, რომელთაგან პირველი ლე მანს მალე დაუბრუნდება, მეორე კი ალბათ პირიქით. მათ გარდა, გერმანული ჯგუფი ასევე აერთიანებს: ჩეხურ „შკოდას“, ესპანურ „სეატს“, იტალიურ „ლამბორგინის“ და ფრანგულ „ბუგატის“.
No comments:
Post a Comment