ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, October 17, 2009

ბატონს საქმე გაურთულდა

Brasilian GP (Qualifying)

17 ოქტომბერი

ბარიკელო ზეიმობს

.....................................................

ჯერ ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ თუ ბრაზილიის დიდი პრიზის ძირითადი რბოლაც ისე დასრულდა (დაახლოებით მაინც), როგორც კვალიფიკაცია, მაშინ ჯენსონ ბატონს მართლაც სერიოზული პრობლემები გაუჩნდება და აღარც ის გაგიკვირდეთ, თუ აბუ დაბის ეტაპის შემდეგ, ჩემპიონის გვირგვინს რუბენს ბარიკელო დაიდგამს.

ბარიკელომ დღეს პოული მოიპოვა, ტიტულზე მისი მთავარი კონკურენტები - თანაგუნდელი ბატონი და ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი კი შესაბამისად, მე-14 და მე-16 ადგილებს დასჯერდნენ. ყველაფერი კი ძლიერი წვიმის ბრალია, რომლის გამოც, ერთი საათის ნაცვლად, საკვალიფიკაციო სესია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ბარიკელო რბოლისას

.....................................................

ბარიკელოსთვის დღევანდელი პოული პირველია ამ სეზონში. უფრო მეტიც, 2004 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, მას საკვალიფიკაციო რბოლა არ მოეგო. ამ ლოკალური გამარჯვებით კი მას ტიტულის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა. ბრაზილიაში ჩასვლამდე, ბატონი ბარიკელოს 14 ქულას, ფეტელს კი 16 ქულას უგებდა. თუ რუბინიუ მოიგებს, ბატონი კი ქულასაც ვერ აიღებს, მაშინ მათ შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდება და ბრიტანელი პილოტი უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდება...

სხვათა შორის, ბრაზილიელი მაყურებლის წინაშე, შარშან მათმა თანამემამულე ფელიპე მასამ სწორედ სან პაულოში, გაუშვა ხელიდან ტიტული. ახლა კი პირიქით ხდება - კიდევ ერთი ბრაზილიელი - ბარიკელო, ტიტულის რეალური პრეტენდენტი ხდება. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ძალიან ადრეა...

კვალიფიკაცია მეორე შედეგით დაასრულა ფეტელის ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა, მესამეზე კი ”ფორს ინდიას” გერმანელი ადრიან სუტილი გავიდა. თუ სუტილმა და მისმა გუნდმა კარგ შედეგებს შეგვაჩვიეს, მოწინავე ექვსეულში ”ტორო როსოს” შვეიცარელი სებასტიან ბუემის გამოჩენა ნამდვილი მოულოდნელობა იყო. მას ცოტა დააკლდა და კიმი რაიკონენსაც უკან მოიტოვებდა. ამან თუ მეხუთე ადგილი დაიკავა, მისი თანაგუნდელი ჯანკარლო ფიზიკელა ბოლოზე ჩაიკარგა. არც ”მაკლარენის” პილოტებს - ჰეიკი კოვალაინენსა და ლუის ჰამილტონს გაუმართლათ, რომლებმაც შესაბამისად, მე-17 და მე-18 შედეგები აჩვენეს.

”ძალიან გამიხარდა, მაგრამ ცას არ ვწევივარ, რადგან ჯერაც არაფერი მომიგია. პოულისთვის ხომ ქულებს არ იძლევიან. სულ არ მაინტერესებს სხვების შედეგები. მე ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული. რბოლაშიც იმდენად სწრაფი ვიქნები, როგორც შემიძლია. თუ რბოლას მოვიგებ, მხოლოდ მაშინ დავინტერესდები ჯენსონის და სებასტიანის შედეგებით”, - ამბობს 37 წლის ბარიკელო, ვისაც ბრაზილიაში სტარტი პოულიდან ორჯერ აქვს აღებული, მაგრამ საშინაო რბოლა ჯერ არ მოუგია. სიჩქარის მიუხედავად, რუბინიუმ კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე გასვლა ძლივს მოახერხა - მეორე ეტაპის შემდეგ, მან მხოლოდ მეათე შედეგი აჩვენა.

ფეტელი იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციაზე ჩაფლავების მიუხედავად, რბოლის მოგების შანსი მაინც აქვს. თუმცა, სტარტზე ყურადღების მაქსიმალური დაძაბვა მოუწევს, რომ სტარტზე ისეთ სახიფათო (შეცდომების სიხშირის გამო) პილოტს აუაროს გვერდი, როგორიც ფრანგი რომენ გროჟანია. იგივე პრობლემა ბატონსაც ექნება.

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:24.100 1:21.659 1:19.576

2. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:24.722 1:20.803 1:19.668

3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:24.447 1:20.753 1:19.912

4. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:24.621 1:20.635 1:20.097

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23.047 1:21.378 1:20.168

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:24.591 1:20.701 1:20.250

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:22.828 1:20.368 1:20.326

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:23.072 1:21.147 1:20.631

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:23.161 1:20.427 1:20.674

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:24.842 1:21.657 1:21.422

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:24.335 1:21.960

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:24.773 1:22.231

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:24.394 1:22.477

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:24.297 1:22.504

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:24.645 დროის გარეშე

16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:25.009

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:25.052

18. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.192

19. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:25.515

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:40.703

Friday, October 16, 2009

ნელსონ პიკე შარშანდელ სინგაპურზე

Nelson Piquet

16 ოქტომბერი

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ნელსონ პიკე ”გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მომხდარ ინციდენტსა და მისი შვილისა და ”რენოს” ყოფილ შეფ ფლავიო ბრიატორეს ურთიერთობის შესახებ ყვება და ვარაუდობს, რომ იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც ბრიატორეს მითითებით ნელსინიუ პიკემ მოახდინა, ფერნანდო ალონსოსაც უნდა სცოდნოდა.

”ბრიატორემ ასეთი მკაცრი სასჯელი აბსოლუტურად დაიმსახურა. მართალია, საერთო აღიარებით, ავარიის იდეა მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ მან ახალგაზრდა მრბოლი დააჯერა, რომ მას ავარია უნდა მოეხდინა. ამიტომ, ის რბოლებისთვის უნდა ჩამოეშორებინათ.

სწორედ ბრიატორეს სურდა, რომ ნელსინიუ ამ სეზონშიც ”რენოში” დარჩენილიყო. მე კი მსურდა, რომ ჩემს შვილს ეს გუნდი დაეტოვებინა და გერჰარდ ბერგერთან მისი ”ტორო როსოში” შესაძლო გადასვლის შესაძლებლობაც განვიხილე. მაგრამ ნელსინიუმ ”რენოში” დარჩენა ამჯობინა და ეს იმის გამო გააკეთა, რომ გაჩნდა ”ფერარიში” ალონსოს გადასვლის რეალური შანსი”, - ყვება უფროსი პიკე და დასძენს:

”უნგრეთის დიდი პრიზის დღეებში ფლავიოს გუნდიდან ჩემი შვილის გაშვების ვესაუბრე თაობაზე ვესაუბრე, მან კი მირჩია, სასამართლოს მიმართეო. ის ძალიან თავდაჯერებული მელაპარაკებოდა. მის ტონში იგრძნობოდა, რომ თავის დაუსჯელობაში დარწმუნებული იყო. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დავუკავშირდი მოსლის, რომელმაც უკვე იცოდა სინგაპურში მომხდარის თაობაზე. ჩემს შვილსაც ვუთხარი, რომ მისი გადასაწყვეტი იყო, განევითარებინა ეს სიტუაცია, თუ არა. გავაფრთხილე, რომ შესაძლებელი იყო, საერთოდ ვეღარ დაბრუნებულიყო ფორმულა 1-ში. გადაწყვეტილების მისაღებად მას ოთხი დღე დასჭირდა, რის შემდეგაც ფედერაციაში წავიდა.

ალონსო? ამის შესახებ, ყველამ ყველაფერი იცოდა. როგორ გგონიათ, დათანხმდებოდა ალონსო სწრაფ პიტ სტოპს, რომ არ სცოდნოდა, რა უნდა მომხდარიყო? მას ხომ სტარტი მე-15 ადგილიდან უნდა აეღო. ეს კარგად მოფიქრებული გეგმა იყო”.

ალონსო ყველაზე სწრაფია

Brasilian GP

16 ოქტომბერი

სანამ ბრაზილიის დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკები დაიწყებოდა, ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ, რომლებიც მერმისიდან ”ფერარიში” თანაგუნდელები იქნებიან, ”სამშვიდობო შეთანხმებას” მიაღწიეს. ბრაზილიელმა პილოტმა სხვანაირად განმარტა ჟურნალისტებთან მის მიერვე ნათქვამი ფრაზა, რომლითაც მან ივარაუდა, რომ სინგაპურის შარშანდელი რბოლისას დაგეგმილი ავარიის შესახებ, ალონსოს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. მოკლედ, პილოტები შერიგდნენ, რის შემდეგაც, ესპანელმა მეორე პრაქტიკა საუკეთესო შედეგით დაასრულა.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:12.463

2. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:12.874

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:12.932

4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:12.989

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.048

6. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:13.067

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:13.141

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:13.147

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:13.232

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:13.321

11. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:13.326

12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:13.464

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:13.503

14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:13.563

15. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:13.619

16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:13.787

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:13.829

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:14.029

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:14.040

20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:14.173

ტიტულის პრეტენდენტთაგან კი ყველაზე სწრაფი ჯერჯერობით რუბენს ბარიკელოა, ვისაც პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი ერთი საფეხურით დაქვეითდა, თუმცა მაინც თავის კონკურენტებზე წინ აღმოჩნდა. მეშვიდე და მეხუთე შედეგები ჰქონდა მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს, ვისაც კვირასვე შეუძლია ტიტულის განაღდება.

პირველ სესიაზე ყველაზე სწრაფი მარკ უებერი იყო, რომელიც მეორე სესიაზე მეოთხე შედეგს დასჯერდა. მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა ჯერ მესამე შედეგი აჩვენა, საღამის კი მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მეორეზე მყოფი ბარიკელო ბატონს 14 ქულით ჩამორჩება და მესამეზე მყოფ ფეტელს ორ ქულას უგებს. მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ ორ ეტაპზე, ბატონს ერთი ერთადერთი მესამე ადგილით, ჩემპიონის ტიტულის განაღდება შეუძლია.

პირველი სესია მცირე ხნით, მას შემდეგ შეჩერდა, რაც ალონსოს ფრანგმა თანაგუნდელმა რომენ გროჟანმა პოლისტირენისგან დამზადებული სარეკლამო ბლოკები ნამსხვრევებად აქცია. მეორე სესიაზე კი თავისი ”ტორო როსოს” საჭე გაექცა შვეიცარიელ სებასტიან ბუემის, რომლის მანქანაც ძველი საბურავებისგან შექმნილ დამცავ ზღუდეს შეეჯახა, რამაც უკანა საკიდარი დაუზიანა.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:12.314

2. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:12.357

3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:12.459

4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:12.514

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:12.523

6. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:12.605

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:12.611

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:12.633

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:12.720

10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.749

11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1;12.806

12. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:12.862

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:12.869

14. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:12.929

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:12.948

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:12.950

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:12.992

18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:13.026

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:13.041

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:13.275

უებერი ფეტელს არ დაეხმარება

Mark Webber

16 ოქტომბერი

რედ ბულის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი აცხადებს, რომ ბრაზილიის დიდ პრიზზე მხოლოდ საუკეთესო შედეგისთვის იბრძოლებს და არ აპირებს გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დახმარებას, რომელიც ჯერაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.

იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს, ფეტელს, მინიმუმ ერთი გამარჯვება და ერთი მეორე ადგილი სჭირდება, თუმცა საკმარისი ესეც არაა. ორი დღის წინ მან განაცხადა, რომ თანაგუნდელის დახმარების იმედი აქვს, მაგრამ ავსტრალიელი ამბობს, რომ გუნდის ინტერესების შესაბამისად რბოლის დაგეგმვას არ აპირებს.

ამასთან, უებერის აზრით, ტიტულის პრეტენდენტთაგან ყველაზე ღირსეული ბრიტანელი ჯენსონ ბატონია, ვინც სეზონს ყველაზე მეტი გამარჯვებით დაასრულებს: ”ის ტიტულს ყველაზე მეტად იმსახურებს. ჯენსონმა ყველაზე მეტი რბოლაც მოიგო და მეტოქეებსაც ყველაზე ხშირად ასწრებს. ის ურთულეს სიტუაციებსაც სხვებზე უკეთ აღწევს თავს. არ მგონია, რომ ამ მხრივ, მას რომელიმე სხვა პილოტი სჯობდეს”.

”შეიძლება, თუ არა ის ფორმულა 1-ის საუკეთესო მრბოლად მივიჩნიოთ? ეს უკვე სულ სხვა საკითხია. იმსახურებს თუ არა ტიტულს? რა თქმა უნდა. მაგრამ საუკეთესო იყო დეიმონ ჰილი მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა? მოკლედ, ბევრი რამ მანქანაზეა დამოკიდებული”, - დასძენს უებერი.

შეგახსენებთ, რომ შუა სეზონში უებერიც ტიტულის პრეტენდენტთა შორის იყო, მაგრამ უნგრული ეტაპის შემდეგ, მან ერთი ქულის აღებაც კი ვერ შეძლო და ტიტულის იმედიც გადაეწურა. ის თვლის, რომ იღღბალმა ზურგი შეაქცია, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ იაპონიური ეტაპის ვარჯიშის დროს მომხდარი ავარია მისი ბრალი იყო.

”სუზუკაზე მართლაც უხეიროდ გამოვედი. იქ პირველად, საკუთარი შეცდომის გამო დავკარგე კარგად გამოსვლის შესაძლებლობა. იქ მანქანა მართლაც ძალიან კარგი, იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგივეს საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი”, - აღიარებს უებერი.

Thursday, October 15, 2009

”ლოტუს F1” მანქანის აეროდინამიკურ ტესტებს იწყებს

Lotus F1

15 ოქტომბერი

ფორმულა 1-ში დაბრუნებული ”ლოტუსი” მზადაა, მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი თავისი სარბოლი ავტომობილის მასშტაბური მოდელის სეროდინამიკურ მილში ტესტირება დაიწყოს. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ”ლოტუსმა” მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ამ დროში გუნდმა, რომელიც მალაიზიური მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, მანქანის შექმნის პირველი სტადია უკვე გაიარა.

”აეროდინამიკურ მილში გამოცდების ჩატარება, ფორმულა ერთის ავტომობილის შემუშავების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ ამ პროექტზე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ, გუნდის ინფრასტრუქტურა კი პრაქტიკულად ჩამოყალიბებული გვაქვს - უკვე გვაქვს ფინანსური გარანტიები, გამართულია ფაბრიკა და დანიშნულია ტოპ მენეჯმენტი. როგორც კი ჩემპიონატში გამოსვლის უფლება მოგვცეს, მაშინვე მანქანის შექმნის პროცესი სრული ტემპით ავამოქმედეთ და პერსონალის აყვანა დავიწყეთ”, - გვამცნობს ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი.

გასკოინი ფორმულა ერთში ცნობილი ინჟინერია. ადრე ის ”რენოში”, ”ტოიოტაში” და ”ფორს ინდიაში” მაღალ თანამდებობებზე (ძირითადად ტექნიკურ დირექტორად) მუშაობდა, ამჯერად კი თავისუფალი იყო და ასეთი სოლიდური გამოცდილების მქონე სპეციალისტის აყვანა ”ლოტუსმა” ხელიდან არ გაუშვა. ის ამბობს, რომ ახალი მანქანა ტრასაზე პირველად თებერვალში გამოვა.

გასკოინს კარგად ესმის, რომ პირველ სეზონში დიდი მიზნების დასახვას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ისიც წარმატება იქნება, თუ სეზონის პირველი რბოლისთვის ორივე მანქანის სრულფასოვნად მომზადებას მოასწრებს.

”რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალი გუნდი ვართ და პირველ სეზონში დიდ მიზნებს ვერ შევეჭიდებით. მანქანის შექმნა მოგვიანებით დავიწყეთ, რაც საქმეს ართულებს. ასე რომ, ისიც მიღწევა იქნება, თუ ბაჰრეინში სტარტზე ორივე მანქანა გვეყოლება”, - ამბობს გასკოინი და დასძენს:

”თუ შუა სეზონში, ახალბედებს შორის საუკეთესონი ვიქნებით, ეს დიდ მიღწევად ჩაგვითვალეთ. ამის შემდეგ კი ჩვენი მიზანი ძველ გუნდებთან გათანაბრება იქნება”.

გასკოინი ამბობს, რომ მის გუნდს გამოცდილი, ტექნიკაში გაწაფული პილოტები ესაჭიროება, რომლებიც მანქანის განვითარების საქმეში სოლიდურ როლს შეასრულებენ. თუმცა, იმავდროულად, გუნდს ისეთი პილოტებიც სჭირდება, რომლებიც კარგ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი და მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულება არ სურთ.

ჯერჯერობით, ”ლოტუსს” თავისი პილოტები არ დაუსახელებია, თუმცა პადოკში მოარული ხმებით, მისი პირველი პილოტი ალბათ იტალიელი იარნო ტრული გახდება, რომელსაც ”ტოიოტა” კონტრაქტს” აღარ უგრძელებს.

Wednesday, October 14, 2009

”უილიამსი” ”ტოიოტას” დაშორდა

Williams split with Toyota

14 ოქტომბერი

უილიამსმა დაადასტურა, რომ ამ სეზონის დასრულებისთანავე შეწყვეტს ”ტოიოტასთან” პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ორ კომპანიას შორის 2007 წლის სეზონის დასაწყისში დაიწყო. მათი გაყრა მოსალოდნელი იყო, რადგან ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა ღიად აღნიშნავდა, რომ იაპონურ გუნდთან ურთიერთობის შეწყვეტა სურდა.

გუნდის შეფმა სერ ფრენკ უილიამსმა ”ტოიოტას” მადლობა მოახსენა იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იაპონურმა კომპანიამ მის გუნდს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში გაუწია.

”ჩვენი გუნდისთვის მეტად მძიმე პერიოდში, ”ტოიოტა” გვერდით დაგვიდგა და ძრავებით მომარაგება ითავა და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ღირსეული პარტნიორი გამოდგა, რადგან ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ჩვენს დამოუკიდებლობას და უმაღლესი დონის ტექნიკურ პროდუქტს გვაწვდიდა, ზუსტად ისეთს, როგორსაც საკუთარ გუნდს. ვამაყობთ იმით, რომ ასეთ შესანიშნავ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით. რაც მთავარია, თანამშრომლობისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით. განსაკუთრებით მადლიერნი ვართ იმ ინჟინრებით და ტექნიკოსებით, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენს გუნდთან ერთად, დაუღალავად შრომობდნენ”, - ამბობს სერ ფრენკ უილიამსი.

თავისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორის მისამართით, რევერანსები არც ”ტოიოტა მოტორსპორტის” შეფმა ტადაში იამაშინამ დაიშურა და იმედი გამოთქვა, რომ ამ პარტნიორობით, საბოლოოდ სარგებელს ორივე გუნდი ნახავს.

ჯერჯერობით უცნობის, თუ რომელი კომპანიის ძრავით ჩაანაცვლებს ”უილიამსი” იაპონურ აგრეგატებს. ამ ეტაპზე, ”რენოსა” და ”კოსუორტის” ვარიანტები განიხილება.

ბარიკელოს ”უილიამსთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია

Rubens Barrichello

14 ოქტომბერი

რუბენს ბარიკელო აცხადებს, რომ 2010 წლის სეზონისთვის კონტრაქტი ჯერ არავისთან გაუფორმებია, თუმცა აღიარებს, რომ ”უილიამსთან” და სხვა გუნდებთან, მათ შორის მის ახლანდელ გუნდ ”ბრაუნთანაც” აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას.

პადოკში ელიან, რომ ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე გამოცდილი პილოტი, რომელიც თავის მე-17 სეზონს ატარებს, სწორედ ”უილიამსში” გადავა, სადაც ადგილს გერმანელ ნიკო როსბერგს გაუცვლის. ეს უკანასკნელი კი ”ბრაუნში” მის ადგილზე გადავა. ”უილიამსში” რუბინიუს თანაგუნდელი სერია GP2-ის ახალგამომცხვარი ჩემპიონი, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი იქნება.

ბარიკელო ღიად ამბობს, რომ ინტენსიური მოლაპარაკება აქვს ”უილიამსთან”, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ჯერ ”ბრაუნიდან” წამოსვლაც საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.

”სრული სიმართლეა ის, რომ ”უილიამსთან” და ”ბრაუნიდან” მოლაპარაკება მაქვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ არცერთ გუნდთან კონტრაქტი არ გამიფორმებია”, - ამბობს ბრაზილიელი პილოტი, ვინც აჟამად ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემპიონატის ლიდერს, ბრიტანელ თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს 14 ქულით ჩამორჩება.

”ძალიან მიხარია, როცა ვგებულობ, რომ ჩემით რამდენიმე გუნდი არის დაინტერესებული. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ახლა ვაცნობიერებ, რომ ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვარ, ვიდრე თუნდაც ცოტა ხნის წინ. იმის თქმაც კი შემიძლია, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ და ჩემზეა დამოკიდებული, რომელ მანქანას ავირჩევ. ძალიან მინდა, რომ ეს კონკურენტუნარიანი მანქანა იყოს”, - ამბობს ბარიკელო, ვისი კარიერაც, ამ სეზონის დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-დან ”ჰონდა” წავიდა, დასრულების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მაშინ რუბინიუს ადგილის დაკავების რეალური პრეტენდენტები მისივე ახალგაზრდა თანამემამულეები - ლუკას დი გრასი და ბრუნო სენა იყვნენ, მაგრამ გუნდის ახალმა მეპატრონე როს ბრაუნმა გამოცდილი ბარიკელო ამჯობინა და არც შემცდარა. ახლა კი, მისი გუნდი ”მერსედეს-ბენცის” პარტნიორი ხდება, რომელსაც გუნდში გერმანელი პილოტის მიწვევა სურს...

Tuesday, October 13, 2009

მასა ფორმულა 1-ის მანქანის საჭეს დაუბრუნდა

Felipe Massa

13 ოქტომბერი

ორშაბათს ფელიპე მასა ისევ მიუჯდა ფორმულა 1-ის ავტომობილის საჭეს - ”ფერარის” ფიორანოს საშინაო სარბოლ ტრეკზე მან თავისი ჩვევების გახსენება სცადა და ვარჯიშის დასრულების შემდეგ, რეპორტიორებს განუცხადა, რომ იძულებითი პაუზის შემდეგაც ისეთივე მრბოლია, როგორიც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარ ინციდენტამდე იყო.

ორი წლის წინანდელი ”ფერარი F2007-ით” მასამ 12 წრე გაიარა. ვარჯიშის დროს, მისი მანქანა სერია GP2-ის სპეციფიკაციის ბორბლებზე იდგა.

”მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მაშინვე მომეჩვენა, რომ თითქოს არანაირი ავარია არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ვგრძნობ, რომ ისეთივე ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვარჯიშის დროს, თავს კარგად ვგრძნობდი. არც მხედველობასთან დაკავშირებით მქონია რაიმე პრობლემა. მზად ვარ, ერთი კი არა, ზედიზედ, შეუსვენებლივ ორი რბოლის დისტანცია გავიარო”.

”რა თქმა უნდა, ექიმების რჩევებს ვითვალისწინებთ, რომლებიც საფუძვლიანად ფრთხილობენ და გარკვეულ შეზღუდვებს მიწესებენ. მაგრამ მ იეთივე ვარ, როგორიც ავარიამდე ვიყავი”.

”ახლა უკვე შემიძლია მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება, რომელიც ძალიან რთული იქნება. ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრი რამ გვასწავლა და ამ გამოცდილებას მერმის აუცილებლად გამოვიყენებთ. კარგი მანქანა უნდა მოვამზადოთ, რათა ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალება გვქონდეს”, - ამბობს მასა (სურათზე ტესტირებისას).

ფელიპე ასევე მიესალმება ”ფერარიში” ფერნანდო ალონსოს მისვლას, თუმცა დასძენს, რომ ესპანელი ალბათ მისი საუკეთესო მეგობარი ვერ გახდება.

”ალონსო ნამდვილი პროფესიონალია და არ მგონია, რომ მასთან რაიმე პრობლემა შემექმნება, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ”ფერარიში” ჩემთან დასამეგობრებლად არ გადმოსულა. უფრო მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ ჩვენ შორის პროფესიონალური სამოკიდებულება ჩამოყალიბდეს”, - ამბობს მასა და დასძენს, რომ ახლაც კი, მოსვენებას არ აძლევს სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მომხდარი დაგეგმილი ავარია, რომელმაც მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დააკარგვინა:

”ახლაც ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ამ ავარიამ არამარტო რბოლის შედეგი შეცვალა, არამედ მთელი ჩემპიონატისაც. იმ რბოლის გამარჯვებულად ახლაც ალონსო ითვლება, ბრიატორე დასაჯეს და გადააყენეს, მაგრამ ჩვნ ის არ დაგვიბრუნეს, რაც ამ ინციდენტით მოგვპარეს. ,ოკლედ, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. არადა, ჩემპიონატის შედეგი შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო”.

ბარიკელო ”უილიამსში” გადადის

Rubens Barrichello

11 ოქტომბერი

ბრაზილიურმა პრესამ სწრაფად აიტაცა ტელეკომპანია ”გლობოს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ვეტერანი რუბენს ბარიკელო მერმის ”უილიამსის” მანქანით იასპარეზებს და ამ გუნდში გერმანელ ნიკო როსბერგს შეცვლის.

მართალია, ორშაბათს ბარიკელოს ამალამ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ გაზეთი ”ფოლია დე საუ პაულუ” კიდევ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუბინიუ ”უილიამსში” იმაზე გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ”ბრაუნში” ჰქონდა. მისი კონტრაქტის ფორმულაა 1+1, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა მხრიდან პრეტენზიის არქონის შემთხვევაში, კონტრაქტი ავტომატურად, 2011 წელზეც გავრცელდება.

ბარიკელოს ”უილიამსში” თანაგუნდელად ამომავალი გერმანელი ვარსკვლავი ნიკო ჰულკენბერგი ეყოლება, რომელმაც ამ სეზონში სერია GP2-ის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ბრაზილიურ მედიაში იმაზეც წერენ, რომ მერმის ”უილიამსი” ”ტოიოტას” ნაცვლად ”კოსუორტის” ძრავებს მიიღებს. რამდენად მომგებიანია ასეთი ცვლილება სერ ფრენკ უილიამსის გუნდისთვის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა ინგლისური კომპანიის ძრავს რომ თავისი დადებითი თვისებებიც აქვს, ამის თაობაზე 9 ოქტომბერს, ”რედ ბულთან” დაკავშირებითაც მოგიყევით.

დაბოლოს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ”ბრაუნში” ბარიკელოს ნიკო როსბერგი შეცვლის, რომლის იქ გადასვლაც, პირველ რიგში, ”მერსედეს-ბენცის” დამსახურებაა.

Sunday, October 11, 2009

ბრაზილიაში გლოკს კობაიაში შეცვლის

Timo Glock

11 ოქტომბერი

ბრაზილიის დიდ პრიზზე გამოსვლას, ტრავმის გამო ვერ შეძლებს ”ტოიოტას” გერმანელი პილოტი ტიმო გლოკი, ვის ადგილსაც გუნდში იაპონელი კამუი კობაიაში დაიკავებს.

გლოკს ჯერ კიდევ იაპონიის დიდ პრიზზე სურდა გამოსვლა, მაგრამ ექიმებმა თავის შეკავება ურჩიეს და როგორც შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა. მართებულადაც მოიქცნენ. საქმე ისაა, რომ დაწვრილებითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გლოკს ხერხემლის ერთი მალა აქვს გაბზარული. ბუნებრივია, ამ ტრავმით მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სამედიცინო კომისია რბოლაზე ვერ დაუშვებდა.

შეგახსენებთ, რომ კობაიაშიმ გლოკი იაპონიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზეც შეცვალა. ოღონდ, მაშინ ამის მიზეზი გერმანელი პილოტის ავადმყოფობა იყო - მას ჯერ კიდევ სინგაპურში ვირუსი შეეყარა და პარასკევს მაღალი სიცხე მისცა. ბუნებრივია, ტრასაზე მას არაფერი ესაქმებოდა.

თუმცა, ექიმების შეწევნით. ის მალე მომჯობინდა და კვალიფიკაციაზე თავისი მონოპოსტი დაიკავა. მაგრამ ამჯერად ავარია მოუვიდა, რომელშიც ზემოთ ნახსენები ტრავმა მიიღო.

”ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ტიმო ბრაზილიაში ასპარეზობას შესძლებდა, მაგრამ ექიმებმა მას სულ სხვა, გაცილებით სერიოზული ტრავმაც აღმოუჩინეს, რაც მის რბოლას გამორიცხავს. ის გერმანიაში დარჩება. და ვიმედოვნებთ, რომ აბუ დაბის ეტაპისთვის შემოგვიერთდება”, - განაცხადა ”ტოიოტას” გუნდის შეფმა ჯონ ჰაუეტმა.

მასა წელს არ დაბრუნდება

Felipe Massa

11 ოქტომბერი

”ფერარიმ” გამოაცხადა, რომ ფელიპე მასას 2007 წლის მანქანით ტესტირება არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიელი პილოტი რბოლებს ამ სეზონშივე დაუბრუნდება. მასამ პარიზში რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლებმაც გამოავლინეს, რომ ბრაზილიელმა პილოტმა პრაქტიკულად მოიშუშა უნგრეთში მიღებული უმძიმესი ტრავმა.

თუმცა, ექიმები მაინც ურჩევენ ფელიპეს, რომ მინიმუმ ორი თვე ფრთხილად იყოს და რბოლებშიც არ მიიღოს მნაწილეობა. ამის მიუხედავად, ის ორშაბათიდან ორი წლის წინანდელი ”ფერარის” საჭეს მიუჯდება და სარბოლ მანქანასთან მიჩვევას შეუდგება.

”ხვალ დილით, ფელიპე მასა ფიორანოს ტრასაზე გამოვა და კვლავ მიუჯდება ფორმულა 1-ის მანქანის საჭეს. ეს არ იქნება სრულფასოვანი ტესტირება. ჩვენ არ ვაპირებთ დროის ათვლას. ამისათვის საკმაოზე ბევრი დრო 2010 წელს გვექნება, როცა ფერნანდო ალონსოსთან ერთად, ის ახალი მანქანის გამოცდას დაიწყებს. ახლა კი, ფელიპეს იმის საშუალება ექნება, რომ მისთვის ჩვეულ გარემოში იგრძნოს თავი. მისთვის ასეთი სარბოლი ტრასაა”, - ნათქვამია ”ფერარის” მიერ გავრცელებულ რელიზში.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, მასამაც განაცხადა, რომ აბუ დაბიში, სეზონის დამამთავრებელ ეტაპზე გამოსვლის იმედი პრაქტიკულად არ აქვს. არადა, ის ვარაუდობდა, რომ აბუ დაბიში კვლავ დაიკავებდა თავის მონოპოსტს.

იტალიური გუნდი და მასა შეთანხმდნენ, რომ ბრაზილიელის კარიერისთვის უკეთესი იქნება, თუ ბრაზილიელი პილოტი ეტაპობრივად გაივლის ახალი სეზონისთვის მზადებას, რადგან ასე მას სრულფასოვანი დაბრუნების მეტი შანსი ექნება.

ფრანკიტი მეორედ გახდა ინდი ქარის ჩემპიონი

Franchitti clinches IndyCar title

11 ოქტომბერი

დარიო ფრანკიტი და მისი გუნდის შეფი ჩიპ განასი
.................................................................................................
შოტლანდიელი დარიო ფრანკიტი ზედიზედ მეორედ, ერთი სეზონის გამოტოვებით, ინდი ქარის მსოფლიო სერიის ჩემპიონი გახდა. ზედიზედ მეორედ იმიტომ, რომ შარშანდელი სეზონი გააცდინა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა, მაშინვე თავზე საჩემპიონო გვირგვინი დაიდგა.

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ეტაპზე გაირკვა, რომელსაც მაიამის გარეუბან ჰოუმსტედის ოვალურმა ტრეკმა უმასპინძლა. ტიტულისთვის ერთდროულად სამი პილოტი - ფრანკიტი, ავსტრალიელი რაიან ბრისკო და ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი იბრძოდა.

ჩემპიონს მისი მამა ჯორჯი და მეუღლე ეშლი ჯადი ულოცავენ
.....................................................................................................................
ფრანკიტიმ სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო, მაგრამ მალე მას ტიტულის ორივე მოცილემ გაუარა, რომლებმაც თითქმის მთელი რბოლა, რომლის დროსაც, ტრასაზე პეისკარი ერთხელაც არ გამოსულა (პირველად ინდი რეისინგ ლიგის ისტორიაში), უშეღავათო ბრძოლაში გაატარეს. გამოცდილი შოტლანდიელი კი ბოლომდე მათ კუდში, საკმაოდ ახლოს მისდევდა.
მარცხნიდან: დიქსონი, ფრანკიტი და ვრისკო
..........................................................................................
ამგვარად, მიდიოდა-რა მეტოქეთა მანქანების მიერ დატოვებულ ჰაერის გაუხშოებულ არეში, ფრანკიტი საწვავის დაზოგვას ახერხებდა, ეაც მას რბოლის მიწურულს დაეხმარა. ფინიშამდე 9 წრე რჩებოდა, როდესაც ბრისკომ და დიქსონმა ბოქსებს მიაშურეს, რათა ავზები შეევსოთ, ფრანკიტის კი საწვავის შევსება აღარ დასჭირვებია. რა თქმა უნდა, წინ აღარც ტრასაზე დაბრუნებული მეტოქეები გაუშვა და რბოლაც პირველმა დაასრულა.
ჩემპიონისა დახვედრა პადოკში
.......................................................................
სანამ ფრანკიტი მერვე წრეზე დაკარგულ ლიდერობას დაიბრუნებდა, დიქსონმა და ბრისკომ რამდენჯერმე გაასწრეს ერთმანეთს. იყო მომენტები, როდესაც უფრო სწრაფი ზელანდიელი იყო (დიქსონმა ეს სეზონი ჩემპიონის რანგში გაატარა), მაგრამ შემდეგ ოზი პილოტი გამოცოცხლდებოდა და გასწრებასაც ახერხებდა. ასე რამდენჯერმე მოხდა. ფინიშამდე 80 წრით ადრე კი ამ სამეულმა დანარჩენები ერთ წრეზე ჩამოიტოვა.
ფრანკიტი ფინიშის ხაზზე
...................................................................
თითქოს, ჩემპიონი ბრისკოსა და დიქსონს შორის ბრძოლაში უნდა გარკვეულიყო, რადგან ფრანკიტი მათ 9 წამით ჩამორჩა. ფინიშამდე 56 წრით ადრე, დიქსონმა და ბრისკომ მესამე პიტ სტოპი შეასრულეს, ფრანკიტიმ კი ეს 7 წრის შემდეგ გააკეთა. აშკარა გახდა, რომ მას ბოქსში მეტი შესვლა აღარ მოუწევდა. სამაგიეროდ, ის წინ წასულებს უკვე წრეზე ჩამორჩა.

დიქსონმა 191-ე, ბრისკომ კი 193 წრეზე, ბოლო პიტსტოპი შეასრულეს და შედეგად, შოტლანდიელი დაწინაურდა, რომელმაც მეტოქეები 6 წამით ჩამოიტოვა. რა თქმა უნდა, მათ დაწევა სცადეს, მაგრამ სკოტმა მრბოლმა ახლოსაც აღარ გაიკარა.

”არ მჯერა, ეს წარმოუდგენელია”, - მხოლოდ ამასღა იმეორებდა კოკპიტიდან ამომძვრალი ჩემპიონი, ვისაც, როგორც წესი, პირველმა მისმა მეუღლემ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ეშლი ჯადმა მიულოცა.

სამაგიეროდ, თავისი პილოტის დამსახურება გუნდის შეფმა ჩიპ განასიმ ახსნა: ”ჩვენს ჩემპიონატს ბევრი ბიჭი ჰყავს, ვისაც რბოლების მოგება შეუძლია, მაგრამ ბევრი არაა ისეთი, რომელსაც ჩემპიონობა შეუძლია”!

საინტერესო სტატისტიკა: ფრანკიტის მანქანის ნომერი 10-ია, ჰოუმსტედში მან ჩიპ განასის გუნდს სეზონში მე-10 გამარჯვება მოუპოვა, ეს კი სეზონის მე-10 თვის მე-10 დღეს მოხდა.

ჰოუმსტედის რბოლის შედეგები

1. დარიო ფრანკიტი (შოტლანდია, განასი) 1:28:28.3117

2. რაიან ბრისკო (ავსტრალია, პენსკე) + 4.7888

3. სკოტ დიქსონი (ახ.ზელანდია, განასი) + 6.0206

4. ტონი კანაანი (ბრაზილია, ანდრეტი გრინი) + 1 წრე

5. ჰელიუ კაშტრუნევიში (ბრაზილია, პენსკე) + 1 წრე

6. ჰიდეკი მუტო (იაპონია, ანდრეტი გრინი) + 2 წრე

7. მარიო მორაეში (ბრაზილია, KV რეისინგი) + 2 წრე

8. ალექს ლოიდი (ინგლისი, ნიუმენ/ჰაას/ლენიგანი) + 2 წრე

9. ტომას შექტერი (სამხ.აფრიკა, დრეიერ&რეინბოლდი) + 3 წრე

10. ლასტინ უილსონი (ინგლისი, კოინი) + 3 წრე

11. გრემ რეიჰალი (აშშ, ნიუმენ/ჰაას/ლენიგანი) + 3 წრე

12. ედ კარპენტერი (აშშ, ვიჟნი) + 3 წრე

13. რაიან ჰანტერ-რეი (აშშ, ფოიტი) + 4 წრე

14. რაფაელ მატოსი (ბრაზილია, ლუქსო დრაგონი) + 4 წრე

15. მაიკ კონვეი (ინგლისი, დრეიერ&რეინბოლდი) + 5 წრე

16. ეიჯეი ვიზო (ვენესუელა, HVM რეისინგი) + 6 წრე

17. მილკა დუნო (ვენესუელა,დრეიერ&რეინბოლდი) + 6 წრე

18. სარა ფიშერი (აშშ, ფიშერი) + 13 წრე

19. დანიკა პატრიკი (აშშ, ანდრეტი ფრინი) + 15 წრე

რბოლა ვერ დაასრულეს:

რობერტ დოორნბოსი (ჰოლანდია, HVM რეისინგი) 166 წრე

დენ უელდონი (ინგლისი, პანტერი) 150 წრე

მარკო ანდრეტი (აშშ, ანდრეტი გრინი) 58 წრე

ჟაკ ლაზიე (აშშ, კურბ/აგაჯანიან ტიმ 3G) 23 წრე

საბოლოო კლასიფიკაცია:

1. დარიო ფრანკიტი - 616 (5 მოგება, 5 პოული); 2. სკოტ დიქსონი - 605 (5, 1); 3. რაიან ბრისკო - 604 (3, 4); 4. ჰელიუ კაშტრუნევიში - 433 (2, 1); 5. დანიკა პატრიკი - 393 (0, 0); 6. ტონი კანაანი - 386 (0, 0); 7. გრემ რეიჰალი - 385 (0, 2); 8. მარკო ანდრეტი - 380 (0, 0); 9. ჯასტინ უილსონი - 354 (1, 0); 10. დენ უელდონი - 354 (0, 0); 11. ჰიდეკი მუტო - 353 (0, 0); 12. ედ კარპენტერი - 321 (0, 0); 13. რაფაელ მატოსი - 312 (0, 0); 14. მარიო მორაესი - 304 (0, 0); 15. რაიან ჰანტერ-რეი - 298 (0, 0); 16. რობერტ დოორნბოსი - 283 (0, 0); 17. მაიკ კონვეი - 261 (0, 0); 18. ეიჯეი ვიზო - 248 (0, 0); 19. უილ პაუერი (ავსტრალია, პენსკე) – 215 (1, 0)...

Friday, October 9, 2009

”რედ ბული” შეიძლება ”კოსუორტის” ძრავზე გადავიდეს

Red Bull-Cosworth?

9 ოქტომბერი

სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს გერმანული ჟურნალი ”აუტო მოტორ უნდ შპორტი”, რომლის ცნობითაც, შესაძლოა, მალე ”რედ ბულმა” და ძრავების მწარმოებელმა ინგლისურმა ფირმა ”კოსუორტმა”, ძრავების მიწოდების თაობაზე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმონ.

როგორც წესი, გუნდები თავიანთ ავტომობილებს ძრავის გარშემო აგებენ. ანუ, შასის დაპროექტებისას, მთავარი აგრეგატის გაბარიტულ და დინამომეტრულ პარამეტრებს ითვალისწინებენ. ახლა კი ის დროა, რომ გუნდებს მომავალი სეზონისთვის მანქანების პროექტირება კარგა ხნის დაწყებული ჰქონდეთ.

გერმანული ჟურნალის ვერსიით, ”რედ ბულის” ტექნიკური დეპარტამენტის შეფი, თანამედროვე ფორმულა ერთის საუკეთესო დიზაინერად აღიარებული ედრიან ნიუი გუნდისგან კატეგორიულად მოითხოვს ძრავის მიმწოდებლის საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას.

ერთი შეხედვით, ”რენოს” ძრავმა გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი მისცა, მაგრამ ფრანგული აგრეგატი ნაკლებად საიმედო აღმოჩნდა, ვიდრე მისი კონკურენტები. მაგრამ მომავალი სეზონისთვის არჩევანის გაკეთებისას, გუნდს უფრო მეტად სხვა ფაქტორი აქვს გასათვალისწინებელი.

საქმე ისაა, რომ მერმის რბოლისას მანქანებში საწვავის ჩამატება იკრძალება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანებს ახლანდელზე ორჯერ დიდი ზომის საწვავის ავზები უნდა ჰქონდეს, რათა მათში მთელი რბოლის სამყოფი საწვავი ჩაეტიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად დაგრძელდება ავტომობილის ბაზა და რაც ყველაზე მთავარია, ადგილს შეიცვლის სიმძიმის ცენტრი, რომელმაც შესაძლოა, ბევრ გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ნიუის ნაკლებად მძლავრი, მაგრამ შედარებით კომპაქტური და ეკონომიური ძრავი ერჩივნოს. კომპაქტური იმიტომ, რომ ავტომობილის ბაზა ახლანდელთან შედარებით ძლიერ არ დაგრძელდეს, ეკონომიური კი იმიტომ, რომ რბოლაზე ის ნაკლებ საწვავს იმყოფინებს. აქედან გამომდინარე, ავზის გაბარიტები შემცირდება და ესეც ბაზის პარამეტრების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის გამოდგება. თანაც, სტარტზე მანქანა სხვებთან შედარებით მსუბუქიც იქნება...

არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ინგლისური ძრავების სასარგებლოდ მუშაობს. ”კოსუორტს” ”მერსედეს-ბენციდან” ძრავის ოთხი წამყვანი სპეციალისტი დაუბრუნდა, რომლებიც შტუტგარტულ კომპანიაში მას შემდეგ გადაბარგდნენ, რაც ინგლისურმა ფირმამ ფ1 დატოვა (2006 წლის სეზონის ბოლოს).

დაბოლოს, არსებობს შანსი იმისა, რომ ფორმულა 1-ის პროექტში ”კოსუორტს” ისეთი სერიოზული პარტნიორი გამოუჩნდეს, როგორიც ”პორშეა”. ეს გერმანული კომპანია ცოტა ხნის წინ ”ფოლკსვაგენის” გიგანტური ოჯახის წევრი გახდა. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, მალე ფ1-ით დაინტერესდეს (წაიკითხეთ http://formula1ge.blogspot.com/2009/10/1-vw-to-eye-f1.html) და ამ შემთხვევაში, დიდი პრიზების ცირკში ”პორშეს” დაბრუნების ალბათობა უტოპიური ოცნება აღარ იქნება.

მასას თვალი სრულად გამოუჯანმრთელდა

Felipe Massa

9 ოქტომბერი

მარანელოში დაბრუნებული მასა ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ მიიღო

.....................................................................................................

პარიზში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ”ფერარის” ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას ტრავმირებული თვალი სრულად მოურჩა.

უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს მომხდარი ინციდენტისას, მასას მარცხენა საფეთქელთან თავის ქალის ძვალი დაემსხვრა და მარცხენა თვალი დაუზიანდა. ორი ოპერაციის შემდეგ, რომელთა დროსაც, ექიმებმა ჯერ თავის ქალის დაზიანებული ნაწილი დაამუშავეს, შემდეგ კი მისი ის ნაწილი, რომელიც ძვლის გარეშე დარჩა, ტიტანის ფირფიტებით დაფარეს. მაგრამ ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, აღიდგენდა თუ არა თვალი უწინდელ ფუნქციას.

და აი, ექიმების ვერდიქტი დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასა ორშაბათს კვლავ მიუჯდება ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს. ოღონდ, ეს იქნება ორი წლის წინანდელი ”ფერარი F2007”, როგორითაც მასას ფინელმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მართალია, მას რამდენიმე სამედიცინო ტესტი ჯერაც გასავლელი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ექიმებს სწორედ მისი თვალის მდგომარეობა აშფოთებდათ. ასე რომ, ადვილი სავარაუდოა, რომ ექიმები ბრაზილიელს მწვანე შუქს აუნთებენ.

”პირველი გამოკვლევების შედეგები დადებითია. მთავარია, რომ ოფთალმოლოგებმა დაადასტურეს, რომ ფელიპეს მარცხენა თვალი 100 პროცენტით ფუნქციონირებს”, - ნათქვამია ”ფერარის” განცხადებაში.

ლოები: GP2-ში ტესტი F1-სთვის მოთელვა არ ყოფილა

Loeb: GP2 test not an F1 warm-up

9 ოქტომბერი

მიუხედავად იმისა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტი ეტაპის მოლოდინშია, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები საკუთარ სიამოვნებაზეც ზრუნავს და GP2-ის კლასის სარბოლი ავტომობილის ტესტირებაში ღებულობს მონაწილეობას.

სარბოლ ტრასაზე რალის ლეგენდარული მრბოლის გამოჩენა ბევრმა იმის ნიშნად ჩათვალა, რომ ლოები ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ემზადება. ამის საფუძველიც არსებობს - ლოებს არაერთხელ უთქვამს, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფ1-ში მოსინჯვა სურს. მას ამ სურვილის ასრულების შანსი ამ სეზონში, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ”ტორო როსომ” ფრანგი სებასტიან ბურდე გაუშვა. მაგრამ იტალიურ-ავსტრიულმა გუნდმა მაშინ არჩევანი ესპანელ ხაიმე ალგერსუარიზე შეაჩერა.

ეს უკანასკნელიც ჯერჯერობით თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, რაც, რა თქმა უნდა, ”პატარა სკუდერიაში” არ აწყობთ. მართალია, გუნდი არ ადასტურებს ლოებით საკუთარ დაინტერესებას, მაგრამ აქ სხვა გარემოებაა გასათვალისწინებელი: ”ტორო როსოს” და ლოების გუნდს ერთი სპონსორი ჰყავთ - ”რედ ბული” (ტორო როსო იტალიურად სწორედ წითელ ხარს ნიშნავს და საერთოდაც, ეს გუნდი ავსტრიულ კომპანიას ეკუთვნის). ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელს კი ლოების გამბიტის გათამაშებით, თავისი მეორე გუნდისადმი ყურადღების მიპყრობა შეუძლია. მოკლედ, ლოების ფ1-ში შესაძლო გადასვლას (თუნდაც ეს ხანმოკლე გადასვლა იყოს) გარკვეული საფუძველი გააჩნია.

მაგრამ თავად ფრანგი ავტომრბოლი ამბობს, რომ GP2-ის ბოლიდის ტესტირებაში მონაწილეობა მისთვის ჩვეულებრივი გართობაა, რითაც ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის წინ, დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.

”ამ ტესტს აბუ დაბიში ჩემს გამოსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამ ტესტებზე ”პორშეს” თასის ფრანგული ჩემპიონატის ერთ-ერთი ინჟინრის ინიციატივაა, რომელიც ამჟამად GP2-ის გუნდ DPR-ში მუშაობს. მე კი ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ფ1-ის რბოლაშიც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილობას. მაგრამ ამ ტესტებს ფ1-თვის მზადებასთან საერთო არაფერი აქვს”, - განაცხადა ლოებმა, ვისაც შარშან ”რედ ბულმა” თავისი ფ1-ის მანქანის ტესტირების საშუალება მისცა (სურათზე).