შუმახერი შემდეგი სეზონისთვის ემზადება
Michael Schumacher
26 აგვისტო
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის 12 ეტაპი ისე მიილია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კვარცხლბეკს ერთხელაც ვერ მიუახლოვდა. ამას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს, თუმცა შუმახერი იხტიბარს არ იტეხს და ახლა აქცენტი მომავალი სეზონისთვის მზადებაზე გადააქვს და იმედოვნებს, რომ მერმისს მაინც შეძლებს თავის გამოჩენას.
მისი ასეთი განწყობა გასაგებია - მისმა გუნდმა, „მერსედესმაც“ აქცენტი მომავალი სეზონის მანქანის მომზადებაზე გადაიტანა და საჯაროდაც აცხადებს, რომ ახლანდელი მანქანის განვითარებას არანაირი აზრი არ აქვს. შტუტგარტელების განწყობაც გასაგებია - მათი ერთადერთი მიზანი ხომ გამარჯვებაა და ყველა სხვა შედეგს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გამარჯვებისთვის ბრძოლას ამ სეზონშივე ვგეგმავდით, მაგრამ საკმაოდ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს მიზანი ჩვენთვის მიუღწეველი დარჩებოდა. ამის საშუალებას მანქანა არ გვაძლევს. თ ადრე კვალიფიკაციაში ჩვენი მიზანი, მოწინავე ხუთეულში მოხვედრა იყო, რბოლას კი მოწინავე ათეულში ვასრულებდით, ბოლო ორ რბოლაში ესეც სანატრელი გაგვიხდა. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია სრულებითაც არ მაწყობს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ წარუმატებლობის მიზეზები, რომლებმაც ასეთ დღეში ჩაგვაგდო.
„შარშანდელ სეზონში, გუნდის შეფ როს ბრაუნს იმ საქმეების კეთება უწევდა, რომლებიც მას არ ეხება, რადგან ის გუნდის მომავალზე ზრუნავდა. ამიტომ, ახალი მანქანის შემუშავებას საჭირო ყურადღება ვერ მიაქცია. ის დრო დაკარგა და ჩვენი წარუმატებლობებიც მეტწილად ამის ბრალია.
„ახლა კი ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ შასიზე. ახლა მთავარია იმ შეცდომების გათვალისწინება, რომლებიც W01-ს შემუშავებისას დავუშვით. პარალელურად, ახალი ისეების განხორციელებასაც ვეცდებით, რომლებმაც სხვებთან უპირატესობა უნდა მოგვანიჭონ. ჩვენ თუ იმავეს გავაკეთებთ, რასაც სხვები, ყველა გუნდი თანაბარი იქნება. მოკლედ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს შუმახერი და დასძენს:
No comments:
Post a Comment