ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, June 10, 2011

სტირლინგ მოსმა კარიერა დაასრულა

Stirling Moss announces retirement at age of 81
10 ივნისი

რაღა დროს მისი სპორტიაო, იტყვიან ისინი, ვინც იცის, რომ ეს ლეგენდარული მრბოლი, ჯერ კიდევ არგენტინელ გრანდს, ხუან მანუელ ფანხიოს უწევდა სერიოზულ კონკურენციას. ახლა ის 81 წლისაა, თუმცა ამის მიუხედავად, რეგულარულად ასპარეზობდა ვეტერანთა რბოლებში.


ბრიტანელმა სერ სტირლინგ მოსმა, ვინც ფ1-ის უტიტულო მრბოლებს შორის, ყველა დროის საუკეთესოდაა მიჩნეული, თავისი გადაწყვეტილება სარტეს ავტოდრომზე, გამოაცხადა, სადაც ლე მანის 24-საათიანი რბოლის დაწყებამდე, ლეგენდების რბოლაში, მის მიერვე აღდგენილი, 1961 წელს დამზადებული „პორშე RS61-ით“ უნდა ეასპარეზა.
„ამ დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ დრო მოვიდა. ადრეც არაერთხელ მითქვამს, წავიდოდი მაშინ, როცა ვიგრძნობდი, რომ სტარტზე სხვების გვერდით დასადგომად მზად არ ვარ. მე ძალიან მიყვარს რბოლები, მაგრამ ახლა გაჩერების დრო დადგა“, - განაცხადა მოსმა.
სტირლინგ მოსი ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი. პროფესიონალი მრბოლის კარიერა მან 1962 წელს, გუდვუდში (ბრიტანეთი) მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ დაასრულა. თუმცა, ამის მიუხედავად, ისტორიული ავტომობილების რბოლებში რეგულარულად ასპარეზობდა. ავტომობილი, რომლითაც ლე მანის რბოლის წინ უნდა ეასპარეზა, შარშან თავადვე, ლაგუნა სეკას (კალიფორნია, აშშ) ტრასაზე რბოლისას დაამტვრია.
მოსი პროფესიონალი მრბოლი 18 წლის ასაკში, 1948 წელს გახდა. მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, მილე მილიას რბოლაში ტრიუმფია (1955 წელს, მერსედესი). შარშან მარტში, ის თავისი სახლის მესამე სართულზე, ლიფტის შახტაში ჩავარდა. ინციდენტისას მან ორივე მუხლის და ორივე ტერფის ოთხი ძვლის მოტეხილობა მიიღო, თუმცა თავისი ასაკისთვის უმძიმესი ტრავმები სრულად მოირჩინა და ივლისში სარბოლი ავტომობილის საჭეს კვლავ მიუჯდა!
ფანხიოსთან პაექრობებში, მას 16 რბოლა აქვს მოგებული, ერთით მეტი, ვიდრე სებასტიან ფეტელის და ლუის ჰამილტონის ანგარიშზეა.
1958 წლის ჩემიონატში, მან ოთხი რბოლა მოიგო, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი ქულით ჩამორჩა თავის თანამემამულე მაიკ ჰოტორნს, ვისაც მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული...

3 comments:

  1. ვაა... ამ ასაკში მიხვდა რომ წასვლის დრო დაუდგა? :))

    ReplyDelete
  2. თავისუფლად შეიძლება ეს ხალხი ლეგენდებად ჩაითვალონ!..

    ReplyDelete