ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, June 11, 2011

„რედ ბულმა“ ფორმულა ერთში 690 მილიონი დოლარი დახარჯა

Red Bull's investment in F1 tops $690 million
11 ივნისი
ფორმულა ერთში რომ დიდი ფული ტრიალებს, ყველამ იცის, მაგრამ ვინ რამდენს ხარჯავს, ვის რამდენი შემოსავალი აქვს, ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან ამ ინფორმაციას ყველა მკაცრად მალავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ინტერნეტ საიტმა „პიტპასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2005-2009 წლებში, „რედ ბულმა“ ფ1-ში თავის ორ გუნდს 420 მილიონი გირვანქა სტერლინგი (ახლანდელი კურსით, 690 მილიონი დოლარი) მოახმარა.
ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი „რედ ბული“ ფ1-ში ორ გუნდს - „რედ ბულ რეისინგს“ და „სკუდერია ტორო როსოს“ (ტორო როსო იტალიურად წითელ ხარს ნიშნავს) ფლობს. შარშანდელ სეზონამდე, ეს ორივე გუნდი ერთსადაიმავე შასის იყენებდა და რა თქმა უნდა, მათ დაფინანსების ერთი წყარო ჰქონდათ. თუმცა, „რედ ბულის“ მიერ გამოყოფილი ინვესტიციის ლომის წილი, „რედ ბულ რეისინგზე“ მოდის.
კერძოდ, 2007 წელს, „რედ ბულმა“ ფ1-ში 146 მილიონი დოლარი დახარჯა, საიდანაც 128 მილიონი „რედ ბულ რეისინგს“ ერგო, დანარჩენი 18 მილიონი კი - „ტორო როსოს“. შემდგომ სეზონში ინვესტიცია 135 მილიონამდე გაიზარდა, საიდანაც 129 მილიონი „რედ ბულმა“ მიიღო. 2009 წლის სეზონში, ავსტრიული კომპანიის ინვესტიციამ 175 მილიონს მიაღწია, 158 მილიონი დოლარი კი „რედ ბულ რეისინგმა“ მიიღო.
მართლაც შთამბეჭდავი რიცხვებია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი „რედ ბული“ ტექნოლოგიურად ავტომობილებთან დაკავშირებული არაა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ „რედ ბულ რეისინგი“ და მისი გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი მოქმედი ჩემპიონები არიან, რასაც ავსტრიული კომპანიისთვის უზარმაზარი მოგება მოაქვს. მარკეტოლოგთა ზოგადი დაანგარიშებით, ამგვარი ეფექტის მისაღწევად, სხვა სფეროში „რედ ბულს“ დაახლოებით ორჯერ მეტი ხარჯის გაწევა მოუწევდა...
თანაც, ფ1 ერთადერთი სპორტი არაა, სადაც „რედ ბული“ ფულს ხარჯავს. ავსტრიული კომპანია სპორტის ექსტრემალური სახეობების დიდი მხარდამჭერია. ასევე სპონსორობს სხვადასხვა სარბოლო სერიებში, მათ შორის რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და ნასქარ-ის რბოლებში, ასევე სამთო თხილამურობის, ჰოკეისა და ფეხბურთის ვარსკვლავების სპონსორია...

1 comment: